08.02.2012
ამ წუთებში ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდკომბინატის დასახლების კულტურის სახლში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები, ირაკლი ალასანია, მანანა კობახიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ზვიად ძიძიგური, კახა შარტავა და ლევან იზორია მოსახლეობას და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
„დარბაზი სავსეა, მოქალაქეთა ნაწილმა შესვლა ვერ მოახერხა“, იტყობინება „ლაივპრესის“ კორესპონდენტი.
ამ წუთებში მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, ნუგზარ ჩიქოვანი მიმართავს.
მისი განცხადებით, „ირაკლი ალასანია დღეიდან სამეგრელს რეგიონში იცხოვრებს“. შეხვედრას ესწრება NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლუის ნავაროც.