თურქულად გამოცხადებული კვირიკეს ჯამეს ქართული ისტორია

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
21:06 18.12.2011
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ერთ-ერთი ძეგლი, კვირიკეს ჯამე, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას თურქული კულტურის უძრავძეგლად აქვს გამოცხადებული, წარსულში ეკლესია იყო.ეს და სხვა საინტერესო ამბავი სოფელ კვირიკეში სტუმრობისას, ადგილობრივებისგან შევიტყვე.

ამ თემით ჩემი დაინტერესება გამოიწვია თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებმა, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე, რაც სპეციალური ხელშეკრულების გაფორმებით ჯერ კიდევ მაისში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახლა დეკემბერის მეორე ნახევარია და არაფერი შეცვლილა - ხელშეკრულება ხელმოუწერელია.

ოქმს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით დღემდე მზადების პროცესშია, ასე ჰქვია - “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის უძრავი ძეგლებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ვაჩეიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან ცნობილია, რომ ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზეხანძთის, ოშკის, იშხანის და ოთხთას აღდგენის სანაცვლოდ თურქებიითხოვენ (თუ ითხოვდნენ): ახალციხის რაბათის კომპლექსის, იქვე არსებული წყვილი აბანოს, ქობულეთის რაიონში,სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს, ადიგენის რაიონში მხარჯავის მეჩეთის რესტავრაციას და ბათუმში აზიზიეს მეჩეთისაშენებას.

სოფელი კვირიკე ქალაქ ქობულეთიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული. ამ სოფლის სახელწოდება წმინდა კვირიკეს სახელთანაა დაკავშირებული. კვირიკეს ზოგიერთ უბანს, რუსეთსა და თურქეთს შორის გამართულ ბრძოლასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად, სოფლის ზემო განაპირა ნაწილსნაზარბაზნევი ჰქვია (სადაც დღემდეა შემორჩენილი ზარბაზნების განსათავსებელი ტერასები), სოფლის ერთ–ერთ გორაკს კინაბათიას ეძახიან, რაც ნაომარ ადგილს ნიშნავს. დღეისათვის სოფელი კვირიკე სამადაა გაყოფილი: კვირიკე, ზედა კვირიკე და ქვედა კვირიკე. კვირიკეს ჯამე სოფლის ცენტრში მდებარეობს და რკინის ღობითაა შემოსაზღვრული.

სოფელ კვირიკეში ასვლა და ადგილობრივებთან შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ დახმარებით შევძელი, რისთვისაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობას ვუხდი. ამასთან, ამ მასალის მომზადებისას გამოვიყენე ამონარიდები იმ სამეცნიერო ნაშრომებიდან, რომლებიც ბუკლეტებად, რუკებად და წიგნებადაა გამოცემული და ნაიწლობრივ ეხება კვირიკეს ჯამეს ისტორიას.

სოფელ კვირიკეში ყოფნისას ჩემი მიზანი იყო იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჯამეში პერიოდულად დადიან და ამ ძეგლის ისტორია დანარჩენებზე უკეთ იციან. ადგილობრივებმა ასეთებად დაასახელეს: შალვა ართმელაძე, ქემალ ვერულიძე და ხემიდ (გიორგი) ვერულიძე. ისინი კატეგორიულად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ კვირიკეს ჯამე არის თურქული კულტურის უძრავი ძეგლი და კიდევ - აცხადებენ, რომ ამ ხის ნაგებობას სარესტავრაციო არაფერი სჭირს.

პირველად 79 წლის შალვა ართმელაძის ოჯახში მივედით. იგი სოფელ კვირიკეში შუახევის რაიონიდან 50 წლის წინ გადმოსახლდა. კითხვაზე - მოგეწონებათ, თქვენთვის მისაღები იქნება, თუ თურქებიგაარემონტებენ და კვირიკეს ჯამეს ოფიციალურად გამოაცხადებენ თურქული კულტურის უძრავ ძეგლად? შალვა ართმელაძემ მოგვიგო - “რაში უნდა მომეწონოს? ჩემს ტერიტორიაზე, ჩემს სამშობლოში ახლა იმან რატომ უნდა გააკეთოს?!“

შალვა ართმელაძეს თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების შესახებ გაგონილი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, ეს ხელშეკრულება კვირიკეს ჯამესაც, რომ ეხებოდა. 79 წლის შალვა ართმელაძემ საინტერესო ისტორია გვიამბო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გაღმა კვირიკეში რომ ეკლესია იყო, ხოჯისაშენებულია. გვარად ქამადაძე იყო, დიდი ნასწავლი კაცი.გევიდნენ ბერძნებმა და უთხრეს, მარა არაო, მე ხოჯა კაცი ეკლესიას არ ავაშენებ, ჯამე რომ იყოს, კიო. ხოჯაც იყო და მოხელეც იყო. დაწვა, დეიძინა და სიზმარი ნახა ისეთი, რომე მისით გამევიდა და ააშენა,ფულიც არ ოუღია. 40 ბერძენი იყო ჩამოსული და ორმოცივემ ერთად ნახა სიზმარი, ხოჯამაც და ყველამ ერთად, ერთ ღამეს. ორმოცივე თითო ოქროს აძლევდნენ ხოჯას, ეკლესიის გასაკეთებლად. არც თქვენი ოქრო მინდა და არაფერიო. უუშენა ისე. მაგი მერე კომუნისტების დროს დაშალეს და ვინცხამ დაანგრია, იგი მოკდა. ვინც დანგრევაში მონაწილეობდა, იგინიც მოკდა. ერთი ცოცხალი დარჩა. იმ დონეზე მივიდა, რომ მეინათლა, მთელი ოჯახი მეინათლა. ოთახში ჯვარი დაკიდენ და გაქრისტიანდენ. თუ გინდა ჯამე იყოს, თუ გინდა ეკლესია, ვინც მაგას შეეხო, ხეირი ვერ ნახა“.

89 წლის ქემალ ვერულიძე ბოლო პერიოდში ჯამეში ხშირად მისვლას ფიზიკურად ვეღარ ახერხებს. მისი თქმით, “200 წლის გახდა ჯამე და მესამასეშია გადასული. ადრე კედელზე ეწერა 245 წლისააო, მარა მერე მოშალა, მოფხიკა ვიღაცამ“.

კითხვაზე - ვინ ააშენა კვირიკეს ჯამე? ქემალ ვერულიძემ მოგვიგო:

“აგერ მაღლა, კვირიკეს მოსაზღვრე სამებაში ერთი დიდი თვალი ეკლესია იყო. იქ ახლა გზა გადის, საზღვარია. რომელი საუკუნის ეკლესია იყო, მაი არაკაცმა არ იცის.გამოღმა იყო სამება და გაღმა კვირიკე. დაშალა ამ ქვედა ხალხმა, გაღმა ჩამეიტანა და აქ გავაკეთებთო. ჩამევიდა ღამე იგინი და წეიღენ ისევე. გავაკეთებთ და ზიარი იყოს - იქაც და აქაცო და გაკეთდა ჯამედ. მასალა მეიპარეს, დადგეს და ჯამედ გადააქციეს. ჩვენ რომ ბოსტანს ვბარავთ, ჭურის ნატეხებს ვნახულობთ. საზღვარზე 70-ფუთიანი ჭურია ჩადებული. მერე გამუსლიმანდა ეს ხალხი. აქანე სულ ჭურის და იმის ნამყოფია. მაგი რომ მეიპარეს და ჩამეიტანეს,აქ ჩვენ ქრისტიანი არ გვინდა, მუსლიმანები ვართო და თავიდან ჯამის სკოლა - მედრესე გახსნეს. მაქ ჩემი ბაბუები და იგინი სწავლობდნენ.

