ავტორი ირმა ინაშვილი, 2014 წლის 16-18 მარტი
20:57 20.03.2014
თებერვლის ბოლო დღეებში ჩემს მეგობარს, დავით თარხან-მოურავს ვაშინგტონში ვახლდი. შევხვდით სენატორებსა და კონგრესმენებს, გვქონდა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, შევხვდით ძალოვნებს, არასამთავრობო სექტორშიც გვქონდა შეხვედრები - FREEDOM HOUSE-ის პრეზიდენტთანაც და NED-შიც. 10 მარტიდან პარიზსა და ბრიუსელში გვქონდა შეხვედრები ფრანგ სენატორებთან და ნაციონალური ასამბლეის წევრებთან. ბრიუსელში ევროდეპუტატებსა და ბელგიის მემარჯვენეებს შევხვდით. 14 მარტს უკვე გერმანიაში - ბუნდესტაგის დეპუტატებს შევხვდით. 15 მარტს ბრიუსელში დავბრუნდით. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, ვწერ ამ წერილს, რომელიც მინდოდა, რომ მხოლოდ საგარეო პოლიტიკისთვის მიმეძღვნა და მესაუბრა 2014 წლის საფრთხეებსა და რისკებზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ჭრილში, მაგრამ გარემოებათა დამთხვევა მაიძულებს, რომ ამ წერილში, საგარეო პოლიტიკის გარდა, შიდა საკითხებსაც შევეხო. ამასთან, ზოგიერთი საკითხი საკვანძოა, ზოგიც ნაკლებად მნიშვნელოვანი. რა ვქნა? იძულებული ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო. ასე რომ, ნუ გამკიცხავთ, სხვადასხვა მნიშვნელობისა და დატვირთვის საკითხების აღრევის გამო.
ბოლო დღეების მანძილზე ნაცნობები და უცნობები მწერენ და მწერენ, მეკითხებიან ელისო კილაძეზე, თამაზ თამაზაშვილზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, ვანო ჩხარტიშვილზე, ნუგზარ შევარდნაძეზე, თამაზ ელიზბარაშვილზე, ვლადიმერ ხომერიკზე, ლადო ბედუკაძეზე და აღარც მახსოვს, კიდევ რამდენ ვინმეზე. ახლა შევეცდები, რომ ყველა კითხვას ვუპასუხო.
არის თუ არა ელისო კილაძე „ობიექტივის“ გამგეობის წევრი? ელისო კილაძე გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორია. ის "ობიექტივის" წევრი არ არის და, შესაბამისად, გამგეობის წევრიც ვერ იქნება. "ობიექტივი" საეთერო დროს უთმობს გაზეთებსა და საინფორმაციო სააგენტოებს. ამ პრინციპიდან გამომდინარე, კვირაში ერთხელ ერთსაათიან გადაცემას უძღვებიან სხვადასხვა გაზეთების რედაქტორები და ჟურნალისტები. ცნობისათვის: თავისი საავტორო საათი აქვთ ან ჰქონდათ: "ვერსიას'', "ალიას", "საქართველო და მსოფლიოს", "სვობოდნაია გრუზიას", "საერთო გაზეთს" და "ქრონიკა+"-საც.
რამდენად ხშირად ვიბეჭდებით გაზეთში "ქრონიკა+"? არც ჩემ მეგობრებს და არც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" არ უთმობს საგაზეთო ფართობს "ქრონიკა+". ვეყრდნობი თავად ელისო კილაძის მონაცემებს: 46 ნომერში მხოლოდ ერთი ინტერვიუა დავით თარხან-მოურავთან და ერთი - სოსო მანჯავიძესთან.
რა ურთიერთობა მაქვს პრემიერთან და მის ოჯახთან? ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად ჩემი მეგობარია. ვიცნობ მის მეუღლეს და მშობლებს, სიმამრს - თამაზ თამაზაშვილს (რომელთან ერთადაც აფხაზეთის ომში ვიყავი) და სიდედრს. ასევე, მის ახლო ნათესავებსაც. არც ვმალავ რაიმეს და არც მესმის, რა ან რატომ უნდა დავმალო. აქვე, ყველას გასაგონად ვამბობ: მე არასდროს ვურტყამ ჩემს მეგობრებსა თუ მათი ოჯახის წევრებს. არც პირდაპირ და არც ირიბად, არც ჩემი და არც სხვისი ხელით; ხოლო თუკი რაიმე სათქმელი მაქვს, პირადადაც ვეუბნები და საჭიროებისამებრ, - საჯაროდაც ვამბობ!
რა კავშირი გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს სოციალურ ქსელსა თუ პრესაში წამოწყებულ დაპირისპირებასა და პოლემიკასთან, რომელიც პირდაპირ, თუ ირიბად უკავშირდება ელისო კილაძეს, თამაზ თამაზაშვილს ან, თუნდაც, ლადო ბედუკაძეს? არავითარი! არავითარი კავშირი არ გვაქვს! ზოგადად, ეს არც პირველი და არც მეორე თუ მესამე შემთხვევაა, როდესაც ჩვენს გარევას ცდილობენ არ ვიცი, რაში და არ ვიცი, რატომ... გაიხსენეთ, თუნდაც, ნაცების შერლოკ ჰოლმსური დასკვნა, თითქოს "ჯიჰადის ვიდეო" მე მომიმზადებია, გამივრცელებია და ორიგინალიც სახლში მაქვს თურმე შენახული, ალბათ, ბალიშის ქვეშ...
ვიცნობ თუ არა ვანო ჩხარტიშვილს, თამაზ ელიზბარაშვილს, ნუგზარ შევარდნაძეს? მეხმარებიან თუ არა ისინი? ვანო ჩხარტიშვილსაც ვიცნობ და თამაზ ელიზბარაშვილსაც. დახმარებიან თუ არა ისინი „ობიექტივს“ ფინანსურად? არა! მისაუბრია თუ არა მათთან ფინანსური დახმარების შესახებ? კი, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო ნუგზარ შევარდნაძე 10 წელია, თვალით არ მინახავს! ხაზგასმით ვამბობ: არც ვანო ჩხარტიშვილი, არც თამაზ ელიზბარაშვილი და არც ნუგზარ შევარდნაძე არასდროს დახმარებია არც „ობიექტივს“, არც პირადად მე და არც ჩემს მეგობრებს! არასდროს! და რომ დახმარებოდნენ, ვითომ რა დანაშაულია? ან რა დასამალია? მაგრამ, რაც არ ყოფილა, რატომ დავიბრალო?
რა ურთიერთობა მაქვს ვლადიმერ ხომერიკთან? აღარ ვიცი, რა ვქნა... ასეთ დროს ქართველები ამბობენ, „მოუშორებელი ჭირიაო“. მერამდენედ ვთქვა: ვლადიმერ ხომერიკს არ ვიცნობთ არც მე და არც ჩემი მეგობრები! არასდროს შევხვედრივართ და არასდროს გვქონია რაიმე საქმე! აბსოლუტურად ზუსტად გეუბნებით: „ციხის კადრებთან“ არავითარი შეხება არ ჰქონია არც ვლადიმერ ხომერიკს და არც უამრავ ჟურნალისტს, ადვოკატს, უფლებადამცველსა თუ პოლიტიკოსს, რომელთა გვარებსაც ახლა არ დავასახელებ, მაგრამ, რომლებიც ბევრს ცდილობდნენ, ამ საქმეს „მოკერებოდნენ“.
რა მედალი გადასცა ვლადიმერ ხომერიკმა ლადო ბედუკაძეს? ბედუკაძესთან ჩვენ შეხება გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ „ციხის კადრებთან“ დაკავშირებით; მე არაფერი ვიცი მისი ამჟამინდელი საქმიანობისა თუ კონტაქტების შესახებ. წარმოდგენა არ მაქვს, ხომერიკმა მას რა მედალი და რატომ გადასცა!
