19:11 02.03.2015
თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის საკითხს განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ხმაური გამოიწვია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებმა, რომელიც ეხებოდა ცენტრის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის კანდიდატურას.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს ცენტრი სწორედ ალექსანდრე მარგიშვილისთვის იქმნება და სწორედ მის მიზნებს მოემსახურება. მათივე თქმით, თბილისის მერიაში მომხდარ კორუფციულ გარიგებებში სწორედ ალექსანდრე მარგიშვილი მონაწილეობს.
ამ განცხადებებზე პროტესტი გამოთქვეს საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა და მათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვეს.
საკითხის განხილვა საკრებულოში ამ წუთებში გრძელდება.