აქანე თურქეთიდან გამოდიან ხოჯები, ლოცულობენ. აჭარაში ყველაზე საუკეთესო ჯამეა მაგი. გასარემონტებელია თუ არა? - როგორ გეკადრება, რა აქვს გასარემონტებელი?! შეხედვა მადლია. მაგი სოფლის ხალხმა გაარემონტა, 10-15 წლის წლის წინ - ხის ხელოსანი იყო, ავთო ვერულიძე და ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ძველი იგი შეინარჩუნა. თურქმა რომ გაარემონტოს და ამ ჯამეს თურქის სახელი დაერქვას, მაგის ნებას სოფელი არ მისცემს! თურქი გამოდიოდა, ლოცულობდა და გადიოდა, თორემ თურქის სახელს რეიზა დაარქმევენ ამას?! ჩვენია, ქართველებისაა. თურქი რატომ ეპატრონება?! ეს ქართველების ნახელავია, კარი ეკლესიისაა. მაგაში წყალი არ შედის, ხის მატლი რომაა, იგი არ არის შიგნი“.

ხემიდ (გიორგი) ბერიძე სოფელ კვირიკეში 1949 წლიდან ცხოვრობს. ოჯახთან ერთად ხულოდან, რომ გადმოსახლდა, 12-13 წლის იყო.

ხემიდ (გიორგი) ბერიძე: “როგორც ვიცი მაი ჯამე აქაური ადგილობრივიმაცხოვრებლების, ქართველი მუსულმანების აშენებულია. ახლა მაგალითად, შამოდის თურქი დებს 200 მანათს, 300 მანათს, მაგრამ ხეირათისწესით. ჯამეები ბევრ ადგილზე გაკეთდა, თურქებმა დეგევხმარენ, არ გვქონდა ჩვენ იმდენისახსრები, მარა არც ერთ თურქს არ უთქმია, რომ ეს ჩვენი გაკეთებულია და ეს ჩვენიაო. ჩვენი მთავრობა ამბობს კვირიკეს ჯამეზე, რომ თურქულიაო? ჩვენი მთავრობის დიდი იმედი მაქვს. მე მგონი მაგას არ იტყვის. ვიღაცას თუ სჭირია და ამბობს, ეგ არ ვიცი.არც თურქი არ იტყვის მაგას და არც ჩვენი მთავრობა.

მე მაგალითად, სააკაშვილის ძალიან მჯერავს - აშენებს, ამშვენებს, ხალხს ყველას ერთნაირად უდგება, დიდს, პატარას ცნობს. უყვარს საქართველო.ეს ახლა რა არის იცი?! როგორციტყვიან ძველი ხალხი, ენა უძვალოა- ასეც იტყვის, ისეც იტყვის. ზოგს არც დოუნახია, არც გოუგონია და თავისით რაღაცას ყბედობს. რას ამბობს, ან სად მიდის ეს სიტყვა, რას ნიშნავს, რას ავრცელებს, ამის აზრი არა აქვს“.

ამ მასალაზე მუშაობისას გავეცანი ისტორიის აკადემიური დოქტორის, რუსლან ბარამიძის და ისტორიის აკადემიური დოქტორის, ნათია დემურიშვილის მიერ გამოცემულ წიგნებს, ბუკლეტებსა და ალბომებს, მუსულმანურ საკულტო ნაგებობზე, მაგრამ კვირიკეს ჯამეს ზემოხსენებული ისტორიის შესახებ, არც ერთში არ არისაღნიშნული.

შოთა რუსთაველისსახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური დახმარებით 2010 წელს გამოიცა ალბომი - “მუსლიმური საკულტო ძეგლები“, რომელშიც შეტანილია აჭარაში არსებული კულტურულ–ისტორიული მნიშვნელობის 44 შენობა. მათ შორისაა კვირიკეს ჯამე, რომლის შესახებ ალბომში ფოტომასალასთან ერთად ერთაბზაციანი ინფორმაციაა:

“მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს ცენტრში.აგებულია 1860–1862 წლებში, არჰაველი ლაზი ოსტატის მიერ. საბჭოთა პერიოდში იგი საწყობად გამოიყენებოდა. მეჩეთი წარმოადგენს ქვის საძირკველზე შემოდგმულ ხის შენობას. მისი ზომებია: სიგრძე 11.7 მეტრი, სიგანე 9, 7 მეტრი, სიმაღლე 4.3 მეტრი. აღდგენის შემდეგ მას ჩაუტარდა რესტავრაცია. ამჟამად კარგ მდგომარეობაში“.

