2007 წლის ეროვნულ გამცდებში საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა, გამოცდებში მონაწილეობის მიღება მოახერხა ქალაქ ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, ირინოლა ლაგვილავამ. რომ არა ერთი გარემოება ამ დარღვევის შესახებ საზოგადოება და განათლების სამინისტრო ვერაფერს შეიტყობდა, რადგან მოსწავლემ რესურს ცენტრში გამოცდებში მონაწილეობისთვის საჭირო ყველა საბუთი (რა თქმა უნდა გაყალბებული) წარმოადგინა...
გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია]
...გამოცდების ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ ადგილობრივმა ტელეკომპანიამ ლაგვილავას ინტერვიუ სთხოვა, ხოლო როცა სიუჟეტი ეთერში გავიდა რესპონდენტი მისმა კლასელებმა იცნეს და სკოლის დირექციას მიმართეს: ირინოლა ჩვენი კლასელია და გამოცდებში როგორ მიიღო მონაწილეობა, თუ ასე ხდება ჩვენც გვინდა ჩაბარებაო.
საქმე გახმაურდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაოიწყო. განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.
აღსანიოშნავია, რომ ვრცელდება ინფორმაცია რომლის თანახმად ირინოლა ლაგვილავა რესურსცენტრის ხელმძღვანელის აზა ჯოჯუას ნათესავია... როცა ჯოჯუას კომენტარი ვთხოვეთ ჟურნალისტთა კორპუსს ამ საქმის "გამოჩხრეკისათვის" შეურაცყხოფა მოგვაყენა და უკომენტაროდ გამოგვისტუმრა.
ჩვენ აგრეთვე ვცადეთ გავსაუბრეობოდით # 1 საჯარო სკილის დირექტორს ნინო ჭიჭინაძეს, მაგრამ მან კომენტარის სანაცვლოდ გარკვეული პირობები წამოგვიყენა. ინტერვიუზე მხოლოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავა დავითანხმეთ, მაგრამ მისგან კომპეტენტური ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
"სასკოლო საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი, ზოგადი განათლების შესახებ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები განისაზღვრება ამავე კანონის 30-ე მუხლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ფაქტის განხილვა აღემატება ჩემს უფლებამოსილებას.
მიმართეთ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას" - გვითხრა ქალბატონმა დარეჯანმა.
ზუგდიდელები ამბობენ პირველი სკოლის დირექციამ ამ საქმის "გაჩალიჩებისთვის" მნიშვნელოვანი თანხა აიღოო, მაგრამ "ღია ბოქლომის"" მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.
ნინო ჭიჭინაძემ უკვე აღიარა, რომ ირიოლა ლაგილავაზე უკანონოდ გასცა მეთერთმეტე კლასის დამთავრების საბუთი, მაგრამ იგი თავის ბრალეულობას უარყოფს და თითს სკოლის საქ. მმართველისკენ დუნია კუკავასკენ და ლაგვილავას დამრიგებელისკენ, მარინა ხუბუტიასკენ იშვერს, ჭიჭინაძის მტკიცებით იგი თანამშრომლებმა შეცდომაში შეიყვანეს. ამ უკანასკნელებმა კი სამსახური უკვე დატოვეს. დუნია კუკავამ ზუგდიდის საოლქო პროკურორს, მისი უკანონოდ განთავისუფლების ფაქტზე საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა.