
როგორც "ღია ბოქლომს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, 16.00 საათზე საქართველოს ყველა ეკლესიაში ომში დაღუპულ მამულიშვილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II პანაშვიდს სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.