00:22 09.09.2011
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმის და ნაყოფიერი საქმიანობისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის საჯარო პირები დაჯილდოვდნენ. მიხეილ სააკაშვილისგან მიღებული ღირსების ორდენები და ღირსების მედლები რეგიონის 15 წარმომადგენელს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ ვახტანგ ცხადაიამ გადასცა.
ღირსების ორდენი და ფულადი ჯილდო სამ საჯარო მოხელეს გადაეცა - სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შოთა იზორიას, ფოთის მერის მოადგილეს გიორგი ხომერიკს და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სენაკის ფილიალის უფროსს გიორგი სოსელიას.
ღირსების მედლები გადაეცათ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს გიორგი ჭითანავას, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეს კახაბერ ქირიას, სენაკის სოფელ ფოცხოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ზაქრო მამულიას, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსს მიხეილ კოთხონჯიას, მარტვილის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგს ეკატერინე კვესელავას. პრეზიდენტისგან ღირსების მედალი მიიღო ფოთის საკრებულოს წევრმა და ბიზნესმენმა დავით ბაბილუამ, ასევე განათლების სამინისტროს ჩხოროწყუს რესურცენტრის დირექტორმა ლია ჯალაღონიამ და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა გერონტი მამფორიამ. ასევე ღირსების მედლები გადაეცათ მესტიის საკრებულოს წევრებს გოჩა გიგლემიანს და ილია ჯაფარიძეს. ვახტანგ ცხადაიამ, პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ღირსების მედლები გადასცა ასევე, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ავთანდილ გაბელიას და ხობის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს მერაბ სილოგავას.
livepress.ge