ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთთან მიმართებაში რუსეთს თანამშრომლობას სთხოვს. მოსკოვში მყოფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, წარსულში დაპირისპირებამ უშიშროების საკითხებში თანამშრომლობას ხელი არ უნდა შეუშალოს. რასმუსენი რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვალდიმირ პუტინს და პრეზიდენტ მედვედევს დღეს შეხვდება.
[წყარო: ამერიკის ხმა]