აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანასური მხარდაჭერით, ამერიკელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი" ახორციელებს პროექტს "საქართველოს აივ პრევენციის პროექტი"...
გაზიარება
[23:13 27.07.2010]
პროექტის ფარგლებში, ა.წ. 2-4 აგვისტოს, 11.00-16.30, საზოგადოებრივი გაერთანება "ბემონის" ოფისში ჩატარდება 3 დღიანი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თემაზე "აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია".
(მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ქ. 16, VII სართ. სამკურნალო კომბინატის შენობა)
საქართველოში აივ-ით ინფიცირების 2445 შემთხვევაა დაფიქსირებული, 522 გარდაიცვალა. ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემია ახლა იწყებს ძალების მოკრებას.
ინფიცირებულთა მიმართ საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების გამო, აივ-ით ინფიცირებულებს ეშინიათ თავიანთი აივ სტატუსის გამჟღავნების. სტიგმის გამო, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს ურჩევნიათ, თავი აარიდონ აივ-ზე ტესტირებას. ეს კი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.
როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? როგორ შევამციროთ სტიგმა? რა შეგვიძლია ჩვენ, ჟურნალისტებს? როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას აივ/შიდსთან დაკავშირებული ინფორმაცია? დისკუსია ამ საკითხებზე საშუალებას მოგვცემს, ერთად გავაკეთოთ სწორი არჩევანი.
ტრენინგზე პასუხი გაეცემა აივ/შიდსთან დაკავშირებულ ბევრ კითხვას.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ტრენინგზე დასწრების მსურველთა ჩაწერა წინასწარ მიმდინარეობს.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა ორგანიზატორებს უნდა მიაწოდონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონტაქტო პირი - ლელა თავზარაშვილი
ტელ: 18 60 61; 890 18 70 30
მობ.: 899 53 28 03
media.ge