დღეს, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის მედიაცენტრის უფროსმა მარინა დამენიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მათ პარტიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე უამბო.
დამენიას თქმით მარტვილის რაიონში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკრებულოს წევრობის კანდიდატი სოფელ მუხურჩიდან კლიმენტი ფოჩხუა ადგილობრივი სამართალდამცავის ალიკა ბაჩილავას თავდასხმის ობიექტი გახდა.
„15 აპრილს 16:00 საათზე მარტვილის ცენტრში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს კლიმენტი ფოჩხუას, ამის შემდეგ ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციის უფროსი ბონდო წოწერია და ფოჩხუა მივიდნენ პოლიციის სამმართველოში და შეხვდნენ უფროსის მოადგილე კახა ძიძიგურს. რასაკვირველია ვითარება გააცნეს, ძიძიგურმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა მოძალაე პოლიციელი, მან როგორცკი ჩვენი მოძრაობის წევრები დაინახა მათ ეცა და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა...
უკვე მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვთ „სამართლიანი საქართველოსთვის“ წავრებზე თავდასხმის ფაქტი დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული.
მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ინციდენტი არჩევნებს უკავშირდება. მივმართავთ მთავრობას და მოვუწოდებთ შეწყვიტონ ჩვენი მომხრეების დევნა და მოგვცენ საშუალება ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“ - განაცხადა მარინა დამენიამ.