2009 წელს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეგიდით ბუკლეტი გამოიცა, რომელშიც კვირიკეს ჯამეს შესახებ ასეთი რამ წერია:

“...ხალხური გადმოცემით, შენობა თავდაპირველად სოფელ სამებაში მდგარა. კვირიკელებს ღამით მოუპარავთ და აქ ჩამოუტანიათ. სამებელებს კი უკანვე წაუღიათ. ბოლოს შეთანხმებულად და ჯამე ისევ კვირიკეში დაუდგამთ. შენობის გადაადგილების ფაქტს ცხადყოფს ისიც, რომ პირველი სართულის იატაკის თავხეების გამაგრების მიზნით, გამოყენებულია ჩუქურთმიანი ხის ბოძები, რაც მნახველისთვის ძნელად მისადგომია“.

როგორც ხედავთ, სამებიდან კვირიკეში ხის ნაგებობის წაღება-წამოღების შესახებ ბუკლეტში მითითებულია, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავდაპირველად ეკლესია იყო.

ხის ნაგებობის შესასვლელ კარზე, რომლის შესახებაც 89 წლის ქემალ ვერულიძემ გვითხრა, რომ ეს იყო ქრისტიანული ეკლესიის კარი, ბუკლეტში ასეთი რამ წერია:

“...შედარებით მეტი დეკორატიული აქცენტი შეინიშნება მასიური, მთლიანი ხისაგან დამზადებულ ორფა კარებზე, რომელიც ინტერიერის ერთადერთი შესასვლელია; იგი შროშანის სტილიზებული რტო-ყვავილოვანი სახეებითა და წნულებით არის შემკული. ღია კარების სილუეტი თაღისებური კონფიგურაციის მქონეა და მოჩუქურთმებული წნულებით არის ამოკვეთილი კარის საპირეც. კარები შიდა მხრიდან დამაგრებულიარკინის ორიგინალურ საკიდებზე, რომელზეც ოსტატის მიერ ამოკვეთილია ორნამენტი და აგების თარიღი...“.

2010 წელს, რუსთაველის ფონდის დახმარებით, კიდევ ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა, სათაურით - “მუსლიმური ხუროთმოძღვრული ძეგლები საქართველოში“. წინათქმაში აღნიშნულია, რომწინამდებარე ნაშრომის გამოცემას წინ უძღვოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მოიცავდა საველე სამუშაოებს ისტორიული წყაროებისა და საარქივო მასალების მოძიებას.ქვეთავში – “მუსლიმური საკულტო ნაგებობები თანამედროვე აჭარაში“, 95 გვერდზე კვირიკეს ჯამეს შესახებ წერია:

“გამორჩეული მხატვრული ღირებულებისაა სოფელ კვირიკეს მეჩეთი (ქობულეთის რაიონი), წარწერის თანახმად აგებული 1865–66 წლებში. ქვის საძირკველს დაფუძნებული ხის ორსართულიანი შენობა კრამიტის სახურავით, მდიდრულად მოჩუქურთმებული ბოძებითა და რიკულებით შემოჯარული ღია აივნით პირველ სართულზე, გადახურვის თავისებურებით, შიდა სივრცის დაგეგმარებით და რაც მთავარია, ინტერიერის ფერადოვანი მოხატულობის საერთო ხასიათით, მიუხედავად ფასადის ორიენტირებისა ჩრდილოეთის მხარეს, რაც დამახასიათებელია ქართული მეჩეთებისათვის და თავის მხრივ, განპირობებულია მექისადმი საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით, კვირიკეს ჯამე აჭარული საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს“.




რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...