ავტორი მარინა ბერაძე
22:06 05.12.2011
ძვირფასო მკითხველო, გვინდა შევეხმიანოთ ბოლო დღეებში პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წამოწყებულ კამპანიას, რომელიც შეეხება საავადმყოფოების გახსნის თემას.
ჩვენ ამ საკითხებზე არაერთგზის ვწერდით და ბოდიშს გიხდით თუ განვმეორდებით.
მოგეხსენებათ, რომ მათ მიზნად დაისახეს დამდეგ 2012 წლამდე საქართველოში გახსნან 30 საავადმყოფო, ანუ დღეში დაახლოებით 1 საავადმყოფო სხვადასხვა რაიონულ ცენტრში.
პირველ ყოვლისა, საავადმყოფოების უთავბოლო გახსნა რომ პიარის დიდი ნაწილია, მგონი ეჭვიც არავის ეპარება, ამიტომ სასურველია ნაუცბათევად გახსნილი საავადმყოფოების საინჟინრო-კონსტრუქტორული მზაობა ისეთი არ იყოს, რომ პირველსავე უამინდობაზე ხუხულასავით დაინგრეს, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში.
“წინაამდეგობის მოძრაობა“ და ასოციაცია “გვახსოვდეს ჰიპოკრატე” რამდენიმე წელია, ყველგან სადაც კი ხელი მიუწვდებათ, წერენ, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარების დარგში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად არსებული პოლიტიკის ძირითადი ამოცანებია: სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა და კომპლექსური მიზნობრივი პროგრამების რეალიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ძალიან კარგია, რომ დღეს ტელეეკრანებიდან გვესმის პრეზიდენტის, მთავრობისა თუ ჩინოსნების დაზეპირებული ფრაზები სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობაზე, რასაც უდაოდ ჩვენს აქტივში ჩავიწერთ, ისევე როგორც 100 ჰოსპიტლისა და გაძვირებული მედიკამენტების თემებზე პრეზიდენტის ადეკვატურ გამოხმაურებას. ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენი მოსახლეობა ამ ყველაფერს რეალურად მიიღებს, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გზებით უნდა მიიღოს ეს მოსახლეობამ.
მიზეზები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შემდეგია:
1. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების ხარისხის დაქვეითება: ხელფასის და საპენსიო უზრუნველყოფის დაბალი დონე; სამომხმარებლო კალათის გაძვირება; ცხოვრების, შრომის და დასვენების პირობების გაუარესება; გარემოს გაუარესება; კვების ხარისხის და სტრუქტურის გაუარესება;

2.მეტისმეტად სტრესული დატვირთვა;
3.კულტურის ზოგადი დონის შემცირება. მათ შორის სანიტარიულ-ჰიგიენური, რაც ხელს უწყობს მავნე წესების განვითარებას და არაჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
საჭიროდ მიგვაჩნია შევახსენოთ ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის 25-ე მუხლი:
“თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო ვალდებულია გახდეს გარანტი მოქალაქის უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის შემთხვევაში უზრუნველყოს საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლის, საჭირო სოციალური მომსახურებისა და ზოგადად ცხოვრების ისეთი დონე, რომელიც აუცილებელია მოქალაქისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“.
ასეთი დაცულობის უზრუნველყოფისთვის სახელმწიფომ პირველყოვლისა საკანონმდებლო წესით უნდა დაადგინოს ძირითადი სოციალური გარანტიები, მათი რეალიზაციისა და სოციალური მხარდაჭერის მიწოდების გზები.
საქართველოს მედიცინა წარმოადგენს “დაავადების მედიცინას~ და არა “ჯანმრთელობის მედიცინას~. ძირითადად ფინანსირდება მედიცინის ის დარგები, რომელიც დაკავშირებულია ძვირადღირებულ აპარატურასთან, შორს წასული ავადმყოფობის დიაგნოსტიკისა და რთული ოპერაციების განხორციელებასთან. ამის დასტურია ჰოსპიტალური სექტორის ეს გამალებული მშენებლობები.
