16:57 25.03.2014
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისთვის მზადაა, თუმცა არა დაკითხვაზე.
"მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ საქართველოში ჩამოვალ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სატელეფონო ჩანაწერში, რომელსაც ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე მის დაბარებას ვლადიმერ პუტინის დაკვეთად აფასებს.
"პრაქტიკულად მე დავიწყე კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად. ძალიან დიდი პრობლემა შექმნეს, მაგრამ თუ ახლა პუტინი თვლის, რომ მე წყნარად წავალ და ჩავბარდები და ჩემი გადაადგილების შეზღუდვა აღარ მოხერხდება, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს და მთელი რეგიონის განთავისუფლებისთვის, როგორც თავისუფალმა ადამიანმა. ვერავინ ვერ შეზღუდავს ჩემს გადაადგილებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საქართველოში ჩამოვალ თუ არა, მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ მე საქართველოში ჩამოვალ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად. ეს დრო დადგება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია. რუს ოლიგარქს, რომელსაც მისცეს ორი მილიარდი ამ დავალების შესასრულებლად, თავის დროზე 2012 წელს. საერთოდ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის მისი გაკეთებული, უფრო მეტიც. თავის დროზე ევროპელები მეუბნებოდნენ, რომ ის გადადგა თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ჩრდილოვანად გააკეთოს ეს საქმე, ვითომ თვითონ არაფერ შუაშია. მინდა ვთქვა, რომ ამას არავინ არ ჭამს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას მართავენ სრული არარაობები, რომლებიც საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ. ყველამ კარგად იცის, რომ საბოლოო ჯამში, ივანიშვილიც არ იღებს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც მას მისცა ეს ორი მილიარდი. ეს არის დროებითი სიძნელეები საქართველოსთვის. მე გავაგრძელებ ბრძოლას. მე ვერაფერი ვერ შემაჩერებს, გარდა ფიზიკური ლიკვიდაციისა პუტინის მხრიდან. მე გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას", - განაცხადა სააკაშვილმა.