
“ნაურუმ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს ხელი მოეწერა სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას. ჩვენ ურთიერთობას ყველა სფეროში განვავითარებთ”, - განაცხადა კოკოითიმ.
მისივე მტკიცებით, უახლოეს მომავალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას კიდევ 10-მდე ქვეყანა აღიარებს. საქართველოსთან ურთიერთობა კი, კოკოითის აზრით, ახლებურად, იმის გათვალისწინებით უნდა აიგოს, რომ “სამხრეთ ოსეთი აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა”.
“ეს ურთიერთობები კეთილმეზობლური უნდა იყოს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ კეთილმეზობლობით არ იტანჯებოდნენ. ეს არის ყველაზე მთავარი”, - განაცხადა კოკოითიმ.