გატაცების მორიგი ფაქტი მოხდა გალის რაიონში. სოფელ ნაბაკევიდან ბაჩანა ეხვაია გაიტაცეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოკუპატები ოჯახს 100 ათას ლარს სთხოვენ. დღეს დილით ამავე რაიონში 7 ძარცვის ფაქტი მოხდა. სოფელ მზიურში 2 ოჯახს ოკუპანტები თხილსა და ფულს სთხოვდნენ. მათ ბულუების ოჯახში დიასახლისი და მისი მეუღლე სასტიკად აწამეს. ნაბაკევში კი რუსმა ჯარისკაცებმა ოჯახებიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ტელევიზორები და მაცივრები წაიღეს. ოკუპანტებმა თაგილონში დღეს 2 მიკროავტობუსის მგზავრებიც უკანონოდ დააკავეს.