პოლონეთში სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს.
ათასობით ადამიანი ზუსტად 08:56 საათზე სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ორი წუთით შეჩერდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის ავტომობილებმაც შეაჩერეს მოძრაობა.
პოლონელებმა პრეზიდენტისა და ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი, რადგან ერთი კვირის წინ, 08:56 საათზე პრეზიდენტის თვითმფრინავამა სმოლენსკში კატასტროფა განიცადა.
როგორც გერმანული ინტერნეტგამოცემა „ფოკუს.დე“ იუწყება, ათასობით ადამიანი ვარშავაში უკვე შეიკრიბა ცენტრალურ მოედანზე, სადაც პრეზიდენტის კაჩინსიკსა და მისი მეუღლის ცხედარის კრაკოვში გადასვენებას ელოდებიან.
პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კრაკოვიშ ხვალ დაკრძალავენ.