რა შინაარსის მოწოდებები გამოაკრეს ზუგდიდში?!

გაზიარება

სამეგრელო ზემო-სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად ხვდება ქართული მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში, მასზე უამრავი საგაზეთო სტატიაა დაწერილი, ჩვენ შევეცადეთ, ამ ავად სახელგანთქმულ პიროვნებაზე დაწერილი რამდენიმე წერილი მოგვეძებნა და ჩვენი მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა. აღსანიშნავია, რომ გოროზია შემჩნეულია ჟურნალისტებზე ზეწოლაში და სააკაშვილის ინტერესების დასაცავად უამრავი ბინძური საქმის განხორციელებაში.

"ღია ბოქლომის" რედაქცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ გამგებელი ალიკა ქობალია და უკვე ღუბერნატორად წოდებული გოროზია სამეგრელო ზემო-სვანეთის ავტორიტერს შეგნებულად აფუჭებენ, ამ მეტად "საკაცობრიო" საქმეში ჩართულია "ახალაიების კლანის" ერთ-ერთი "სახელოვანი" წარმომადგენელი, მხარის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, რომელიც ზემოთხსენებულ სამ ნაძირალა ჩინოვნიკთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონი და ზუგდიდი წარმოაჩინოს, როგორც არაღიარებული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აქტიურ ამომრჩევლად. აქვე ვიტყვით, რომ მეგრელებმა რწმუნებულს უკვე დიდი ხანია "კვერცხებიანი ღუბერნატორი" შეარქვეს, თუ რატომ, ეს ალბათ თავად გოროზიამაც კარგად იცის, მან მშვიდობიან მომიტინგეებს გუბერნიის შენობიდან კვერცხები დაუშინა და თანამდებობის შესანარჩუნებლად სააკაშვილის ლაქიობაც შეიმშვენა, ამას მოწმობს გაზეთი "ასავალ დასავალი" სადაც შემდეგი შინაარსის სტატია ამოვიკითხეთ:

"თავიდან სიმართლე გითხრათ არ მეგონა, სამეგრელოს ღუბერნატორი, პატივცემული ზაზა გოროზია და სააკაშვილისათვის ელარჯის მომზადებაში დახელოვნებული პარლამენტარი გრიშა ქობალია ამას იკადრებდნენ, მაგრამ ერთმა მარიფატიანმა ზუგდიდელმა თავისი ნათქვამის დასამთკიცებლად დოკუმენტიც რომ მაახლა, საქართველოს მომავლისა გულწრფელად შემეშინდა და თვალზე კურცხალი მომადგა...

შემეშინდა იმისა, რომ გაბოროტებული და სკამს ჩაბღაუჭებული ქართველი კაცის ვერაგობას, თურმე, მართლაც არ ჰქონია საზღვარი და საცოდავია ეს ქვეყანა და მისი უმშვენიერესი კუთხე - სამეგრელო, რომელმაც იოანე მაჩაბლის, გიორგი ჭყონდიდელის, ამბროსი ხელაიას, დუტუ მეგრელისა და ტერენტი გრანელის გვერდით ზაზა გოროზია და გრიშა ქობალია შვა!

საქმე ეხება თეთრ, ქათქათა, ეგრეთწოდებულ A4 ფორმატის ფურცელებს, რომლებიც აშკარად რომელიღაც უტვინო და გაქსუებული მაღალჩინოსნის "პრინტერშია" გატარებული და ზედ შავი, მსხვილი შრიფთით აწერია: "მოვითხოვთ მეგრულ და სვანურ ენებს მიენიჭოთ რეგიონალური ენის სტატუსი!"

აი, ასეთი მოწოდებებით გადაუჭრელებია ვიღაც სულძაღლს მთელი ზუგდიდი და მსგავსი ფურცლები უკლებლივ ყველა ბოძსა და ხეზე მიუკრავს..

მე ამ ხელისუფლებას ბევრჯერ მივმართე ჩვენი გაზეთის საშუალებით, ხან სააკაშვილს ვაახლე აჯა, ხან გენერალური პროკურორის ძვირფას მოადგილეს და ხან - ვის... ვითხოვდი, - ესა და ეს ფაქტი შეისწავლეთ, ესა და ეს კაცი შეიპყარით, ქვეყნის მოღალატეა - მეთქი, მაგრამ სამართალი ვერსად და ვერასოდეს ვიპოვე. ამიერიდან ხელისუფლებს აღარ შევაწუხებ, რადგან იგი მიცვალებულია, ხოლო მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ანდა - არაფერს!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოწოდებები მეგრული და სვანური ენების რეგიონალურ ენებად გამოცხადების შესახებ 28 ოქტომბრამდე, ანუ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდში ჩასვლამდე გაჩნდა ქალაქში და სწორედ ეს მიძლიერებს ეჭვს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას საქართველოს ხელისუფლება, რომელიც 2007 წლის 2 ნოემბერს ქალაქ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, 150 ათასი მომიტინგისა და უამრავი ქართველი თუ უცხოელი ჟურნალისტის თვალწინ გარდაიცვალა!.

ეს საშინელი მოწოდებები იმათ შეთხზეს და ააფრიალეს, ვინც ზუგდიდში ღუბერნიის უკან ადმინისტრაციის შენობიდან ხალხს ლაყე კვერცხებს ესროდა, ბეჟან გუნავას სცემდა, ბიძინა გუჯაბიძეს ცხვირწინ იარაღს უტრიალებდა მის მეუღლეს - ქალბატონ მაკას უსირცხვილოდ აპატიმრებდა!

