17:06 04.04.2012
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განცხადა, რომ კოალიციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად დაინიშნა სერგო ჩაჩიბაია, რომელიც ალასანიას თქმით, ამჟამდ პოლიტპატიმარია, თუმცა მალე გათავისუფლდება.
ირაკლი ალასანიამ მოსახლეობისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ განათლების და ჯანდაცვის სფეროები უნდა იყოს უფრო ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის და, რომ ისინი უზრუნველყოფენ ამ ხელმისაწვდომობას.
მისივე განცხადებით, ისინი აღადგენენ მეგობრულ ურთიერთობას აფხაზებთან და ოსებთან. ირაკლი ალასანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუგდიდის პროკურატურის შენობის წინ საჯარო მოხელეებმა თავად დადეს და გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი ნივთიერება, დღეს შეხვედრაზე უამრავი ადამიანი მოვიდა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იგივეა, რაც „მეგრული“ და „კახური“ ოცნება. კოალიციის პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებმა თითონ მოახერხონ საკუთარი ოცნების ასრულება, აცხადებს ირაკლი ალასანია. მისი თქმით, იგი დღეიდან ზუგდიდში იცხოვრებს.
livepress.ge