სასწრაფოდ იყიდება "მერსედესი" "ჟიგულის" ნაწილებით!

გაზიარება
[სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010]

განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და განათლება" აღნიშნავს, რომ განათლების სისტემის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა, ის მკაფიოდ გამოხატული მიზნებით მოქმედებდეს.

დიუის აზრით, როდესაც მიზნების შემუშავება განათლების პროცესში გარედან ხდება, მაშინ მთავარი, რაც პროცესში ჩართულ ადამიანებს ამოძრავებთ, ინსტრუქციების შესრულებაა და არა - კარგი შედეგის მიღების სურვილი.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა კი ის არის, რომ გარედან თავსმოხვეული მიზნები ჩვეულებრივ ხისტია და პროცესში ჩართულ ადამიანებს მათი შეცვლის უფლება არ აქვთ. შესაბამისად, დიუის აზრით, ამ მიზნების მიღწევის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ სურვილიც, გარედან ჩართული ადამიანების გარდა, რეალურად არავის აქვს.

2004 წელს, როდესაც განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, სახელმწიფო შეეცადა, საზოგადოებისთვის დაებრუნებინა ძალაუფლების ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში თვითონ ჰქონდა მითვისებული.

ამ ახლად შემუშავებულ მიზნებში იყო ბევრი რამ, რისკენ სვლაც სახელმწიფოს ზეწოლისგან გაათავისუფლებდა ყველას: სკოლებს, სახელმძღვანელოების გამომცემლებს, მასწავლებლების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ჩართულ ინსტიტუციებს, არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებს და, რაც მთავარია, მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ამ მიზნების მიხედვით, ისინი განათლების პროცესის სრულფასოვან წევრებად უნდა ქცეულიყვნენ და უნდა ჩართულიყვნენ საკუთარი მომავლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

მაშინ სახელმწიფომ არჩია, თვითონ პროცესის გარეთ დარჩენილიყო არა როგორც პასუხისმგებლობების არმქონე მოთამაშე, არამედ როგორც დამხმარე, მედიატორი, როგორც - რესურსების განაწილებაში თამაშის წესების დაცვის მთავარი ინსტრუმენტი.

სამწუხაროდ, 2009 წლის ბოლოდან და განსაკუთრებით კი ბოლო 2010 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მთელი ენერგია, რომელიც აღნიშნული მიდგომის დანერგვას მოხმარდა, ფუჭად გამოცხადდა.

განათლების მინისტრის, ბატონი დიმიტრი შაშკინის დანიშვნის შემდეგ, პრაქტიკულად, ყოველი ახალი ცვლილებით გეგმაზომიერად იზღუდება შემდეგი: განათლების სისტემაში ადამიანების თავისუფლება და ამის თანმდევი პასუხისმგებლობა, რომ თვითონ, სახელმწიფო ბიუროკრატიის მინიმალური ჩარევით განსაზღვრონ საკუთარი ბედი, იზრუნონ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, შეაფასონ საკუთარი მოსწავლეების საჭიროებები და გამოიყენონ ხელსაყრელი სწავლების მიდგომები.

გამოდის, რომ ახლა განათლების სამინისტრო, იმის ნაცვლად, რომ მუშაობდეს სასკოლო ინიციატივების განვითარებაზე, სახელმწიფოსა და სკოლას შორის ურთიერთდახმარებაზე, ნდობასა და გაზიარებულ პასუხისმგებლობებზე დაფუძნებული განათლების სისტემის შექმნაზე, ეს უწყება ძალიან სწრაფად აშენებს ათწლეულების მანძილზე არაეფექტურად გამოცხადებულ სისტემას, რომელიც ამავე დროს არადემოკრატიული, მკაცრად ადმინისტრაციულ-ბრძანებლური და არაშემოქმედებითია. ეს არის სისტემა, რომელიც განვითარების შეჩერებასა და პასუხისმგებლობების ვერტიკალურ განაწილებაზეა დაფუძნებული.

ცხრილში შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ნაწილს. თითოეული ეს ინიციატივა არაერთ სერიოზულ პრობლემას და მცდარ მიდგომას შეიცავს, რაც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების, განათლების კვლევების შედეგების, სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტების გაუთვალისწინებლობის შედეგია.