სამეგრელოს საქართველოს სიყვარულს ვერავინ ასწავლის და მჯერა, რომ ჩემი ძვირფასი ზუგდიდელები საკადრის პასუხს გასცემენ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც ხან ედუარდ შევარდნაძის ხუნტისა და ხან ადმირალ ედუარდ ბალტინის გაერთიანებულ ჯარებს მიუძღოდნენ წინ საქართველოსა და მის უმშვენიერესი კუთხის - სამეგრელოს ასაოხრებლად, ხანაც მეგრული ენის გარშემო სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებდნენ, დღესაც ატარებენ და ყველა დროის მთავრობასა და პარტიას ემონებიან!

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე ამ ხელისუფლებას ვერაფერს მოვთხოვ, რადგან იგი მიცვალებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორს ერთ-ერთი პირველი სანქციის გაცემა სამეგრელო-ზემო სვანეთის დღევანდელი ღუბერნატორის - ზაზა გოროზიასა და პარლამენტარ გრიშა ქობალიაზე მოუწევს, რადგან ზუგდიდში უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მათ გარეშე უბინძურესი და პროვოკაციული მოწოდებები კი არა, ფორტეპიანოსა და ძაღლის ლეკვების გაყიდვის მაუწყებელი განცხადება არ გამოუკრავთა ბოძზე!...

ფრთხილად, გრიშა! საქართველოს ერთიანობას ნუ ეთამაშები, ემანდ, მიშასათვის მომზადებული ელარჯი არ დაგეწვას!!!

ჭკუით, ზაზა, ძამია!!!

შენ ზუგდიდში უკვე "კვერცხებინი ღუბერნატორი" შეგარქვეს, რადგან 28 ოქტომბერს შენი რეზიდენციის წინ შეკრებილ მომიტინგეებს კვერცხები დაუშინე და თავი არ წააგო, იცოდე!!!

ისე, ჩვენში დარჩეს და "კვერცხებსაც გაუფრთხილდი!!!"

აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს თავკაცზე პრესის ვერც ერთ საშუალებაში ვერ წავაწყდით სტატიას სადაც იგი დადებითად იქნებოდა დახასიათებული. მოგვყავს ამონარიდი გაზეთ "კაქტუსში" გამოქვეყვებული სტატიიდან, სადაც გოროზია კაქტუსზე შემოსვეს და ამის გამო განაწყენებული რწმუნებული გაზეთს მუქარებს უთვლიდა და ათას ცილისწამებლურ ფაქტს სწამებდა. რღედაქციამ კი მაშინ ღუბერნატორს შემდეგნაირად უპასუხა:

"ჩვენ იმ ადამიანებსაც უნდა გავუცრუოთ იმედი, ვინც ამ "ეკლების ამპუტირებას" გვაბრალებს. ამბობს, რომ მის ინტერვიუში ყველაფერი შევცვალეთ... რამდენიც არ უნდა ამტკიცოთ, თითქოს ჩვენ თქვენზე სიცრუეს ვწერთ, საზოგადოება მაინც არ დაგიჯერებთ, რადგან ხალხს, თქვენგან განსხვავებით, შეფასების უნარი არ დაუკარგავს.

ჩვენ არ ვუღალატებთ თავისუფალი პრესის პრინციპებს!

ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს!"- ვკითხულობთ გაზეთის მე-3 გვერდზე.

ერთ მეტად საინტერესო სტატიას წავაწყდით ჟურნალ ""ზუგდიდელების"" მესამე ნომერში, წერილიდან ირკვევა, რომ გუბერნიის შეფი სამსახურში დამლაგებელმაც კი არ შეუშვა, დასმულ შეკითხვაზე თუ, როგორი იყო გოროზიას პირველი სამუშაო დღე იგი ასე პასუხობს: "სხვათა შორის, კურიოზით დაიწყო. დილაუთენია, რვა საათზე მოვედი და დამლაგებელი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მიცნობდა, კაბინეტში არ მიშვებდა. ცოტათი შემეშინდა კიდეც, - ვინა ხარ და რა გინდაო... ბოლო-ბოლო, შემოვედი კაბინეტში. შიგნით ვიყავი და მდივანმაც კი არ იცოდა. მერე მერაბ გერგაიამ (სამხარეო პოლიციეს ყოფილი უფროსი) დამირეკა, სადა ხარო, რომ ვუთხარი, კაბინეტში ვარ მეთქი, გადაირია კაცი: შენი მდივანი მეუბნება, რომ შენ ზუგდიდში არ ხარო."

არა სასაცილო, არამედ ეს ფაქტიც ისევე როგორც დღეს ზუგდიდში არსებული სიტუაცია სატირალია. ახალაიას, გოროზიას და ქობალიას კლანები ვერაფერს ვერ დააკლებენ ჩვენს კუთხეს. გადახედეთ სამეგრელოს ისტორიას და მიხვდებით, რომ მეგრელებს არავისთვის უპატიებიათ ღორის ტილივით თავზე შეჯდომა!!!. ადამიანი, რომელიც დადიანების მუზეუმის ტერიტორიას გაყიდის და ჩინელებს საჯიჯგნად მიუგდებს, არ არის ღირსი სამეგრელოს გუბერნატორად იწოდებოდეს, გოროზია დღეს არის სამეგრელოს "კვერცხებიანი ღუბერნატორი" და მეტი არაფერი, ღმერთმა ქნას ეს არაკაცი და მისი 'კუდიანი" გარემოცვა მალე მოშორდეს რეგიონს.

["ღია ბოქლომი" 4 (8)]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...