„ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძემ და "ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიაქაიამ ზუგდიდში სამეგრელოს რაიონებიდან ჩოსულ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.
გაზიარება
[16:22 18-01-2011]
როგორც შეხვედრაზე სოზარ სუბარმა განცხადა, უახლოს თვეებში „ქართულ პარტიას“ საკუთარი წარმომადგენლობა ეყოლება საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქსა და რეგიონში.
“გაზაფხულისთვის „ქართულ პარტიას“ 50 ათასი წევრი ეყოლება და ყველა დაინახავს, რომ სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი იქნება სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატიული ძალა.
ლევან გაჩეჩილაძემ კი სამეგრელოს რეგიონში შექმნილ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ხალხის დაშინებას და „საქართველოს გადარჩენა სამეგრელოდან დაიწყება“
„დღეს ხელისუფლებას ეშინია სამეგრელოში და არა პირიქით“ - აღნიშნა შეხვედრაზე "ქართული პარტიის" ლიდერმა.
დღესვე ზუგდიდში „ქართული პარტიის“ რეგიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა.
ოფისში მოხდება „ქართულ პარტიაში“ გაწევრიანების მსურველთა აღრიცხვა და რეგისტრაცია. ასევე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პარტიის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას მოამზადებს.