სამწუხაროდ, უგულებელყოფილია პირველადი ჯანდაცვა და დაავადებათა პრევენცია, რომლითაც უნდა სარგებლობდეს მოსახლეობის 80 %–ზე მეტი. ცნობისთვის - ჰოსპიტალური მომსახურებით სარგებლობს მოსახლეობის მხოლოდ 7–8 %.
საქართველოში სიკვდილის ძირითად მიზეზად ითვლება: გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, ტრავმები, მოწამვლები და გარე მიზეზების ზემოქმედების შედეგები, რომლითაც ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 47 000 ადამიანი კვდება და რომლის 26% რეპროდუქციულ და შრომისუნარიან მოსახლეობაზე მოდის.
ამის მიზეზია ის, რომ შემოღებულია ასაკობრივი ზღვარი 5-დან 60 წლამდე. ამ ასაკის ადამიანები მოკლებულნი არიან ხელმისაწვდომ სამედიცინო დახმარებას, რაც ყოვლად დაუშვებელია.
რეფორმის წარმატება ჯანდაცვაში განისაზღვრება ერთიანი მეცნიერულად დასაბუთებული პოლიტიკით, რომელიც მოიცავს ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის გზებს.
დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას - მთავრობა ხან 100, ხან 150 ხან 170 ახალი კლინიკის აგებას აანონსებს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი სუმბურულ, დაუთვლელ გაანგარიშებებს ემყარება.
გაუგებარია, თუ ამ ყველაფერს სადაზღვევო კომპანიები აშენებენ და თუ მათ ეს მთავრობისგან დავალებული არა აქვთ, რა შუაშია აქ სახელმწიფო და პრეზიდენტი?! თუ ამას სახელმწიფო აშენებს, მაშინ რა შუაშია აქ კერძო სადაზღვევო კომპანიები?!
საქმე იმაშია, რომ ჩავარდნილი 100 საავადმყოფოს პროექტის ნაცვლად დღევანდელი მდგომარეობით ჰოსპიტალური სექტორი, მათ შორის სახელმწიფო სახსრებით აშენებული საავადმყოფოები, პრაქტიკულად მთლიანად გადაეცათ სადაზღვევო კომპანიებს ("არქიმედეს გლობალ ჯორჯია", “აგი ბი-სი-აი", "ჯი-პი-აი ჰოლდინგი", "აი-ი-სი ჯგუფი", "იმედი ლ", "ირაო", "ვესტი", "ალფა", "სახალხო დაზღვევა" და სადაზღვევო კომპანია "ქართუ"), რომელთაც ევალებათ სხვადასხვა რეგიონებში 5-15-25-50-100 ადგილიანი საავადმყოფოების აშენება, რომელთაც რა მოგება ექნებათ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
კონტროლის პალატა თავის ბოლოდროინდელ დასკვნაში წერს, რომ დაზღვევის სექტორი ხასიათდება შემდეგი მომატებული რისკებითა და ნაკლოვანებებით:
1.სამედიცინო ტარიფების დაუსაბუთებელ ისტორიულ სტატისტიკაზე დაფუძნება;
2.სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების არაჯეროვანი ფინანსური მართვა;
3.პროგრამული საბიუჯეტო თანხების არასწორად ანაზღაურება;
4.პაციენტთა მომსახურების არამართლზომიერად ანაზღაურება და პაციენტისთვის გაწეულ მომსახურებათა არასწორი აღრიცხვიანობა;
5.სახელმწიფო მკაცრი რეგულირების არარსებობა, სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ქმედება;
6.სამედიცინო მომსახურების ხელოვნურად შეზღუდული ხელმისაწდომობა;
7. პროგრამით მოსარგებლეთა არასაკმარისი ინფორმირება;
8.პროგრამით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის ცდომილება; 9.სადაზღვევო პოლისის შეგნებულად დაგვიანებით გაცემა - ამით სადაზღვევო რისკების თავიდან აცილება და თანხის მითვისება სხვისი ჯანმრთელობის და ზოგჯერ სიცოცხლის საფასურად.
