30 ივლისს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის შენობასთან ნაცემი ოპოზიცუიის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თავს დაესხნენ ნიკა პაჭკორიას, რომელიც უკვე 3 თვეა ზუგდიდის ცენტრში განთავსებული საკნებიდან ერთ–ერთში ზის. პაჭკორია, "კუდ"–ის შენობასთან ხუთმა გაურკვეველი ვინაობის პიროვნებამ სასტიკად სცემა. ადგილზე საპატრულო პოლიცია ნახევარი საათის დაგვიანებით გამოცხადდა, დაშავებული გადაყვენილ იქნა ზუგდიდის "წმინდა ლუკას" სახელობის საავადმყოფოში. სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
შემთხვევის ადგილთან ახლოს "ღია ბოქლომის" და "პრესა.ჯი"–ს ჟურნალისტებმა, თავდამსხმელთა სახის გადაღება მოახერხეს, თუმცა აღნიშნული კადრებით საპატრულო პოლიცია არ დაინტერესდა.
კადრები გადაღებულია "პრესა.ჯი"–ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავას მიერ.