შეფიცული სვანები XI-XII საუკუნეების სახარების ადგილსამყოფელს საიდუმლოდ ინახავენ

ავტორი ნინო მიქიაშვილი
21:23 16.09.2011
მესტიის რაიონის სოფელ ლახამულადან უნიკალური ხელნაწერის თბილისში წამოღება უნდათ, რასაც სოფელი ეწინააღმდეგება. ამის შესახებ პოეტმა ერეკლე საღლიანმა გვაცნობა. ოთხთავი XI-XII საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება, ხბოს ტყავზეა შესრულებული და წარმოადგენს იმ რედაქციას, რომელიც გიორგი მთაწმიდელის თარგმნილია.


ლახამულელი სვანები დახმარებას ითხოვენ - მესტიის რაიონის სოფელ ლახამულადან უნიკალური ხელნაწერის თბილისში წამოღება უნდათ, რასაც სოფელი ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ”ობიექტივს” პოეტმა ერეკლე საღლიანმა აცნობა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსს, მეუფე ილარიონს. ოთხთავი XI-XII საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება, ხბოს ტყავზეა შესრულებული და წარმოადგენს იმ რედაქციას, რომელიც გიორგი მთაწმიდელის თარგმნილია. ლახამულადან მისი წამოღების საკითხი მეუფე ილარიონთან არავის შეუთანხმებია. მან ამის შესახებ ტელეფონით შეიტყო, მამა გიორგისგან და ლახამულას მოსახლეობისგან.

ლახამულაში დაცული უნიკალური ხელნაწერის თბილისში შესაძლო გადმოტანის შესახებ ინფორმაცია, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ თავიდან კატეგორიულად უარყო, მაგრამ რამდენიმე წუთში, მესტიაში თბილისიდან ჩასულ ხელნაწერების რესტავრატორთან, დარეჯან გოგაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გვითხრა, რომ ”მხოლოდ მსჯელობა იყო წამოღებაზე, მეტი არაფერი”. დავით ლორთქიფანიძესთან საუბრის დეტალებს და მესტიაში მყოფი რესტავრატორის კომენტარს მასალის ბოლოს შემოგთავაზებთ.

თუ გაბედავენ და ლახამულადან სახარებას საქართველოს ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე წამოიღებენ, ეს იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტი.

შეთანხმების მეცხრე მუხლის პირველ პუნქტში შავით თეთრზე წერია, რომ ”სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის”.
აი, რა გვითხრა სატელეფონო საუბრისას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა (ქიტიაშვილი):

”მამა გიორგიმ დამირეკა, ლახამულას მაცხოვრებლებმაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ხელნაწერის სარესტავრაციოდ წაღება უნდათ. ჩემთან ეს საკითხი აბსოლუტურად არავის შეუთანხმებია. თუ ასეთი განზრახვა არსებობს, იმ ჯგუფის წარმომადგენელს, ვისაც სახარების ლახამულადან წამოღება უნდა, საქმის კურსში აუცილებლად უნდა ჩავეყენებინე. როდესაც საქმე ეხება: ეკლესიას, საეკლესიო ნივთს, იქნება ეს ხატი, ჯვარი, თუ ხელნაწერი, მისი გადაადგილების, ან რესტავრაციის საკითხი, ადგილობრივ მღვდელმთავართან აუცილებლად უნდა შეთანხმდეს.

ამის შემდეგ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კომისია შეიძლება შედგეს, ხელწერილი გაფორმდეს და სიწმინდის გადაადგილება მოხდეს, მაგრამ სვანეთში ესეც პრობლემას შექმნის, რადგან იქ ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, მისთვის ეს სიწმინდე უძვირფასესია. ხელნაწერის ლახამულადან წამოღება პრობლემას გამოიწვევს, ამის გაკეთება გაუჭირდებათ და მე მგონი არც გამოატანენ”.

მეუფე ილარიონის განმარტებით, სახარების ადგილზე რესტავრაციის გაკეთება შესაძლებელია. იგივეს ამბობს პოეტი ერეკლე საღლიანი, რომელსაც ლახამულელებმა დახმარების თხოვნით მიმართეს.

”ლახამულა დიდებული, ულამაზესი სოფელია. იქ ცხოვრობს თავისი პატიოსნებით ცნობილი ხალხი, წლების მანძილზე, რომ იცავენ ქართულ სიძველეებს და სიწმინდეებს. აი, ამ სოფელში უნიკალური ხელნაწერია. ახლა იქ რესტავრატორების ჯგუფია ჩასული და ამ უნიკალური ხელნაწერის წამოღებას ითხოვენ. სოფელი ამის წინააღმდეგია, ამ ხელნაწერის სოფლიდან გასვლა არ შეიძლება.

როცა მუზეუმის თანამშრომელი ვიყავი, მუზეუმში სიძველეები გამოვფინე და ლახამულადან ხალხმა ეს უნიკალური ხელნაწერი არ გამოგვატანა, რაც არც გვწყენია, რადგან სოფელშია, სოფლის განძია, მაგრამ ამავდროულად, ეროვნული განძია.