წყალში იყრება საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ინოვაციური, დემოკრატიული, განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნის, რეპუტაცია. ამ სახელს არ ქმნიან მინისტრები, რომლებიც მედიის, მასწავლებლების ან დონორების წინაშე ცდილობენ საკუთარი მოქმედების დასაბუთებას. ამ სახელს არ ქმნიან არც მრჩეველთა საბჭოები, საზოგადოებრივი დარბაზები ან არასამთავრობო ორგანიზაციების კლუბები. განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის ჩვენი ქვეყნის მიზნებსა და ამბიციებზე გაცილებით უფრო კარგად მეტყველებს განათლების სისტემის და მისი კონკრეტული ინსტრუმენტების პასუხისმგებლობებისა და თავისუფლებების სქემების აღწერა, ვიდრე რიტორიკული გამოსვლები ან მასწავლებლებთან თუ დირექტორებთან შეხვედრის დაწყების წინ დაწერილი პრეს-რელიზები, რომლებიც წინასწარ გვამცნობს, რომ შეხვედრის ყველა მონაწილე მზად არის, მუხლჩაუხრელად და კმაყოფილებით იმუშაოს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მინისტრის მოსაზრებებისა და მიზნების გაზიარებით.

განათლების რეფორმის განხორციელებისა და ნგრევის პროცესი შემდეგს ჰგავს: ქართველები ვცდილობდით მაღალი კლასის ავტომობილის (მაგ. "მერსედესის") აწყობას. ამიტომ შევისწავლეთ "მერსედესის" ტექნოლოგია, მუშაობის პრინციპები, ვიშოვეთ მისი ნაწილები, მოვარგეთ ადგილობრივ საჭიროებებს და ავაწყვეთ პირველი მანქანაც. გამოვცადეთ ეს მანქანა ქართველ მძღოლებთან, დავიწყეთ ხელოსნების კვალიფიკაციის გაზრდა. რაც მთავარია, აწყობილი მანქანები ხალხს გადავეცით და ნელ-ნელა დავიწყეთ იმის სწავლება, რომ მათი მოვლა-პატრონობა და განვითარება მომავალში თვითონ შეძლებოდათ. ეკონომიკურად ღარიბ ოჯახში აწყობილი "მერსედესი" შტუტგარტის ქარხანაში აწყობილის დონის არ არის. ხან რაღაცის შეერთება დაავიწყდებათ, ხან კი გზაში რაღაც დეტალის დამატება იქნება საჭირო, მაგრამ მაინც "მერსედესია", რომლითაც უსაფრთხოდ, ეკონომიურად, ეფექტურად და კომფორტულად მიხვალ დანიშნულების ადგილამდე. ავტომობილის მფლობელები ნელ-ნელა ახალი, გაუმჯობესებული მოდელის შექმნაზე ორიენტირებულ ერთობად ყალიბდებოდნენ.

აი, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში კი "მანქანათმშენებლობის სამინისტრო" დეტალებს აცლის ამ მანქანას და "ჟიგულის" ნაწილებით ანაცვლებს. "ჟიგული" მაინც უფრო ნაცნობია ადგილობრივი ხელოსნებისთვის, მარტივი დეტალებითაა აგებული. მართალია, ხშირად ფუჭდება, მაგრამ შეკეთება ყველა მძღოლმა იცის. თან გაუგებარი ელექტრონიკის ნაწილებით არ არის შექმნილი, რომელსაც თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. აღარც იმის შესაძლებლობა გექნება, რომ სიჩქარეს გადააჭარბო და კისერი მოიტეხო. საჯაროდ გაცხადებული მიზანი კვლავაც "მერსედესის" შექმნა რჩება და ეს ცვლილებები ისე კეთდება, რომ გარედან საბჭოთა მანქანის დაჟანგული დეტალები გამაღიზიანებლად არ ჩანდეს. ავტომობილის მფლობელებს მუდმივი გაუმჯობესების შესახებ მოგვითხრობენ, და ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ "ჟიგულიც" უსაფრთხო, ეკონომიკურად გამართლებული, განვითარებაზე ორიენტირებული და ეფექტური იქნება. მთავარია, მკაცრი და დეტალური ინსტრუქციები მისცე მძღოლს, კარგად დააპროგრამო წინასწარ და ხშირი შემოწმებები ჩაატარო.

არადა, ჩვენ ხომ თითქოს 20 წლის წინათ მივხვდით, რომ "ჟიგულებით" შორს, სწრაფად და კომფორტულად ვერ წავიდოდით. ამიტომ გირჩევთ, რომ ვისაც გინდათ, ისევ "მერსედესის" აწყობას მივუბრუნდეთ, თანაც ისეთის, რომელიც ჩვენი მონაწილეობით იხვეწება და ვითარდება, ცოტა მეტი მოვთხოვოთ ჩვენს სახელმწიფოს, ვიდრე ხელფასების გაზრდა, მანქანაში გამათბობლის დაყენება და გაუმართავი ავტომობილების მართვით გამოწვეული ჯარიმების გაუქმებაა.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...