21:46 06.02.2012
გაზეთ "ასავალ–დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკაში ახლად გამოჩენილი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში ჩასვლას გეგმავს და მოსახლეობას "ქართული ოცნების" ძირეული პრინციპების დაცვას ჰპირდება:
"საჭიროების შემთხვევაში - აუცილებლად! და არა იმიტომ, რომ მიშა დარბის... თუმცა, სხვა მექანიზმებიც და გზებიც არსებობს ხალხთან ურთიერთობისთივს და მე ყველა გზას და მეთოდს ეფექტურად გამოვიყენებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლით! მე ჩვენს ხალხს ვაძლევ ერთადერთ პირობას - ვიქნები განუხრელად დამცველი იმ პოზიციებისა, რაც გვაქვს!
ძალიან იშვიათად ვდებ პირობას, არ მიყვარს შეპირებები და ძალიან ვერიდები ამას, მაგრამ ქართველ ხალხს ერთადერთს ნამდვილად ვპირდები - რასაც ვაცხადებ და რა მიზნებითაც შემოვედი პოლიტიკაში, განუხრელად ვიქნები მისი დამცველი! ყველა ჩემი განცხადება გულწრფელია და პირდაპირ გეტყვით: