საქართველოში ანტიმონოპოლიური სტრუქტურის აღდგენის მომხრეები უკვე სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. მათ შორის მხოლოდ წვრილი მეწარმეები და ოპოზიციონერები არ მოიაზრებიან. ანტიმონოპოლიტსთა ბანაკში გადაბარგდა ლაშა ჟვანიაც, რომელიც ბოლო დროს ასეთი სამსახურის შექმნას ლობირებს კიდეც. რაც ყველაზე მთავარია, ანტიმონოპოლიური უწყების შექმნა აუცილებელია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისათვისაც.
საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენისათვის სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები შარშან მომზადდა, მაგრამ საპარლამენტო განხილვამდე აქამდე ვერ მიაღწია. ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის მთავარ მიზნად მომხმარებელთა უფლებების დაცვა და თანაბარი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბება სახელდება. ამ სამსახურის შექმნას მოითხოვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივაც.
ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის ინიციატივა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამაც წამოსწია: ”უნდა გამოვიყენოთ მექანიზმები, რათა არ მოხდეს მონოპოლიების წარმოქმნა, თორემ კომპანიას ვერ აუკრძალავ, რომ თავის პროდუქტს 1%-იანი მოგება დაადოს, როცა სხვისთვის 10%-იანი მოგებაა მისაღები. პრინციპული პოზიცია მაქვს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს”, - აცხადებდა ლაშა ჟვანია.
მინისტრის აზრით, იმისთვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდეს, აუცილებელია ის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, რასაც ევროკავშირი აყენებს. ამასთან, ჟვანია განმარტავს, რომ მთავრობაში არიან ჯგუფები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმები ეტაპობრივად უნდა გატარდეს. თავად მინისტრი კი რეფორმების დაჩქარებას ემხრობა. აუცილებელ რეფორმებს შორის იგი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებას ასახელებს.
მიუხედავად ანტიმონოპოლიური სტრუქტურის აღდგენის მომხრების საკმაო რაოდენობისა, უშუალოდ საკანონმდებლო დონეზე ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.
ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმებიან, რადგან მას ბიზნესისთვის ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერად მიიჩნევენ, მით უმეტეს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში ”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის” სააგენტო ფუნქციონირებს. იგი 2005 წელს ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნა და მის ფუნქციებში, ბევრ სხვასთან ერთად, დემპინგურ ფასებთან ბრძოლა და მონოპოლიური საქმიანობის ფაქტების აღკვეთაც შედის.
ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე აღნიშნავს, რომ თუ კონკურენციის შესახებ კანონის არსებობა ევროკავშირის რეკომენდაციაა, მაშინ საქართველოში ასეთი კანონი უნდა არსებობდეს. თუმცა, ისაკაძე მიიჩნევს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებით, საქართველოში მონოპოლიას ფეხი არ მოუკიდებია.
ასეთვე პოზიციას იზიარებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც. იგი საქართველოში მონოპოლიებთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ ხედავს და ამ მიმართულებით სპეციალური ღონისძიებების გატარებას საჭიროდ არ თვლის.
- ”იმ სექტორებში, სადაც მონოპოლიების ჩამოყალიბების საფრთხე არსებობს, ანტიმონოპოლიური სამსახურის როლს მარეგულირებელი ორგანოები ასრულებენ. ამ შემთხევაში არც ანტიმონოპოლიური კანონდმებლობაა საჭირო და არც ანტიმონოპოლისტური რეგულაცია, რადგან ამ როლს დამოუკიდებელი ორგანოები ასრულებენ”, - განმარტავს ნიკა გილაური.[presa.ge]