13:06 11.08.2012
ზუგდიდში, კრილოვის ქუჩაზე ფარითა და ხელკეტით აღჭურვილი ასამდე ადამიანის გაურკვეველი სამზადისი მიმდინარეობს.აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული გეგმიურ წვრთნებს უკავშირდება.
"ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით კი, ამ ჯგუფებში როგორც პოლიციელები, ასევე ზონდერები, სამოქალაქო პირები, ე.წ რეზერვისტები არიან გაერთიანებული.
"პროცესს აკონტროლებს და კოორდინაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უწევს. ზუგდიდში დიდი ხანია, საუბრობენ იმ მიტინგის დარბევაზე, რომელსაც სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში გეგმავს. კადრში კარგად ჩანს ყოფილი ცნობილი ზონდერი, ეხლა მაღალჩიონოსანი პოლიციელი გიორგი სამუშია, რომელიც 2007 წლის ოქტომბერში მიტინგების დარბევაში აქტიურად მონაწილეობდა", - განაცხადა მიქაიამ.
