ავტორი მარინა ბერაძე *
22:29 09.12.2011
“წინააღმდეგობის მოძრაობა“ და ასოციაცია ”გვახსოვდეს ჰიპოკრატე” რამდენიმე სტატიით შეეხმიანა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნას, ტუბერკულოზის მკურნალობის (ფთიზიატრიის) სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგად ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებზე, რის შედეგედაც გაირკვა, რომ 2008-2011 წლებში არამართლზომიერად 2 357 759 ლარი გაიხარჯა.
სააგენტო ”პირველი”-ს ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ცენტრის დირექტორი იაგორ კალანდაძე იმ სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე, რომელსაც ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას ადგილი ჰქონდა, ინფორმირებული არ იყო; ისიც და 2008 წელს გამარჯვებული კომპანიები მუშაობას ინერციით აგრძელებდნენ.
ბატონ იაგორს სკოლის პროგრამიდან უნდა ახსოვდეს, რომ ინერცია (ლათინურად inertia - უმოქმედობა) არის სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის, ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის მდგომარეობა, გარეშე ძალის გამოჩენამდე.
ბატონო იაგორ, “კონტროლის პალატა” უნდა აღმოჩნდეს ის გარეშე ძალა, რომელმაც თქვენ ინერციიდან უნდა გამოგიყვანოთ და თქვენდამი რწმუნებული დაწესებულების კონტრაქტებით, მართვით და რაც მთავარია პაციენტების ბედით დაგაინტერესოთ? მათ ხომ თქვენნაირი ინერტული ადამიანების გამო საჭირო დახმარება ვერ მიიღეს?!
აღმოჩნდა ისიც, რომ ბატონი იაგორი, არც საწოლდღეების გაზრდილი საფასურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. ისე, რა ყოფილა ეს ინერცია?!
თუმცა კი სააგენტო ”პირველი” ბატონი იაგორის პირით ადასტურებს იმას, რომ პირველი ლედი სანდრა რულოვსი იმ სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ, რომელიც შიდსის, ტუბერკულოზის, მალარიის და სხვა დაავადებების ეპიდემოლოგიას, ტენდენციას, სტრატეგიას დ ა.შ. განიხილავს.
რაც შეეხება ცენტრსა და ტუბდისპანსერებში პაციენტების მომსახურების ხარისხსა და ფასიან მომსახურებას - კალანდაძემ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის ფასიანი მომსახურების შემთხვევები კატეგორიულად უარყო. არადა ფაქტები ჯიუტია, რომელთაც ჩვენ და ჩვენი ახლობელ-ნათესავები პირადად გადავაწყდით. ანუ ანკეტა-ისტორიის შევსება, რენტგენის გადაღება და ექიმის კონსულტაცია 45-60 ლარი ღირს. შესაბამის პროგრამაში პაციენტს ჩართვა მხოლოდ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ შეუძლია. ამიტომ ძალიან ბევრ უკან გამობრუნებულ უსახსრო ადამიანს მოუმართავს ჩვენი ორგანიზაციებისთვის. ჩვენი ”სასახელო” ტელევიზიების ”სასახელო” სტუმრები (მათ შორის ფეხბურთელი არველაძე) ექიმთან ვერ მისვლას მოსახლეობის სიმორცხვეს აბრალებენ და არა უსახსრობას.
კიდევ ერთი ნონსენსი, რაც პროგრამას ახასიათებს - მაგალითად, რუსთავში ამავე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის დიაგნოზირება უფასოა, ისევე, როგორც გარდაბანში გარდაბნელებისთვის. თუ გარდაბნის მაცხოვრებელი რუსთავში მიდის, მას თანხის გადახდა მოუწევს, ვინაიდან ამ პაციენტის ფული გარდაბნის ბიუჯეტშია გაწერილი. ჩვენ კი ისევ ჩვენი ”სასახელო” ტელევიზიების წყალობით გვეგონა, რომ ერთიან საქართველოში ვცხოვრობდით. სერიოზულობას თუ მოვუხმობთ, ამ ჩანართზე კომენტარის გასაკეთებლად ალბათ, მთელი პროგრამების განხილვა მოგვიწევს, რის საშუალებასაც ახლა ფორმატი არ გვაძლევს, მაგრამ ეს რომ სრული აბსურდია, ვგონებ ეჭვი არავის ეპარება. აბა, ტუბერკულოზით დაავადებულო რუსთაველებო, რუსთავში შეერთდით! თორემ ღმერთმა არ ქნას ფეხი რუსთავი-გარდაბანის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაგიცდეთ - მკურნალობაც გვერდზე მოგრჩებათ და რუსთავიც.
რაც შეეხება ბოლო წლებში ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევების ტენდენციას - როგორც "პირველს" იაგორ კალანდაძემ განუცხადა, ტენდენცია კლებისკენაა მიმართული, მაშინ როცა ტუბერკულოზის გავრცელებამ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ბოლო პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია (სწორედ ეს დაავადება წარმოადგენს პატიმართა სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს), როცა ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს ციხეებში მყოფი 24 ათასი პატიმრიდან 1 579, ანუ დაახლოებით 6,6% ტუბერკულოზითაა დაავადებული. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ რეალურად პატიმართა თითქმის ნახევარი ტუბერკულოზითაა ავად.
ბატონო იაგორ, ამგვარი ვითარების ფონზე თქვენ რა გაძლევთ დამშვიდებისა და იმის თქმის უფლებას, რომ ძველი, ნამკურნალები და ახალი შემთხვევების კლება ხდება?.
|* “წინააღმდეგობის მოძრაობის“ მედიაომბუდსმენი |
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
ფიბას გადაწყვეტილებით, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის დაშვების შესახებ, ცხადია, უპირველესად თვით ნაკრების...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
00:06 05.12.2011 ასე გამოიყურება 27 გზა ქალის გასაღიმებლად, თუმცა ალბათ უფრო მეტი საშუალებაც არსებობს: 1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ფოთში გამომავალი გაზეთის რედაქტორი ელისო ჯანაშია „ღია ბოქლომის“ და მისი რედაქტორის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს. უკომენტაროდ გთავა...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 17:06 04.11.2011 კვირტიების ოჯახი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ, შეზღუდული შესაძლებლობ...
-
თბილისში, 15 თვის წინ მოკლული ლევან ოდიკაძის მამა, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მკვლელის მფარველობაში ბრალს სდებს და აცხადებს,...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
მარინა ბერიძის პასუხი ინერციით მომუშავე იაგორ კალანდაძეს
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...