სენსაციური ინტერვიუ თეა თუთბერიძესთან

“თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის, თეა თუთბერიძის მიერ, ”Facebook”-ზე დადებულ, პატრიარქის გაშარჟებულ ვიდეო განცხადებას, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა। პატრიარქის შეურაწყოფა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთსულოვნად დაგმო. რატომ დიწყო თუთბერიძემ საპატრიარქოს წინააღმდეგ კამპანია და ასრულებს თუ არა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკვეთას? გთავაზობთ ინტერვიუს “თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრთან, თეა თუთბესიძესთან.

თეა თუთბერიძე: –”არ გვინდა დავინახოთ და გავარჩიოთ შავი და თეთრი, არ გვინდა ვთქვათ რომ რუსეთის აგენტებით სავსეა დღეს საპატრიარქო და ეს გავლენას ახდენს შემდეგ პატრიარქის განცხადებებზე. არ გვინდა იმის აღიარება, რომ სასულიერო პირებშიც ისეთივე გამომძალველები და ცოდვილები არიან როგორც ჩვეულებრიც სხვა უწყებებში თუ დაწესებულელებში. არ გვინდა იმის აღიარება რომ კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ შეწირული თანხებით შენდება ეკლესია-მონასტრები (ზოგჯერ თავადაც აშენებენ) და ასეთ ეკლესიებს პატრიარქი და სხვა სასულიერო პირები აკურთხებენ ხოლმე, არ გვინდა ვაღიაროთ რომ ამ ადამიანების ნაშოვნი ფული არ შეიძლება მიიღოს ეკლესიამ და ამით შენდებოდეს ღვთის ტაძრები, რადგან ის სხვა ადამიანების უბედურებაზე ნაშოვნი ფულია და ასეთი ღვთის სახლი ღმერთს არ სჭირდება. არ გვინდა ვაღიაროთ ის რომ ხშირად ბრმად მისდევენ მოძღვრებს და ათას სისულელეს იჯერებენ, არ გვინდა ვაღიაროთ ის რომ ასეთი ადამიანების უმრავლესობას, რეალურად არც ღმერთი სწამთ და არც არაფერი, არ გვინდა ვაღიაროთ ის რომ ხალხის დიდი ნაწილი მოდის გულისთვის დადის ეკლესიში და სინამდვილეში ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს გწამდეს ღმერთი და იყო მორწმუნე. არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ეკლესია არ ზრუნავს ხალხის განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ბევრ იმ უმეცრობას არ იჯერებს, რასაც ხშირად სასულიერო პირები ქადაგებენ ხოლმე და გაუნათლებელის მართვა უფრო ადვილია, არ გვინდა ვაღიაროთ ის რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გაუნათლებელი და ბნელია, არ გვინდა ვაღიაროთ ის რომ უამრავი მხედრიონელია დღეს ეკლესიას თავშეფარებული, რომლებსაც ადამიანების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი (შევარდნაძემ რომ მხედრიონელების დაჭერა დაიწყო თუ ვინმემ შეასწრო ეკლესიაში და ანაფორა გადაიცვა ყველა რომ მღვდელი გახდა და დღეს რომ მორალს უკითხავენ საზოგადოებას), არ გვინდა ვაღიაროთ ის, რომ ნარკომანი სასულიერო პირებითაა სავსე ეკლესია-მონასტრები, არ გვინდა იმის აღიარება რომ შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს და მათ შორის პატრიარქიც, და ძალიან ბევრი რამ არ გვინდა ვაღიაროთ და გვირჩევნია თვალები დავხუჭოთ ამ ყველაფერზე სამუდამოდ. ეს თვალების დახუჭვა ხელისუფლებასაც ეხება”!

თეა, როდესაც პატრიარქის გაშარჟებულ ვიდეოგანცხადებას დებდი ”Facebook”-ზე, გაცნობიერებული გქონდა თუ არა, რა მოყვებოდა შენს ნაბიჯს?

