წყარო info9
20:11 28.03.2015
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ იგი დღეს გარდაცვლილ ბისნესმენ ბესო ხარძიანს მკვლელობამდე ერთი საათით ადრე შეხვდა.
როგორც კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხარძიანმა თავად სთხოვა შეხვედრა. ყოფილი გუბერნატორი დეტალებსაც აზუსტებს და ამბობს, რომ ბესო ხარძიანმა მას დაახლოებით12:00 საათისთვის დაურეკა და 12:40 წუთზე სასტუმრო „საქართველოში“ შეხვდა.
მისივე თქმით, საუბრის შემდეგ, ხარძიანი მეგობრებთან ერთად სასტუმროშივე დარჩა. როგორც კვიციანი აცხადებს, საუბრის თემა მათი სამომავლო გეგმები იყო, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსს“ უკავშირდებოდა.
„ჩვენ საზოგადოებრივი მოღვაწეობა უნდა გაგვეძლიერებინა. ერთად გადავწყვიტეთ, რომ „პატრიოტთა ალიანსში“ უნდა ვყოფილიყავით. მე უკვე წავედი და ჩათვალეს, რომ ისიც ჩემთან ერთად იყო“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა. ამასთან, მისივე თქმით, ხარძიანი პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა.
„თვითონ ბიზნესმენი იყო და ბისნესმენობას აპირებდა. კომპანიის შექმნის სურვილი ჰქონდა. კარგი გეგმები გვქონდა“,- აღნიშნა კვიციანმა და დასძინა, რომ ბესო ხარძიანი „პატრიოტთა ალიანსთან“ ახლოს იყო და ეს ხალხი მოსწონდა.
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს დაუდგენელმა პირმა დღეს საცხოვრებელ სახლთან ესროლა. ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა.
კომპლექსის „კუს ტბა" მფლობელი ბესო ხარძიანი წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი ედო 260-ე მუხლის II ნაწილის „ა" პუნქტით - საუბარია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-წარმოება, შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე.
კუს ტბის ყოფილი მფლობელის განმარტებით, მისი დაკავების ყველა მოტივი, კუს ტბის საქმესთანაა დაკავშირებული. ბესო ხარძიანის თქმით, მას შემდეგ რაც მას კუს ტბის ტერიტორია დაათმობინეს, ეს ტერიტორია რამდენჯერმე გასხვისდა და ამჟამად უკრაინის მოქალაქის ბადრი ქურასბედიანის საკუთრებაშია. ბესო ხარძიანის ინფორმაციით, დაწყებულია მოლაპარაკება, რომ მას ეს ტერიტორია მფლობელმა ნებით დაუბრუნოს.
ცოტა ხნის წინ გადაცემა „რეაქციაში“ ბიზნესმენი აცხადებდა: “ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი, თუ არ აღდგა სამართალი, 70–იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში“.