ავტორი თეონა მგალობლიშვილი
20:19 07.12.2013
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი აცხადებს, რომ მედია-კავშირ "ობიექტივის" არცერთ გადაცემაში მისი უწყების წარმომადგენლები არ მივლენ.
4 დეკემბერს, ტელე და რადიო "ობიექტივის" შუადღის თოქ-შოუში, თვითმმართველობის კანონპროექტზე სასაუბროდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მოწვევის მიზნით, წამყვანი სტრუქტურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაგდა პოპიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ტელე-რადიო მაუწყებელთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალება მუდმივად აკრიტიკებს მინისტრს და სამინისტროს საქმიანობას, ამიტომ არცერთი მოადგილე და მინისტრი არასდროს არ მივა "ობიექტივში".
მაშინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის დიქტატურის პერიოდში ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მედია-საშუალებების დახარისხება იყო, ხოლო ოპოზიციაში მყოფი "ქართული ოცნება", გამარჯვების შემთხვევაში გვპირდებოდა, რომ მედიასთან ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლებოდა, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ეს ფაქტი შეუსწავლელი არ უნდა დარჩეს.