პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დაკრძალვის თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენელმა, იაცეკ საშინმა ადგილობრივ რადიოსადგურს განუცხადა, თარიღის შეცვლის მიზეზად აეროპორტების შეფერხებული მუშაობა სახელდება.
მისი თქმით, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ფერფლმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ევროპულ ავიაკომპანიებს. სავარაუდოდ, ევროპის ცაზე გაფანტული ვულკანის ფერფლი ხელს შეუშლის სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირების პოლონეთში ჩასვლას.
"გუშინ სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც დაკრძალვისა და სამგლოვიარო ღონისძიებებს ხელმძვანელობს, ვერ შეძლო შეთანხმება, გადაიდოს თუ არა დაკრძალვის ცერემონია. ჩვენ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას, შეიცვლება თუ არა დაკრძალვლის თარიღი, უახლოეს ხანში გამოვაცხადებთ." აღნიშნა იაცეკ საშინმა.
პოლონეთისა და მისი მეუღლის დაკრძლვა 18 აპრილისთვის იყო დაგეგმილი.