ქართველმა ჟურნალისტებმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს საგანგებო მიმართვა გაუზავნეს.
მიმართვას ხელი მოაწერეს ბეჭდური მედიის, საინფორმაციო სააგენტოების, რადიოებისა და მხოლოდ ორი ტელეკომპანიის - "კავკასიისა" და ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელებმა.
რაც შეეხება ‘’საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი 2"-სა და ტელეკომპანია "იმედს", მათი წარმომადგენლები სახალხო დამცველის ოფისში მიმართვის მიღებას არ დასწრებიან. "საზოგადოებრივ მაუწყებელს~ წარმოადგენდა მხოლოდ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც აღნიშნულ მიმართვას ხელი მოაწერა.
“ინტერპრესნიუსი~ აღნიშნულ აღნიშნული მიმართვეის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მედიის წარმომადგენლებმა, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გავამახვილოთ თქვენი ყურაღდება ქართული მედიის პრობლემებისადმი.
მივიჩნევთ, რომ აშშ-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაში, ასევე საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვაში, ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც გავერთიანდით ქართული მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად მოგმართავთ:
1. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს საქართველოს ნაციონალური სატელევიზიო არხები, როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთპარტიულისახელმწიფო წნეხისაგან. გამჭვირვალე გახადონ ტელეარხების დამფუძნებელთა ვინაობა და არ ჩაერიონ სატელევიზიო არხების ქონების გადანაწილებასა და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში.
2. შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას ტელეკომპანია `იმედთან~ დაკავშირებულ საქმეს. ჩვენ ვფიქრობთ, `იმედი~, რომელიც სამართლებრივი მანიპულაციების შედეგად ჩამოერთვა პატარკაციშვილების ოჯახს, უნდა დაუბრუნდეს მის ქვრივს.
3. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პრესის დისტრიბუციის მონოპოლიზების მცდელობა და მისცეს საშუალება ჟურნალისტებს, იმუშავონ დამოუკიდებლად, ზეწოლისა და მოსალოდნელი დასჯის შიშის გარეშე.
4. საქართველოში ბოლო პერიოდში არაერთი თავდასხმა განხორციელდა ჟურნალისტებზე. მათ შორის - 2009 წლის 6 მაისსა და 15 ივნისს, როცა პოლიციამ ჟურნალისტებზე განახორციელა მასობრივი ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე მათი საქმიანობაში ხელისშეშლა. ჟურნალისტებს წაართვეს და გაუნადგურეს გადაღებული მასალები, რომელზეც ასახული იყო პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები.
ასევე, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე ფიზიკური ზემოქმედებასა და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების სასწრაფო გამოძიების, მათი შეფასების მიცემასა და დამნაშავეების დასჯისკენ.
ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხებით და შეფასება მისცეთ მათ, რაც იქნება ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენს მიერ შეტანილი წვლილი ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების საქმეში. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა შეესაბამება აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიით მოცემულ პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებებს.
ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურად იღებს ჩვენს მოთხოვნებს და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.
საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” - ბაია ცანავა
“ჯორჯიან თაიმსი” - მალხაზ გულაშვილი
,,ახალი თაობა” - სოსო გოგინაშვილი
,,რეზონანსი” - ლაშა ტუღუში
ტელეკომპანია ,,მაესტრო” - მამუკა ღლონტი
გაზეთი ასავალ-დასავალი – ლაშა ნადარეიშვილი
,,კვირის პალიტრა” – მთ. რედ. გიორგი თევდორაშვილი
,,სვაბოდნაია გრუზია” - ტატო ლასხიშვილი
ჟურნალისტი – ინგა გრიგოლია
რადიო ,,უცნობი” – ბასა ჯანიკაშვილი
საინფორმაციო სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენი” - გოჩა მირცხულავა
საინფორმაციო სააგენტო ,,პირველი” – ანი მიროტაძე
საინფორმაციო სააგენტო ,,ექსპრესნიუსი” – ქართლოს შარაშენიძე
ჟურნალისტი – ზვიად ქორიძე
ტელეკომპანია ,,კავკასია” – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალი ,,რეიტინგი” – მანანა ღოღობერიძე
ჟურნალი ,,გზა” (კვირის პალიტრა) – ზ. აბაშიძე
,,რეზონანსი” - ზურაბ მაჭარაძე
რადიო ,,პალიტრა” – თამარ ცაგარეიშვილი
გაზეთი ,,ყველა სიახლე” – თამაზ ცერცვაძე
geovision.tv – მარიამ იშხნელი
ჟურნალი "ღია ბოქლომი" – ილია ჩაჩიბაია
გაზეთი ,,ვერსია” – მაია თეთრაძე
გაზეთი messenger - ზაზა გაჩეჩილაძე
რადიო ,,პალიტრა” – ე. ბურჭულაძე.
მედია.გე – დავით მჭედლიძე
ჟურნალი ,,თბილისელები” – ზაზა ახობაძე
,,რეზონანსი” – ელისო ჩაფიძე