ყოველივე ამის შემდეგ, რა გარანტია გვაქვს, რომ ეს კომპანიები პირნათლად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს?
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს - 15-25 საწოლიანი, თანაც მრავალპროფილიანი საავადმყოფო მოითხოვს ელემენტარულად აუცილებელი სერტიფიცირებული სპეციალისტების დასაქმებას (თერაპევტი, ქირურგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, რეანიმატოლოგი და სხვა “ვიწრო“ სპეციალობის ექიმები).
ამას ემატება დაახლოებით ამდენივე საშუალო და დაბალი მედპერსონალი (უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი), მორიგე პერსონალი, რომელიც ყოველ მე-4 დღეს მორიგეობს, ანუ ფაქტიურად 3-4 ამდენი.
ამას დავუმატოთ ადმინისტრაცია, აფთიაქი, ლაბორატორიები, მნე, დარაჯი (ან დაცვა), ბუღალტერია, სამრეცხაო, ტექნიკური პერსონალი (აირების და აპარატურის მომსახურებაზე) და კიდევ სხვა. გამოდის სულ მცირე 50, უარეს შემთხვევაში 70 ადამიანი.
კლინიკის 80%–85%-ით დატვირთვის პირობებშიც კი (გეგმიური პაციენტებისთვის საერთაშორისო ნორმატივია 85%, გადაუდებელი პაციენტებისთვის – 80%) პაციენტთა რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს პერსონალის შრომის, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯების, შენობის ამორტიზაციის, აპარატურის განახლების, კომუნალური გადასახადების და სხვა ხარჯების ანაზღაურებას, რის გამოც ამ კლინიკებს დასჭირდებათ დამატებითი თანხების მოძიება, სავარაუდოდ დოტაციის სახით. სხვა შემთხვევაში მათ გაკოტრება ელოდებათ. ამის მაგალითია სადაზღვევო კომპანია ”ვესტი“, რომელიც უკვე გაკოტრდა და თავის აქტივები სხვას გადასცა.
გამომდინარე აქედან ეს კლინიკები წამგებიანი იქნება სადაზღვევო კომპანიებისთვის. ამის ნათელი მაგალითი უკვე გახდა ამბროლაურის რაიონული საავადმყოფო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზარ-ზეიმით გახსნეს, მაგრამ კლინიკა არ იტვირთება და ხალხი ჰოსპიტალიზაციისთვის ისევ ქუთაისში მიდის.
სხვა საკითხია შესაბამისი კადრების არარსებობა (იმ პირობებში როდესაც საქართველოში სერტიფიცირებულ ექიმთა რაოდენობამ გადააჭარბა 36 000-ს და დასაქმებულია მხოლოდ 20 000-ზე ოდნავ მეტი). არა გვყავს ექიმი “ჰოსპიტალისტი“, ექიმი “ინტენსივისტი“ (ამერიკული მხარის დახმარებით გადამზადდა მხოლოდ 16 ექიმი) და სხვა.
გაუთვლელია ხელმისაწვდომობა და საერთოდ დაუგეგმავადაა დათვლილი ქვეყანას სად რამდენი საავადმყოფო და საწოლი სჭირდება.
სანამ დარგის მესვეურები ამას დათვლიან და შეპირებულ სპეციალისტებსაც გადაამზადებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოსახლეობის 75% ვერ ღებულობს გადაუდებელ ჰოსპიტალურ დახმარებას და 42% – პირველად სამედიცინო მომსახურებას (სახელმწიფოს ხარჯზე).
მანამდე კი იმედით დაველოდოთ, როდის შეგვისრულდება 67 წელი და პრეზიდენტის სულ ცხელ–ცხელი დაპირება:
“ჩვენ ვქმნით საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაგარ ჯანდაცვის სისტემას“.
| "წინააღმდეგობის მოძრაობის" ჯანდაცვის ომბუდსმენი |