14:00 01.12.2011
მედია-კავშირი "ობიექტივი" ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"ვაანაზილებთ რა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და არ გამოვრიცხავთ რა, (ამა თუ იმ მიზეზით ) „მაესტროს“ ტელე–რადიო მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხეს, მედია–კავშირი „ობიექტივი“ „მაესტროს“ ჟურნალისტებს სთავაზობს ოპერატიურ რეჟიმში ისარგებლონ ჩვენი რადიოს, ინტერნეტელევიზიისა და ტელევიზიის პირდაპირი ეთერით.
მედია–კავშირი „ობიექტივი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოლიდარობას უცხადებს „მაესტროს“ ჟურნალისტებს და გმობს ჟურნალისტთა საქმიანობაში უხეშ ჩარევას".
მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი.
2011 წლის 1 დეკემბერი. თბილისი.