ავტორი ნინო ხოზრევანიძე
00:14 09.09.2011
ბათუმში ბარცხანის დასახლებაში ონკანიდან წყალთან ერთად ნავთობი მოდის. მოსახლეობის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ონკანიდან ნავთობის გამოჟონვის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა: "წყლის ზედაპირი არის პრიალა და მაზუთიანი, გადმოდის მღვრიე წყალი და აქვს ნავთის სუნი", - აცხადებენ ბარცხანაში
ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლები ონკანის წყალს დასალევად არ იყენებენ. რამდენიმე მოსახლე საოჯახო ტექნისკის დაზიანებაზეც საუბრობს. ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის და ნავთობის მილები ერთად არის თავმოყრილი. წვიმის დროს წყალი ითიშება, ჩართვის შემდეგ კი წყალთან ერთად ნავთობი გამოდის.
ჭიჭინაძის ქუჩის მოსახლეობას წყალი კომპანია "ბათუმის წყლისგან" მიეწოდება.
იმის გამო, რომ შპს "ბათუმის წყალში" ხელმძღვანელობა ადგილზე არ არის - დირექტორი შვებულებაშია და საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ტექნიკური დირექტორი პროკურატურამ დააკავა, კომენტარს მომხდარზე არ აკეთებენ. უკვე მეორე დღეა მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი და წვიმის წყალს იყენებს.
palitratv.ge