პარლამენტთან შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართვის ტექსტი გაავრცელეს, რომელიც აშშ ელჩის სახელზეა შედგენილი.
სამოქალაქო საზოგადოება მიმართავს აშშ საელჩოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობას საქართველოში, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს და მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სრულფასოვანი შესრულება.
ასევე, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველომ აღნიშნული დოკუმენტით აშშ–სა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იკისრა.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ აშშ ვიცე–პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, პარლამენტში გამოსვლისას მკაფიოდ გამოხატა ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოსადმი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა.
ამასთან, როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ბაიდენმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოში რეალური დემოკრატიული ცვლილებების მისაღწევად საჭიროა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სახელისუფლო შტოებს შორის გაწონასწორებული ბალანსის აღდგენა და გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალე მექანიზმის ჩამოყალიბება. ასევე, სასამართლოსა და მედიის გათავისუფლება სახელისუფლო კონტროლისა და წნეხისგან; ქვეყანაში ნორმალური და ჯანსაღი კონკურენციისთვის, აუცილებელია საარჩევნო გარემოს შექმნა, ოპოზიციისთვის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ქმედითი მექანიზმების შემუშავება და ამ მექანიზმის პრაქტიკული რეალიზაცია.
ოპოზიციის მიმართვის მიხედვით, ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ამის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს, ერთი მხრივ, საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას, ხოლო მეორე მხრივ - ვერ განვითარდება სახელმწიფოებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ბაიდენის ვიზიტის შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა და ქართველი საზოგადოება ვერ გრძნობს საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ქვეყანაში პრაქტიკულად განახორციელოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ინიციატივები.
“გვსურს კიდევ ერთხელ მივაპყროთ თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ ავტორიტარული მართვით ხელისუფლებას ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციისკენ, რომელიც რეალურად საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის სწრაფვას ქვეყანაში დასავლური ფასეულობების დამკვიდრებისკენ”, – აღნიშნულია მიმართვაში.