– “მე ჩემს გვერდზე ვდებ ყველაფერს, რასაც ვეთანხმები და არ ვეთანხმები. ამას ერთი მიზეზით ვაკეთებ, რომ საიტზე გაიმართოს დისკუსია. ესეთი ვიდეორგოლები დამიდია პრეზიდენტზეც, სხვადასხვა პოლიტიკოსებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, სხვადასხვა უხამსი თუ გაშარჟებული ფორმებით და ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ პატრიარქთან დაკავშირებით ვიდეორგოლების გამოჩენას, რასაც მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი, გეტყვით, რატომ მოხდა ამ ყველაფრის დადება. ერთერთი ინტერნეტ ტელევიზიით, გავრცელდა პატრიარქის განცხადება, რომელიც მან პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. პატრიარქმა თავის განცხადებაში ისაუბრა იმაზე, რომ თურმა ჩვენ რუსეთ – საქართველოს ომის დროს, ჩვენ ამ ომის თავიდან აცილება შეგვეძლო და თურმე ჩვენ კლდეს ვურტყავთ თავს, როცა შეგვიძლია კარი ვნახოთ. მე შეურაწყოფილი დავრჩი როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. შეურაწყოფილი დავრჩი იმიტომ, რომ ვიდრე ქართული ჯარი შევიდოდა კონფლიქტის ზონაში. უამრავი ადამიანი მირეკავდა იქიდან და მეუბნებოდა, რომ მათ დახმარება ესაჭიროებოდათ და აღშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ მათ ქართული სახელმწიფო არ იცავდა მათ ეგრეთწოდებული მშვიდობისმყოფელების ტყვიებისგან და უამრავი ადამიანი შეიწირა ამ გასროლილმა ტყვიამ ვიდრე კონფლიქტის ზონაში შევიდოდა ჩვენი ჯარი. როდესაც იძულებული გახდა ქართული სახელწიფო, რომ თავისივე ტერიტორიაზე თავისი მოქალაქეების დასაცავად შეეყვანა ქართული საჯარისო შენაერთები, და ამას დღეს უკვე პატრიარქი უწოდებს შეცდომას, ეს უკვე არის შეურაწმყოფელი. თუ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ფიქრობდა, რომ ამ ომოს თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, მას ეს განცხადება მანამდე უნდა გაეკეთებინა, ვიდრე ქართული სახელმწიფო შეყვანდა თავის ჯარს კონფლიქტის ზონაში, ანუ ის თუ ხედავდა სხვა გამოსავალს, მოწოდებით უნდა გამოსულიყო, მიემართა პრეზიდენტისთვის და ეთქვა რა გზებით შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილში ხედავს პრბლემას, ძალიან ცდებიან. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ უახლოეს ისტორია და რომელ მეთაურთან ქონია ნორმალური ურთიერთობა, როდის ჩაუთვლია მას საქართველო სრულფასოვან პარტნიორად და როდის გვქონია ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობა? რასაც ხშირად უსვამს ხოლმე ხაზს პატრიარქი რომ უნდა გვქონდეს ჩვენ რუსეთთან”…

– გასაგებია შენი პოზიცია მაგრამ…

– “თუ შეიძლება დამასრულებინეთ, ძალიან გთხოთ. იმიტომ, რომ მე მინდა რასაც ვამბობ, არგუმენტირებულად იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის, ვინაიდან საზოგადოებამ ვერ გაიგო, თუ რატომ არის პატრიარქის ეს განცხადება ანტი სახელმწიფოებრივი და რატომ ვფიქრობ, რომ ამით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი და რატომ ვფიქრობ ასევე იმას, რომ რუსეთის აგენტურული ქსელი, დღემდე აქტიურად მუშაობს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ის რაც ვერ შეძლო რუსეთმა 2007 წელს და ის იმედები რაც მან დაამყარა გარკვეულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზე და ვერ განხორციელდა, ის უკვე იწყებს ღია აგრესიაზე გადმოსვლას საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც გამოიხატა აგვისტოს ომში. საბედნიეროდ, რუსეთმა მაშინაც ვერ მოახერხა საკუთარი მიზნების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთელმა მსოფლიომ დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაგრამ რუსეთს არ განელებია ის სურვილები საქართველოსთან მიმართებაში, რა სურვილებიც ამოძრავებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი შეეცდება გამოიყენებს ყველანაირი ინსტიტუტი საქართველოში ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მოშაშლელად. ანუ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ რუსეთი შეეცდება, თავისი აგენტურული ქსელი ყავდეს, როგორც ოპოზიციაში, ასევე ეკლესიაში”.

– ანუ ფიქრობთ რომ პატრიარქი რუსეთის აგენტია?

