დღემდე ვერ ვხვდები, რატომ უნდა განარკომანდეს სპორტსმენი. ეს წარმოუდგენელია განა იმიტომ, რომ სპორტსმენი ადამიანი არ არის და მას არ შეიძლება ჰქონდეს სუსტი ნებისყოფა.
უბრალოდ შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი მინდორზე ოფლს ღვრიდეს, თუნდაც მცირე წარმატებას აღწევდეს და წლების განმავლობაში გაწეულ წვალებას მავან “ბარიგებსა” და მათ მსგავს ერთუჯრედიან არსებებს სწირავდეს.
დიეგო მარადონას წინააღმდეგობებით სავსე ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, სამწუხაროდ საქართველოში ბევრისგან გაიგონებთ, რომ “დიეგომ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, მისთვის ნარკომანობაც დაშვებულიაო”. ეს აზრი წარმატებულ მაგრამ განარკომანებულ არასპორტსმენ ადამიანებზეც ვრცელდება.
საერთოდ, ჩვენი ხალხი ნარკომანიისადმი ლოიალურია იმ შემთხვევაში, თუკი ნარკომანი წარმატებული ადამიანია. “წარმატებულს კი ყველაფრის უფლება აქვს!” რაოდენ საკამათოა ეს აზრი, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია, მაგრამ მე ყველაზე მეტად გული იმ ახალგაზრდა სპორტსმენებზე მწყდება, რომლებმაც ჯერ ვითომდა “უწყინარი” მარიხუანით დაიწყეს საკუთარი მომავლის ნგრევა, ბოლოს კი ათასი ქიმიური ნაგვით გაძეძგილი შპრიცებით დაამთავრეს.
ამასწინათ გაზეთების მორიგი ქექვისას გადავაწყდი 1998 წლის ინტერვიუს ავადსახსენებელ და ბოლო დროს ისევ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან – კახა თარგამაძესთან.
მაშინ მინისტრი თარგამაძე ლამის ხატზე იფიცებდა, რომ სულ მალე საქართველოში ე.წ. წამლის ბარიგების სახსენებელი აღარ იქნებაო და იმაშიც გვარწმუნებდა, რომ ყველა ნარკოგამსაღებელს ჩვენი სამინისტრო ჯიშ-ჯილაგს აულაგმავსო. ოპააა.. აგერ ვართ ჩვენ, დგას ქრისტეშობიდან 2009 წელი და ნარკოტიკის შეძენა კვლავ ძალიან, ძალიან უპრობლემოდ შეიძლება.
მოკლედ ასე, რამდენიმე დღის წინ ვზივარ სოლოლაკად წოდებული უბნის ერთ-ერთი სადარბაზოს წინ ძელსკამზე, ჩემთვის, ვარ თბილისური სიცხისაგან დაბოღმილი, ვუყურებ მინი-სტადიონზე ბავშვების თამაშს ვაკნატუნებ მზესუმზირას და გვერდით სკამზე მსხდომი სამი ახალგაზრდა ყმაწვილკაცის საუბარს ჩემდაუნებურად ვაყურადებ.
მათი საუბრიდან ირკვევა, რომ თბილისში დაახლოებით ოცამდე “წამლის ტოჩკაა”. ყველაზე იაფად წამალს თემქელი ნაზი ყიდის, ვერელი მამუკა როგორც ირკვევა “მაგარი გნიდაა” და ნისიად არაფერს არ იძლევა.
მავანი ბარიგა, მეტსახელად “კალაბოკა” კი ფრიად უსინდისო ვინმე ყოფილა და მასთან მისულ, ფულის ძლივს მშოვნელ, აკანკალებულ, წამლის მოწყურებულ ბიჭებს, თურმე ხშირად ატყუებს და ნარკოტიკის ნაცვლად არაფრის მაქნის ე.წ. ნეიტრალურ წამლებს ატანს.
ვუსმენ სოლოლაკელი ბიჭების ამ საუბარს და თავში მისტიური 1998 წელი მიტრიალებს, რომელიც თარგამაძემ ნარკობარიგების არსებობის დასასრულად გამოაცხადა და მავან “კალაბოკაზე” ვფიქრობ, იმ კალაბოკაზე, რომელიც კვლავ მშვიდად და უპრობლემოდ აგრძელებს თავის “საქმიანობას”.
და ბოლოს, პირადად ვიცნობ რამდენიმე თბილისელ ნარკომანს, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც 19 წლის ირაკლი მეცოდება, რომელიც თემაქაზე ცხოვრობს და უკვე სამი წელიწადია “სუბოტექსზეა” მიჯაჭვული. ჩვეულებრივი, უბრალო თბილისელი ბიჭია ეს ირაკლი და სულაც არა ჰგავს თავის წამლისაგან დაშტერებულ თანამეინახეებს.
ბევრი პატარა, ნიჭიერი ფეხბურთელი მინახავს, მაგრამ არა მგონია რომელიმე ყოფილიყო ირაკლის დარი. მე და ჩემი მეგობრები სტადიონზე სწორედ 14-15 წლის ირაკლის თამაშის სანახავად დავდიოდით ხოლმე და იქიდან გახარებულები ვბრუნდებოდით, რომ პირადად ვიცნობდით ისეთ ბავშვს, რომელიც მალე მთელს მსოფლიოს აალაპარაკებდა.

ახლა კი, ზის ირაკლი თავის ოთახში, და თან საათს უყურებს როდის მივა მისი ძმაკაცი, რომ “ბარიგისაგან” ნაყიდი სუბოტექსი ვენაში ჰყოს, მერე კი უკვე სულ ერთი იქნება ყველაფერი. ირაკლის ცხოვრების წესის შეცვლა ნამდვილად არაა წარმოუდგენელი, მაგრამ ამას სამწუხაროდ არავინ ცდილობს.
[presa.ge]