ავტორი სოსო ხოფერია
21:31 24.08.2013
მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია მოინახულა და სასტუმრო ,,ოქროს საწმისს” ესტუმრა. პრეზიდენტი არც ჟურნალისტებს და არც შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც მის სამეგრელოში ვიზიტს აპროტესტებდნენ და „ქვეყნის პირველ პირთან“ საუბარს ითხოვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ხელმძღვანელი ლალი ანთია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებიც მთლიან პერიმეტერს იცავდენ. ლალი ანთიას თქმით, უფლებადამცველებმა, მიუხედავად დიდი მცდელობისა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდრი, მორიგ ვიდეოინტერვიუში სამეგრელოში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობს...
ლალი ანთია ეხმაურება და ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ ნინო ბურჯანაძე შეიძლება „ქართული ოცნების“ სასურველი კანდიდატი გახდეს.