– “ანუ, ჟურნალისტებს გთხოვთ, რომ ჩემს მაგივრად დასკვნებს ნუ გამოიტანთ. მე რაზე მაქვს ეჭვი ამაზე ვისაუბრებ. ვფიქრობ რომ რუსეთს დასაყრდენი ყავს უკვე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და თუ ვინმე დარწმუნებულია იმაში, რომ ყველა სასულიერო პირი არის ღირსეული და რუსეთი მათ შორის ვერ მოძებნის დასაყრდენს, ძალიან არასერიოზულია. მე ამის ახსნაც მაქვსბუნებრივია, ყველა სახელმწიფო, რომელიც “საბჭოთა კავშირში“ შედიოდა, ისტორიულად დადასტურებულია, რომ რუსეთი არა მარტო საერო პირებს ნიშნავდა ამ რესპუბლიკებში, არამედ სასულიერო წრეებშიც “კაგებეს“ შერჩევით ხდებოდა ამა თუ იმ იერარქიაზე დანიშნვა. დღეს როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ ისინი დაიწყებენ ფართო მაშტაბიან საპროტესტო აქციებს ხელისუფლების შესაცვლელად, ის რაც მათ გაზაფხულზე არ გამოუვიდათ. რამდენიმე თვიანი მობილიზების მიხედავად მათ სტადიონზე სამოცი ათასი კაცის მეტის გამოყვანა ვერ შეძლეს. რუსეთმაც დაინახა, რომ მათზე “ფსონის დადება“ მთლად შედეგიანი არ არის და ამას მოახერხებს ეკლესიის მეშვეობით, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რომ პატრიარქის სიტყვას ძალიან დიდი გავლენა აქვს სქართველოს მოსხლეობაზე”.

– ძალიან ბევრი ისაუბრეთ აგვისტოს ომზე და პატრიარქზე. მინდა გაგახსენოთ, 2008 წლის აგვისტო, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოიქცა გორიდან, სწორედ პატრიარქი იყო ის ადამიანი, რომელიც შევიდა კონფლიქტის ზონაში და ხელისუფლების მიერ მიტოვებული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები, საკუთარი მანქანით გადმოასვენა.

– “ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა რასაც ახლა მე ვიტყვი, ძალიან გაღიზიანდება საზოგადეოების დიდი ნაწილი, ამ ფაქტთან დაკავშირებით მე ჩემეული შეფასება მაქვს. მაშინ როდესაც რუსეთის ჯარი იდგა გორში და იქ ფაქტობრივად ვერცერთი უცხოელი ჟურნალისტი და ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვერ შედიოდა და რუსეთს ანგარიში არავისთვის გაუწევია, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ დართო ნება საპატრიარქოს, რომ შესულიყვნენ კონფლიქტის ზონაში და გამოეტანათ იქედან ცხედრები? ბუნებრივია, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ კავშირებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ხომ არ იყო ეს გაკეთებული რუსეთის მხრიდან, რომ ქართველი ადამიანი როდესაც დაინახავდა თუ როგორ გამოყავს საპატრიარქოს ცხედრები, ეკლესიის რეიტინგი მაღლა აიწევდა. ჩემი აზრით ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ რუსეთი როცა გადაწყვეტდა, გამოეყენებინა ქართული ეკლესია თავის სასარგებლოდ, მას ჰქონოდა ხალხში რეიტინგი. თუმცა ბუნებრივია ვერავინ დაუკარგავს ეკლესიას იმას რომ მათ გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან გარდაცვლილები”.

– თეა, დასაწყისშიც გკითხეთ და არ მიპასუხეთ, როდესაც პატრიარქზე, ვიდეოს დებდი ”FaceBook” – ზე, გაცნობირებული გქონდა რას აკეთებდი?

– “თეა თუთბერიძემ დადო თავის პირად გვერდზე ის, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. მე მაქვს ამის უფლება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ ჩემს პირად გვერდზე დავიწყო დისკუსია და არა ერთ თემაზე წამომიწყვია მსგავსი დისკუსია. მე როცა ვნახე პატრიარქის ეს განცხადება, რაზედაც ეხლა მე თქვენ გესაუბრეთ, სწორედ ეს დისკუსია წამოვიწყე მე ჩემს გვერდზე და ვთქვი რომ პატრიარქის გამოსვლა იყო ანტისახელწიფოებრივი და მსგავსი შინაარსის განცხადებები გავაკეთე ყველგან. მე გარდა “ფეიზბუქისა”, ვსარგებლობ სვა ინტერნეტ გვერდებით და მეორე დღეს ვინმე “მამა ბუასილის“ სტატუსით დარეგისტრირებულმა ადამიანმა მომწერა, პატრიარქმა ქართველ ერს კი არა, პრეზიდენტს აგინა დედაო! მან მომცა ის ვიდეო სადაც პატრიარქის ფოტოზე, დადებულია უცენზურო სიტყვები, ვითომ იგი აგინებს სააკაშვილს და განვათავსე ეს ვიდეო ჩემს პირად გვერდზე და ხმამაღლა ვაცხადებ, ყველანაირ ვიდეოს კიდევ განვათავსებ, თუკი მე ჩავთვლი, რომ ეს ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში”.

