ავტორი ვანო პავლიაშვილი, "ქართული სიტყვა"
14:43 19.01.2015
“ნინოსთან მინდა!” - უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ხუთსაათიანი საუბრის სკანდალური ჩანაწერის მეექვსე ნაწილი
ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ცა და დედამიწასავითაა: მას რუსეთი მოსწონს, მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი სულხან-საბას, ილიას და სხვა დიდი ქართველების გზა, ანუ ევროატლანტიკური სივრცეა... ამ თემაზე, როგორც იტყვიან, მსუბუქად სხვა დროსაც გვიკამათია, მაგრამ ამჯერად საქმე ცოტა სხვანაირადაა. მოკლედ, ამბის ქრონოლოგია ასეთია: ამას წინათ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, კონსტანტინე ფორჩხიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე, რომ პროამერიკელი ირაკლი ალასანია “გარკვეულმა ტიპებმა” უშიშროების მორუსეთუმო მინისტრის მოადგილედ როგორ დანიშნეს-მეთქი. ფორჩხიძემ განმარტა, ამერიკელებს პრორუსული განწყობების განეიტრალება უნდოდათო... რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქში” “წერილი” მივიღე: “...გარკვეული ტიპი არ ვარ მე... კარგა ხანია, “გუუგლ”-ში არ ამიკრეფია ჩემი გვარი და შენ მცირეტირაჟიან, ერთი მოექსპერტო ელემენტის გაზეთს, აბა, სად წავიკითხავდი? ჩვეულებრივი ჟურნალისტური ეთიკაა, ჩემს ნამოქმედარზე - ირაკლი ალასანიას დანიშვნა - ჩემთვის გეკითხა. გაშვებულმა პოლკოვნიკმა მაგისი რა იცის? ისე, ვანიჩკა, მარტო შენ გაზეთს კი არ უნდა კითხულობდე... მაგრამ, თქვენ და თქვენნაირებს დასავლური ღირებულებები მხოლოდ თქვენსავე სასარგებლოდ გჭირდებათ და გახსენდებათ. მე ვიცი, რითია ირაკლის მიმართ თქვენი სიყვარული განპირობებული... კიდევ ბევრი რამ ვიცი, მოთხოვნის უფლებაც მაქვს და ვალდებულიც ხარ, საპასუხო, გამოსარკვევი ინტერვიუ ჩემთანაც ჩაწერო...” რა პრობლემაა-მეთქი, მივწერე და შეხვედრა დავთქვით... მაშ ასე, 2014 წლის 29 ნოემბერი, 12 საათი, “ქორთიარდ მარიოტი”... საუბარი 5 საათს გრძელდება... მწვანე ჩაის სენდვიჩი და ყავა ცვლის... საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი მეუბნება, რომ “გარდასულ დღეებზე” ასე დეტალურად არასოდეს არავისთან ულაპარაკია. ეს, პრაქტიკულად, გენერალ ვალერი ხაბურძანიას მემუარებია, თუმცა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ექსჩინოსანი გულწრფელია თუ არა (სხვათა შორის, ხაბურძანია მოგონებების სარკასტულად დაწერას თავადაც აპირებს. ისე, თანამოსაუბრისთვის სარკაზმი არც მე დამიკლია!)... და კიდევ ერთი: შეიძლება, ვინმემ იკითხოს, “ქართული სიტყვა”, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მკვეთრად პროდასავლურია, რუსეთისმოყვარულ ხაბურძანიას ტრიბუნას რატომ უთმობსო. პასუხი მარტივია: ჩვენ დემოკრატები ვართ! აი, სწორედ ესაა დასავლეთის ყველაზე დიდი ხიბლი! მაშ ასე, ვიწყებთ!
ბოლო, ანუ ¹6 სტენოგრაფიული ჩანაწერი
გემახსოვრებათ: ერთი კვირის წინ, უშიშროების ყოფილი მინისტრის ხუთსაათიანი საუბრის სტენოგრამა ერთ საინტერესო ადგილას გაწყდა, ანუ ვალერი ხაბურძანია 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე გავრცელებულ გუზაბ სანიკიძის ფარულ ჩანაწერზე საუბრობდა, სადაც მისი ხმაც ისმის. ამასთან, ჩანაწერში სანიკიძე ამბობს, რომ მილიონი უნდა იშოვოს...
- ბატონო ვალერი, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე თქვენი და სანიკიძის ჩანაწერიც მოვისმინეთ...
- ეს სატელეფონო საუბარი კი არა, სახლშია ჩაწერილი...
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- არაფერი, უბრალოდ, გითხარი, რადგან ყველას ჰგონია, რომ სატელეფონო საუბარია...
- აღიარეთ: იმ მილიონიდან, რომელიც სანიკიძეს უნდა ეშოვა, რამდენი გერგოთ?
- ჯერ ერთი, ამ ლაპარაკს არ ვესწრებოდი...
- ვიცი, მაგრამ თუ მეგობარმა მილიონი იშოვა, რაღაცას მოგცემდათ...
- ეს აბსოლუტური სისულელეა!
- რატომ?
- კაცი, რომელსაც იმ ჩანაწერში გუბაზი ელაპარაკება, ჩვენი მეგობარია, რომელსაც ცოლად ყაზახეთის ნავთობის მაგნატის ქალიშვილი ჰყავს. ამ კაცს ნავთობი საქართველოს გავლით უნდა გადაეზიდა. გუბაზმა, რომელსაც თავისი დეპუტატობა არასოდეს არაფერში გამოუყენებია და იმის მეტი არაფერი აქვს, რაც ლევან სანიკიძემ დაუტოვა, მეგობართან რაღაც თქვა. რა, შენ, მაცივართან, არაფერზე გილაპარაკია?
- იყო დრო, მაცივართან ერთობ ვმეგობრობდი, მაგრამ ახლა “გემრიელობებს” ვერიდები, თან ყაზახი მეგობრის ამბავი პირველად მესმის - ამაზე გუბაზ სანიკიძეს მინიშნებაც არ გაუკეთებია...
- სანიკიძეს მინიშნება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებულია, თორემ განუწყვეტლივ უსმენდნენ და იცი, როგორ?
კითხვის გაგრძელება>>>