20:10 20.01.2015
"დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა,თუ არა ეს სტატუსი" - ამ სიტყვებით იწყება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადება, რომელიც პოლიტიკოსმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:
იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ჩემი პირადი და ჩვენი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. პირადი იმიტომ, რომ ბატონი იური ჩემი უფროსი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო ტრაგედია იმიტომაა, რომ სიმართლისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი, ჩვენი შვილების მომავლისთვის მებრძოლი ადამიანი მოგვიკლეს. დღეს მე არც კასპში ჩავსულვარ და არც "ჯაზუში" მივედი. მარტო ვგლოვობდი და მიზეზიც მქონდა. როცა ასეთი განსაცდელია, მარტოობა და დუმილი ჯობია. თან, ვერავინ დაგაბრალებს, რომ პოლიტიკურ ქულებს იწერ და ტრაგედიით ვაჭრობ. ღმერთმა დამიფაროს ამ უბედურებისაგან. რაც შეეხება საჯარო განცხადებების გავრცელებას, ეს ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებად მიმაჩნია, ამიტომ პრესასთან ურთიერთობას არ ვწყვეტდი და არც მომავალში ჩავიკეტები ჩემი კოლეგებისთვის.
საღამოს მაია ქავთარაძემ, ია მეტრეველის დამ დამირეკა და მითხრა, რომ პარლამენტის წინ იკრიბებიან. გულმა არ გამიძლო და წავედი. იური ბიძიას ხსოვნის გამო... ია მეტრეველის სანუგეშებლად მივედი და 15 წუთში ოფისში მოვბრუნდი. ვიცი, ამ დღეებში სხვადასხვა ტიპის აქცია გაიმართება. ხაზს ვუსვამ: ყველას პატივს გცემთ და თქვენს გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, პატივი მივაგოთ იური ვაზაგაშვილის ხსოვნას და 31 იანვრამდე ყოველგვარი ტიპის აქციებში მონაწილეობისაგან თავი შევიკავოთ. 31 იანვარს ჩვენ გავაგრძელებთ ბათუმის აქციის მთავარ ხაზს და ტრადიციულად შევიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან. იქ, სადაც 10 წლის მანძილზე ხშირად ერთად ვიდექით ჩვენ და ბატონი იური ვაზაგაშვილი... ჩვენ მორიგჯერ, მაგრამ საბოლოოდ მოვითხოვთ ქვეყანაში სამარცხვინო კოჰაბიტაციის დასრულებას, დამნაშავეების დასჯას, სამართლიანობის აღდგენას, ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნის აღსრულებას. მანამდე ვიგლოვოთ. ისე, როგორც ქართველ კაცს ეკადრება.
P. S. მომხდარ ფაქტზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებ. აი, ამას გავიმეორებ 31 იანვრამდე, რომ ამპარტავნებისაგან დაბრმავებული ხელისუფლება გონს მოეგოს და სამუდამოდ დაასრულოს ჟღურტულ- ჩურჩული ნაცისტებთან. არ დაასრულებენ? ორივე ერთად დასრულდება.