– ანუ, ვიდეოს ავტორი თქვენ არ ხართ?

– “მინდა გითხრათ, რომ თეა თუთბერიძე რასაც აკეთებს, ყოფნის იმდენი გამბედაობა თქვას რა აქვს გაკეთებული, მაგრამ ის რაც მე არ გამიკეთებია, არ ვაპირებ მივიწერო, უბრალოდ ეს არ არის კორექტული”.

– ამბობენ, რომ ამ ყველაფრის უკან ვანო მერაბიშვილი დგას.

– “ვიდეორგოლები დამზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სრულიად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი უწმინდესობის ვანო მერაბიშვილის ლოცვა–კურთხევით. მისივე ლოცვა–კურთხევით მე ვანთავსებ ინტერნეტში, შემდეგ ჩემი ლოცვა–კურთხევით, კომენტარები კეთდება ხოლმე, მაგრამ, ოპოზიციამ ვისი კურთხევით დაიწყო კომენტარების კეთება, ეს უკვე აღარ ვიცი”…

– თეა, ათეისტი ხართ?

– “ჩემს სარწმუნოებაზე, ჩემს რელიგიურ კუთვნილებაზე, არ ვაპირებ ვისაუბრო საჯაროდ ამ სიტუაციაშიც კი, როდესაც ამხელა აგრესია მოდის ჩემს მიმართ. იმის გამო რომ მე ეს აგრესია მოვხსნა, არ ვაპირებ ამაზე საუბარს, რადგან მიმაჩნია, რომ ამორალურია, როცა ადამიანი თავის პირადზე საუბრობს და რწმენა სწორედ შენი პირადი და ინტიმური საკითხია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ამას პოლიტიკოსები და საჯაროპირები აკეთებენ და ცდილობენ ამით მანიპულირებას, რომ ჩაიწერონ ქულები საზოგადოებაში, მე ამის აბსოლიტური წინააღმდეგი ვარ და ის, რაც სხვი მხრიდან არის მიუღებელი, არ ვაპირებ იგივე გავაკეთო და გავიმეორო”!

– იმ აგრესიის მიუხედავად, რაც თქვენს მიმართ არსებობს, თვენ ამბობთ, რომ მაინც დაალაგებთმგავსი შინაარსის ვიდეოებს, არ გეშინიათ?

– “მგლის შიშით, ცხვარი არავის გაუწყვეტია! ამ ადამიანებს, ვინც ჩემზე ზეწოლას ახორციელებს თუ ჰგონიათ, რომ დამანიშინებენ, ძალიან ცდებიან! მე დღესაც აქტიურად “ვპოსტავ” ამ საკითხებზე და არ ვაპირებ ამის შეწყვეტას”!

– თეა, სამართალდამცავებს მიმართეთ და დაცვით ხომ არ დადიხართ?

– “არანაირი დავცა არ მყავს და არც მჭირდება! ხელისუფლებამ ერთადერთი რაც უნდა გააკეთოს და სამართალდამცავმა ორგანოებმა, ის არის, რომ გამოიძიება ბოლომდე მიიყვანონ და გაარკვიონ ვინ არიან იმ მუქარის წერილების ავტორები, რომელიც ჩემს “Facebook”- ზე მოდის”.

– და ბოლოს, არც იმის გეშინია, რომ საპატრიარქომ ანათემას გადაგცეს?

– “ვინ, ამ ეგრეთწოდებულმა მართლმადიდებლებმა? მე ესენი არ მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლები არიან. ამათ თუ მართლმადიდებლები ჰქვიათ, მაშინ მე ”რომის პაპი” ვყოფლვარ”!
[რომან ქევხიშვილი, gtn.ge]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...