ახლა, ეს სიწმინდე სოფელში რომ არის, სოფელი პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს. როცა სოფლიდან გავა, სოფელს პასუხისმგებლობა თავისთავად ეხსნება. მე არ ვიცი ვინმე სხვა, რომელმაც ისეთი სიყვარულითა და რუდუნებით მოუვლის სახარებას, როგორითაც ამას სოფელი აკეთებს”, - გვითხრა ერეკლე საღლიანმა და იქვე დასძინა, რომ ზემოხსენებული წინააღმდეგობის გაწევა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უნიკალური ხელნაწერის რესტავრაციას ეწინააღმდეგება:

”ყოველი მოსახლე თავის თავზე ვალდებულებას იღებს, რომ რესტავრატორების ჯგუფს მათთან აცხოვრებენ, უმასპინძლებენ და ყურადღებას არ მოაკლებენ”.
ერეკლე საღლიანი აღშფოთებულია იმის გამო, რომ უნიკალური ხელნაწერის სარესტავრაციოდ წამოღების შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსს არაფერი ჰკითხეს:

”როცა ასეთ რამეს აკეთებენ, რესტავრატორებმაც და სხვებმაც ელემენტარულად უნდა იცოდნენ, რომ დღეს სვანეთს ჰყავს ეპარქიის ხელმძღვანელი და სხვათა შორის, ისეთი ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხე შენატრის. ეს არის მეუფე ილარიონი, რომელსაც მსგავსი საკითხების შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხონ და საქმის ვითარება გააცნონ”.

ჩვენს კითხვაზე - კონკრეტულად სად, რა პირობებში ინახება უნიკალური ხელნაწერი, ერეკლე საღლიანმა მოგვიგო:

”სახარებას სოფელი ინახავს. წელს ერთი ოჯახი, გაისად მეორე და ასე შემდეგ. საიდუმლო, თუ რომელ ოჯახშია ეს უნიკალური ხელნაწერი, მხოლოდ სოფელმა იცის და სოფელი შეფიცულია. ეს არის საკვირველი ქართული წესი - პასუხისმგებლობას ყველა ინაწილებს, ყველა ოჯახი, მისი თითოეული წევრი. ამას მიაქციეთ ყურადღება, საქართველო ამან შემოინახა. ეს არის საქართველო და არა სასტუმროები და ზიზილ-პიპილო შენობები”.
”ობიექტივსა” და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

ბატონო დავით, იცით თუ არა რომ სოფელ ლახამულაში ჩასულია რესტავრატორთა ჯგუფი, რომელსაც სახარების თბილისში წამოღება უნდა?
-დავით ლორთქიფანიძე: არა, ტყუილია, ნამდვილად ტყუილია. ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის, რომ სახარების წამოღება უნდათ. ეს ვინ თქვა?

ამის შესახებ ლახამულელებმა ერეკლე საღლიანს დაურეკეს და უთხრეს.
-ვინ არის ეგ კაცი? გაზეთშიც დაწერა ხომ რაღაცა?! ეს არის სრული სიცრუე. ეს არის ჯგუფი, რომელიც მუშაობს...

უკაცრავად, გაზეთში ჯერ არ დაწერილა, რადგან ბატონმა ერეკლემ ამის შესახებ დღეს შეიტყო.
-ბატონი ერეკლე ვინ ბრძანდება, სამწუხაროდ, არ ვიცი. თუ იმ ჯგუფზეა ლაპარაკი (ქართულ-გერმანულ ჯგუფზე), რომელიც დადის, იღებს ფოტოებს და შეისწავლის ხელნაწერებს, მაშინ იმათ არაფერი მოაქვთ. უბრალოდ, სპეციალური გადაღებით შეისწავლიან, რომელიც დიაგნოსტიკას აჩვენებს, თუ რა არის დაზიანებული და ასე შემდეგ. იქ რესტავრატორებიც არიან და მათ შეგიძლიათ ჰკითხოთ.

ვის შეიძლება დავურეკო და ვესაუბრო?
-ერთ-ორ წუთში თუ დამირეკავთ, ნომერი ტელეფონში მიწერია და გეტყვით.
”ობიექტივს” დავით ლორთქიფანიძემ ორი წუთის შემდეგ დარეჯან გოგაშვილის ტელეფონის ნომერი უთხრა და იქვე დაამატა, რომ გოგაშვილს თავად ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ ”მხოლოდ მსჯელობა იყო წამოღებაზე, მეტი არაფერი”.

როგორც ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა, დარეჯან გოგაშვილმა გვითხრა, ლახამულადან სახარების წამოღება არ იგეგმება - ”ფოტოფიქსაციაზე იყო საუბარი და მე, როგორც რესტავრატორი ამ ფოტოფიქსაციას უნდა დავსწრებოდი, მეტი აბსოლუტურად არაფერი. გერმანელი სპეციალისტი იკვლევს და ხელნაწერის შესწავლის მიზნით ფოტოფიქსაციის განხორციელებაზე იყო ლაპარაკი და როგორც რესტავრატორი საერთოდ, ყველანაირ ფოტოფიქსაციას ვესწრები, რომ სწორად მოხდეს და ხელნაწერი არ დაზიანდეს, რაიმე არ მოხდეს. აი, ამაზე იყო საუბარი, წაღება საერთოდ, არ ვიცი საიდან წამოვიდა”.


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...