20:00 23.01.2015
საზოგადოება „თბილისელის" თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე აზიარებს ვიდეოს, სადაც ამერიკელი სენატორი ჯონ მაკ-კეინი აცხადებს: რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ეს განცხადება სენატორმა რამდენიმე თვის წინ გააჟღერა. მეძმარიაშვილის გვერდზე გაზიარებულ ამ ვიდეოს კომენტარები მოჰყვა და დაისვა კითხვა: ესეც რუსეთუმეა?
შეგახსენებთ, Fox News-ის ეთერში უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ პარალელებზე საუბრისას ჯონ მაკ-კეინმა განაცხადა:
„არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლიათ სამხედრო თვალსაზრისით. ისინი ძალიან სერიოზული სამხედრო ძალის პირისპირ აღმოჩნდნენ. საქართველოს შემთხვევაში შეცდომა სააკაშვილმა დაუშვა, როდესაც მან კონფლიქტი დაიწყო. ახლა ის წარმოუდგენელ, ძალიან რთულ ვითარებაშია. მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ადმინისტრაციის პრესსპიკერის ყველა მობოდიშება და ახსნა-განმარტება არაეფექტური საგარეო პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა მაკ-კეინმა.