17:06 29.12.2011
ფარნების აქცია–ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას! პარასკევს, 13 საათზე, ყოფილი სასტუმრო "აჭარის", ახლანდელი სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"–ის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება. აქციის სახელწოდებაა "ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას!"
საპროტესტო ღონისძიების ორგანიზატორია გაზეთი "ასავალ–დასავალია" და ამ ინიციატივას უერთდება ყველა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
ვაპროტესტებთ თბილისში პრესის ჯიხურების აღებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი პრესის, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ტერორი. აქციის ფორმა ასეთი იქნება: ხელში დავიჭერთ ანთებულ ფარნებს. როგორც ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე დღისით–მზისით ანთებული ფარნით დადიოდა ქუჩებში და ადამიანებს ეძებდა, ჩვენც ასე დავიწყებთ თავისუფალი მედიის,სიტყვის თავისუფლების ძებნას!
ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოში სიტყვის თავისუფლების, თავისუფალი მედიის არსებობა, ფარნებით (ან ფანრებით) ვეპატიჟებით ამ აქციაზე! ერთად დავუპირისპირდეთ ნაციონალური რეჟიმის გადამწყვეტ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ!