ავტორი თეონა ისაშვილი
17:00 08.02.2012
"ეროვნული ფორუმი" ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრი გახდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა, კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. შარტავას თქმით, ახალ კოალიციას სურვილი აქვს, "ეროვნული ფორუმი", როგორც პოლიტიკური სუბიექტი მას შეუერთდეს.კახა შარტავა: "ჩვენი მხრიდანაც არის პოზიტიური განწყობა და შევთანხმდით, რომ "ეროვნული ფორუმი" ახალი კოალიციის წევრი გახდება. კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი და გამოცხადდება".
შეხვედრაზე, რომელიც მთაწმინდაზე მდებარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში გაიმართა, "ეროვნული პორუმის" ლიდერის გარდა, იმყოფებოდნენ გუბაზ სანიკიძ, რევაზ შავიშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია და რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი.
