წყარო reportiori.ge
16:57 25.03.2014
„შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა ათენში მიხეილ სააკაშვილზე ცოტა უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, სოკრატე, გაასამართლეს, მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ კი მისცეს გაქცევის საშუალება, რაზეც თქვა: სიცოცხლე არაფერია ათენის სახელმწიფოსთან შედარებით და მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქვეყანა უკანონოაო. ასე უყვარს ზოგიერთს სამშობლო და ამიტომ გვახსოვს 2500 წლის მერეც. სააკაშვილი კი სამარცხვინო კაცია. ქვეყანაში, რომელსაც ის 10 წელი მართავდა არჩევნების შემდეგ ერთი დღეც არ გაჩერდა", - ასე შეაფასა „რეპორტიორთან" საუბარში მიხეილ სააკაშვილი ლევან ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უცხოელი კოლეგების შეშფოთებას ეხმაურება.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24-ში ჩადის ევროპაში, სადაც ჩვენს უცხოელ კოლეგებს შეხვდება და მათ ყველა შეკითხვას უპასუხებს. მანამდე კი ვიტყვი, რომ პროკურატურაში სააკაშვილის დაბარება კანონის ფარგლებში გასაკვირი არ არის. პრეზიდენტი იქნება თუ ყოფილი პრეზიდენტი, კანონის უზენაესობას ეს არ აინტერესებს. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და მეც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, პარლამენტს არანაირი გავლენა არ გვაქვს პროკურატურაზე. მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ჭკვიანურს იზამს, თუ ჩამოვა პასუხს გასცემს ამ კითხვებს. ის მაინც ეთქვა „სკაიპით ჩავერთვებიო", საერთოდ არ ვითანამშრომლებო, რამ ათქმევინა? არა მგონია, რომ ბატონი სააკაშვილის დაბარება რამენაირად დაკავშირებული იყოს მის დაპატიმრებასთან. მასთან როგორც პრეზიდენტთან არსებობს შეკითხვები: რატომ შეიწყალა ის მკვლელები, რომლებიც არ უნდა შეეწყალებინა, რა გავლენა მოახდინა ბატონი ჟვანიას საქმის გარემოებებზე და ა.შ. ბევრი შეკითხვაა და სრულიადაც კანონიერი.
უცხოელი კოლეგების შეშფოთების საფუძველი, რა თქმა უნდა, არსებობს როდესაც ექსპრეზიდენტს იბარებენ რამდენიმე საქმეზე და მესმის, მაგრამ თუ ის არ გამოცხადდა დაკითხვაზე, ჩვენი კოლეგები ხომ ამაზეც შეშფოთდებიან? თურმე პრეზიდენტად იყო კაცი, რომელიც კანონმორჩილი არ არის და დაკითხვებზე არ დაიარება. გასაგებია, მათი მღელვარება, არ გვენდობიან ბოლომდე, არ სჯერათ, რომ ჩვენ სამართლიანად ჩავატარებთ ყველაფერს, მაგრამ ამავე დროს პრემიერი შეეცდება, პასუხი გასცეს ამ საკითხებს პირადად, რის შემდეგაც, ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარდება. მესმის დასავლეთის შეშფოთება, მაგრამ ჩემი აღშფოთებაც გაიგეთ. საქართველოს თურმე პრეზიდენტად ჰყავდა კაცი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ქართული სახელმწიფო და მისი კანონები", -ამბობს ბერძენიშვილი.