ახლა ქვეყნის შიდა ვითარებაზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა:
ასე მგონია, ბავშვიც კი ხვდება, რომ ქვეყანაში ფრთებს შლის ნაცების „გაპრავების“ პროცესი. ამ პროცესს ჩვენ წელიწადნახევარია ვაკვირდებით: იგი ვითარდება, სხვადასხვა ასპექტებში მეტამორფოზას განიცდის და, რაც უარესია, ახალ მწვერვალებს იპყრობს. აი, მაგალითად, ახალ აზრს ამკვიდრებენ, - კოჰაბიტაცია ჩვენთვის უცხოეთიდან არავის დაუვალებია, კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალაო! როდის დაგვავალა? ბაქრაძემ რომ 22% აიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, აი, მაშინ დაგვავალა, თურმე. ჯერ ერთი, მინდა შეგახსენოთ, რომ კოჰაბიტაციაზე საუბარი საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისთანავე დაიწყო და, თუ 2012 წლის არჩევნების პროცესსა და შედეგებს გავითვალისწინებთ, ეჭვი არ დაგვრჩება, რომ ქართველი ხალხის დავალება კოჰაბიტაცია კი არა, დამნაშავე რეჟიმის გასამართლება იყო. მეორეც, - მაინტერესებს, ვის სჯერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 1 მილიონ 700 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 22%-მა ბაქრაძეს დაუჭირა მხარი? საინტერესოა, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაახლოებით 2 მილიონ 100 ათასმა კაცმა მიიღო მონაწილეობა და ხალხი ლამის ერთი საათი იდგა რიგში. როგორ მოხდა, რომ 1 მილიონ 700 ათასი ამომრჩევლის პირობებში 5-წუთიანი რიგიც კი არ ყოფილა არც ერთ უბანზე? „ობიექტივი“ საბურთალოზე ერთ უბანს აკვირდებოდა, სადაც სულ 1200 ამომრჩეველია, საპარლამენტო არჩევნებში 900 კაცი ყოფილა და 40-წუთიანი რიგი იდგა. საპრეზიდენტო არჩევნებზე, თურმე, 700 ამომრჩეველი მისულა და 2-წუთიანი რიგიც კი არ ყოფილა. საინტერესოა, ეს ჯადოსნური გარდაქმნა როგორ უნდა ავხსნათ?! როგორ და მარტივად: არჩევნებზე 1 მილიონ 700 ათასი კაცი არ მისულა. სულ ცოტა, ნაცნობი მაინც თუ ჰყავს ადამიანს ცესკოში, იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეალურად 850 ათასზე ნაკლები კაცი მივიდა და ისიც იცის, რომ ბაქრაძეს ამომრჩეველთა ხმების 7-8%-ზე მეტი არ აუღია. ასე რომ, კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთა არ არის და, რომ არ არის, ამას ჩვენ მალე დოკუმენტურად დავამტკიცებთ.
საერთოდ, ამომრჩეველთა რაოდენობა ქართველი ხალხისთვის კვლავ უდიდეს საიდუმლოდ რჩება. ახალ ხელისუფლებასაც არ სურს აღიარება, რომ ქვეყანაში 3 მილიონ 500 ათასი ამომრჩეველი არაა. რატომ? აბა, როგორ გაიყვანონ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზე? როგორ გამოაცხადონ გაკოტრებული ნაცისტები მთავარ ოპოზიციურ ძალად? ჩემი ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა მოსახლეობის რაოდენობა დაითვალა, მაგრამ ამ ციფრებს არ ახმაურებს. იმიტომ არ ახმაურებს, რომ ცხადი გახდება: ქვეყანაში 2 მილიონ 300 ათასზე ნაკლები ამომრჩეველია. მოკლედ, ამომრჩეველთა რაოდენობის გასაიდუმლოება ძველებსაც აწყობთ და ახლებსაც. სხვანაირად, არჩევნებში როგორ დადონ სასურველი შედეგები?! მოკლედ, ასე მგონია, პატრიარქმა რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მასაც მეოთხე ადგილზე გაიყვანენ და უმანკო თვალებით შეჰღაღადებენ: არ გენდოთ ხალხი, უწმინდესო, და რა გვექნა?
ამასწინათ პოლემიკას შევესწარი: ჰყავთ თუ არა ნაცისტებს მრჩევლები და ლობისტები? ნაცების მმართველ გუნდს რომ დასავლეთში მრჩევლებიც ჰყავს და ლობისტებიც, ამას არავითარი მტკიცება არ სჭირდება. მე მათი ვინაობაც ვიცი და ზოგიერთს პირადადაც ვიცნობ. კოჰაბიტაცია რომ მათ გამოიგონეს და, რაც მთავარია, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ამ იდეის ლობირება რომ შეძლეს, ამას კამათი რად უნდა?! ჩადიხარ ვაშინგტონში, ხვდები ამა თუ იმ სენატორსა თუ კონგრესმენს და პირდაპირ გეუბნება: საქართველოს პოლიტიკური საზოგადოების ფორმირებაზე დაიხარჯა უამრავი ენერგია და ფინანსური, ინტელექტუალური, საინფორმაციო, პოლიტიკური, თუ სხვა რესურსი. ასე რომ, კოჰაბიტაცია აუცილებელია, რათა ეს დიდი შრომა წყალში არ ჩაგვეყაროსო. იგივე აზრს იმეორებენ ფრანგი სენატორები, ევროდეპუტატები და უამრავი სხვა - ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ისე არ გამიგოთ, თითქოს დასავლეთი დამნაშავეთა დასჯის წინააღმდეგია: როცა ამერიკელ სენატორებს სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი ვიდეომასალა ვაჩვენეთ, ერთი აზრი გვქონდა, რომ დამნაშავენი უნდა დაისაჯონ, მაგრამ ახალ ხელისუფლებას დასავლეთში სერიოზულად არ უმუშავია რეჟიმის მხილებისა და დამნაშავეთა გასამართლებისთვის. არადა, ხელისუფლებას სწორედაც რომ ევალება, ჩვენს ამერიკელ თუ ევროპელ მეგობრებს საქართველო ქართველი კაცის თვალით დაანახოს, მაგრამ ხელისუფლება ამ საქმით თავს არ იწუხებს. სამაგიეროდ, ნაცები იტკიებენ თავს და ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოს ნაცებისა და მათი ლობისტების თვალით უყურებენ; ნაცების თვალი კი, მოგეხსენებათ, მატყუარაა. ცხადია, რომ ამ ვითარებაში დასავლეთი ნაცებისთვის სასურველ ჭრილში გვაძლევს რჩევა-დავალებებს, ჩვენს ხელისუფლებას კი სრული კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული და ამ რჩევა-დარიგებებს გადაჭარბებული ენთუზიაზმით ეკიდება. აქ ჩვეულებრივ „ქართულ ამბავთან“ გვაქვს საქმე: ქართველი კაცი მეგობრისთვის არაფერს იშურებს და ხშირად, საჭიროზე მეტსაც იმეტებს! ჩვენი ხელისუფლებაც უფრო მეტს ტვირთულობს, ვიდრე მას დასავლელი მეგობრები სთხოვენ, მაგრამ ერთი რამ ვერ გაუგია ხელისუფლებას: მისი მთავარი და ყველაზე დიდი მეგობარი ქართველი ხალხია და ეს ხალხი შეურაცხყოფილია, გაბრაზებულია და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს! მაგრამ ხელისუფლება სირაქლემას მდგომარეობაში რჩება.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაცების „გაპრავება“ 2012 წლის ოქტომბრიდან თუ არა, ნოემბრიდან დაიწყო. ჯერ სხვადასხვა ტელე-არხებზე ვიდეოკლიპები გამოჩნდა და ეს ვიდეოკლიპები ქართველ ხალხს ერთ აზრს ახვევდა თავს: ყველაფერი, თურმე, ისე ცუდად არ ყოფილა, როგორც ჩვენ გვეგონაო, მაგრამ ამას ისეთი მძიმე რეაქცია მოჰყვა, რომ ცოტა ხანში კლიპები გააქრეს. გადაწყვიტეს, - ჯერ ადრეაო. მერე ხელისუფლებამ ცოტა ხნით გაგვახარა, - პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. ყველამ იცის, რომ ჩვენ პატიმრების დასაცავად ყოველკვირეულ მიტინგებს ვმართავდით. 2 წლის მანძილზე 60-ზე მეტი მიტინგი გავმართეთ. სად არ ვიჩხუბეთ, რამდენი ხალხი დაგვიჭირეს, 150-ზე მეტი სასამართლო პროცესი ვაწარმოეთ, პატიმრების დასახმარებლად უფასო ადვოკატთა ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, რომელმაც წარმატებულად იმუშავა, ამიტომ, ცხადია, პატიმრების გათავისუფლებამ, უპირველესად, ჩვენ გაგვახარა, მაგრამ პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, საზოგადოებას უნდა გაეგო მათი რეალური რაოდენობაც. პატიმრების მასობრივ გათავისუფლებამდე არაერთ ორგანიზაციასა თუ უფლებადამცველს უთქვამს, რომ ციხეებში 42 ათასზე მეტი პატიმარი იყო. ჩვენი დათვლაც დაახლოებით იგივე ციფრებს იძლეოდა, რასაც ძველი ხელისუფლება, ცხადია, უარყოფდა: ჯერ 18 ათასს ასახელებდა, მერე 23 ათასზე ავიდა, ბოლოს 28 ათასი აღიარა და დასასრულ 32 ათასიც კი წამოიკნავლა, რეალური ციფრი კი, ცხადია, დამალა. ამ ვითარებაში ახალი ხელისუფლება როგორ მოიქცა? როგორ და, მოწმინდა ნამუსი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მზაკვრული დუმილით ძალაში დატოვა სააკაშვილის ხელისუფლების ციფრები. ციხიდან გამოსულმა ხალხმა იფიქრა, სამართლიანობის აღდგენა დაიწყოო, მაგრამ შეცდა: პროკურატურამ და სასამართლომ მულტსერიალის «Ну, погоди!» ქართული ვერსია შემოგვთავაზა - სულ რაღაცას იძიებდნენ და სულ ვიღაცას ამართლებდნენ! რაც მთავარია, წამებასთან დაკავშირებული ყველა მუხლი გააქარწყლეს! აბა, რეპუტაციას ხომ არ შეულახავენ ნაცებს?! პირიქით, შეულახონ კი არა, უნდა აღუდგინონ. არ მინდა ვინმეს სიმართლე და შრომა დავუკარგო, - დღეს პროკურატურაში სხვა ხალხია და იმედი მომეცა, მაგრამ სასამართლო კვლავ ნაცებს ემსახურება და უსამართლოდ მოქმედებს. მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
ამასობაში კი, კოჰაბიტირებულები დაქორწინდენ! გაირკვა, რომ სახელმწიფო აღმშენებლობა ჩვენ არ ძალგვიძს. სამაგიეროდ, ძალუძთ ძველი ხელისუფლების წევრებსა და მხარდამჭერებს, აგრეთვე სრულიად უპოზიციო ადამიანებს, რომლებიც, თურმე, რა კარგია, რომ მიტინგებზე არასოდეს გადიოდნენ და პროტესტს არ გამოხატავდნენ! ახალმა ხელისუფლებამ ესენი გულში ჩაიკრა, ხოლო შეურაცხყოფილი და სულნატკენი ქართველობა პირში ჩალაგამოვლებული დატოვა! რამდენიმე დღის წინ ხელახლა აგვიხილეს თვალი ძველი ხელისუფლების „საგმირო“ საქმეებზე: თურმე 2008 წლის ომის დღეებში, დავით ბაქრაძე არ გვეუბნებოდა დანა-ჩანგლით დაიცავით თავიო, არც მაშინდელი ხელისუფლება გარბოდა სადმე, უბრალოდ, საზღვარზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ, მერე ისევ გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ, და კვლავ გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. მოკლედ, საზღვარს ათვალიერებდნენ! მე კი ამ დროს გორში ვიყავი... ისე, არ დავმალავ: გაბაშვილს და უგულავას კი ვხედავდი გორში...
მოკლედ, როგორც ირკვევა, ყველაფერი ისე ცუდად არ ყოფილა, როგორც ჩვენ გვეგონა, - ძველი ხელისუფლება ქართველ ხალხს ჰყვარებია, ამიტომაც განუწყვეტლივ ირჩევდა და ირჩევდა მიშას! არც არჩევნებს აყალბებდა ვინმე... ოქტომბერში კი შეყვარებულ ხალხს არჩევანი გაუჭირდა, - ბიძინაც უყვარდა და მიშაც; ბოლოს მაინც ბიძინასკენ გადაიხარა, მაგრამ არც მიშას ატკინა გული, - ხმების 40% უძღვნა. შემდეგ ლექსიკონში იძრომიალა, იქ სიტყვა „კოჰაბიტაცია“ გამოძებნა და ახალ ხელისუფლებას დაავალა, ძველზე კოჰაბიტირებულად დაქორწინდიო! არც პატიმრებს აწამებდნენ ჩვენს ქვეყანაში და არც იმდენი პატიმარი გვყოლია, რამდენიც გვეგონა, არც ქონება წაურთმევიათ ვინმესთვის და რის დაბრუნებას ვითხოვთ? ქვეყნის აღმშენებლობასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს? ჩვენ ხომ „მიტინგობანას“ გარდა სხვა არაფერი შეგვიძლია! ამიტომაც, ახალი ხელისუფლება ძველში ეძებს კადრებს, - ოღონდ სანთლით! სოხუმიც ჩვენ დაგვიკარგავს და ცხინვალიც და ახლა რას ვითხოვთ? რას და, კვლავ მიშა გვინდა პრეზიდენტად და ვანო - პრემიერად! ჰო, მართლა, ბაჩოც დააბრუნეთ შინაგან საქმეთა მინისტრად, მე კი დამაპატიმრეთ!
ზემოთქულზე ღიად ვსაუბრობდით ვაშინგტონშიც და პარიზშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც, ზოგან აბსოლუტური მხარდაჭერა გვქონდა, ზოგან კი, ჩვენი მეგობრები, აი, ის მეგობრები, ძველი და ახალი ხელისუფლების თქმით, არაფერს რომ არ გვავალებენ, გვეუბნებოდნენ: აღარ გინდათ არც არავის დასჯა, არც გასამართლება და არც გამოძიება... ნუღარ ფიქრობთ წარსულზე, იფიქრეთ მომავალზე! რას იტყვით, 2014 წლის დევიზად გამოგვადგება? არ გაინტერესებთ, სააკაშვილის მეგობრები ამას რომ გვეუბნებოდნენ, თავად სააკაშვილი რას აკეთებდა? რას და, - თავდაუზოგავად შრომობდა! არ დატოვა არც ტელევიზია და არც გაზეთი, სადაც თავისი „სიბრძნე“ არ გამოამჟღავნა! ეს "სიბრძნე" კი სულ 4 პუნქტს მოიცავს: პირველი, რომ რუსეთი კაციჭამიაა (ვფიქრობ, ეს სიმართლესთან ახლოა); მეორე, რომ დასავლეთი ღვთაებრივია (ვფიქრობ, ეს სერიოზული გადაჭარბებაა); მესამე, რომ დასავლეთი უკრაინაში სწორად მოქმედებს (ამაში უეჭველად ცდება) და, რაც მთავარია, - მეოთხე, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობა უუნაროა, უპერსპექტივოა დასავლეთისა და, საერთოდ, ცივილიზებული სამყაროსთვის და რომ აუცილებელია ამ მთავრობის სასწრაფო შეცვლა პერსპექტიული და სუფთა რეპუტაციის მთავრობით და ასეთი თავადაა, შემდეგ დაპირებას იძლევა, რომ ძალიან მალე დაბრუნდება ხელისუფლებაში! (გამოგიტყდებით, სააკაშვილის აზრები პირველ სამ პუნქტზე ნაკლებად მაინტერესებს, მეოთხე პუნქტი კი, ძალზედ საინტერესოა ჩემთვისაც და, ასე მგონია, თქვენთვისაც).
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნაცისტების ლობისტები კულუარებში ხშირად ადანაშაულებენ ივანიშვილსაც და ღარიბაშვილსაც რუსეთის ფარულ აგენტობაში და ჩვენ მუდმივად გვიწევდა ამ ბოდვის უარყოფა. მაინტერესებს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამდენი ხნის მანძილზე რატომ ვერ მოახერხეს ამ ტყუილის გაქარწყლება?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნაცები თბილისში „მაიდანს“ ამზადებენ და ბევრ „კოცონს“ დაანთებენ ქუჩებში! ჩვენ, „მიტინგობანას“ მეტი რომ არაფერი ვიცით, როგორ მოვიქცევით, მე მგონი, ცხადია, მაგრამ მაინტერესებს, აი, ისინი, ძალიან ბევრი რომ იციან, როგორ მოიქცევიან?
სულ სხვა თემებზე ვისაუბრე და მეტყვით, საყდრისი რა შუაშიაო. ვაშინგტონთან და ბრიუსელთან საყდრისი ნამდვილად არაფერ კავშირშია, მაგრამ საქართველოს ისტორიას, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და, რაც მთავარია, ქართველი კაცის იდენტურობას ხომ პირდაპირ უკავშირდება?! ამიტომ ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. აკი, გითხარით, რომ ამ წერილში სხვადასხვა საკითხს შევეხები მეთქი. მცოდნე ხელისუფლებამ და იმათ, მიტინგებზე რომ არ დადიოდნენ, მაგრამ ყველაფერი რომ იციან, გამოგვიცხადეს, - ქართველ მეცნიერებს არ ვენდობითო. მერე რა, რომ ათეული წლები ამ თემას შეალიეს, მეცნიერებაში ახალი სიტყვა თქვეს, საქართველოს სახელი გაუთქვეს, მერე რა?! მაინც არ ვენდობითო! თქვე, დალოცვილებო, ქართველებს რომ არ ენდობით, გერმანელ მეცნიერებს რაღას ერჩით, ეს ამიხსენით?! ალბათ, მათზე მეტიც იცით. აი, რაში ყოფილა საქმე! მოკლედ, საკაშვილს კვალდაკვალ მისდევთ: ისიც ხომ კარგად იცნობდა ქართულ პოეზიას?! ახლა „ახალი ჭკვიანები“ გამოიყვანეს სცენაზე. რა დროს საყდრისია, მახლობლად იმხელა სანაგვეა, იმისთვის ვერ მოგვივლიაო?! ანუ, თუ არ ვვარგივართ და სანაგვეს ვერ ვუვლით, ამიტომ საყრდისი უნდა დავანგრიოთ. დალოცვილებო, რაღა საყდრისი დავანგრიოთ, თუ სანაგვეს ვერ ვუვლით, მოდით, პირდაპირ კაზრეთი დავანგრიოთ, ბოლნისიც მივაყოლოთ და თბილისიც; ისე, თუ მთელ საქართველოს დავანგრევთ, ნაგვის გამტანიც აღარ გვეყოლება და ნაგვის გატანის საჭიროებაც აღარ იქნება. არ მინდა ვიფიქრო, რომ აქ საქმე მერკანტილურ ინტერესებთან გვაქვს. თუმცა, საქართველოსა და გერმანიის ნახევარზე მეტი ამაზე უკვე ლაპარაკობს. ასე რომ, ხელისუფლებას ვურჩევ: საპირისპირო გეზი აიღოს და საყდრისის დაცვით დაკავდეს.
თავი კი მოგაბეზრეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა შევეხო საერთაშორისო ვითარებას და საგარეო პროცესებზეც მოგაწოდოთ ჩემი მოკრძალებული აზრი.
მოგეხსენებათ, დედაჩემი გვარად მარტინენკოა. მარტინენკოები შორეული წარმოშობით ჩერნოგორიელი სერბები არიან. დაახლოებით 500 წლის წინ მარტინენკოების ერთი შტო დასავლეთ უკრაინაში გადმოსახლდა და გაუკრაინელდა, ხოლო 1776 წელს ტოტლებენს საქართველოში ივანე მარტინენკო ჩამოჰყოლია. საქართველო ძალიან მოსწონებია, ქართველი ხალხი შეყვარებია და ერეკლე მეფის ერთ-ერთი ათასეულში დაუნიშნავთ ასმეთაურად. მოგვიანებით, მესხი ქალი შეურთავს ცოლად და აწყურის მიდამოებში, სოფელ მოქცევში დასახლებულან. ჰოდა, ამ ივანე მარტინენკოს შთამომავლები არიან ქართველი მარტინენკოები. მიუხედავად 200-წლიანი ქართველობისა, მარტინენკოებს უკრაინელ ნათესავებთან კავშირი არ დაუკარგავთ. დედაჩემს დღესაც აქვს ურთიერთობა ლვოველ მარტინენკოებთან. თუმცა, საერთო წინაპარი 10 თაობის წინ ჰყავდათ. ასე რომ, უკრაინა ჩემთვის ძალიან სათუთი და მტკივნეული თემაა.
ამერიკაშიც და ევროპაშიც ძალზედ გვაშფოთებდა უკრაინაში არსებული ვითარება. დავით თარხან-მოურავი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავდა, რომ უკრაინაში ძალიან ფრთხილი მოქმედებებია საჭირო; სენატორებსა და კონგრესმენებს ეუბნებოდა, - მართალია, იანუკოვიჩი კორუმპირებული ჩინოვნიკია და ხალხს არ უყვარს, მაგრამ არც იაცენიუკი უყვარს ხალხს და საყრდენად არ გამოგადგებათ. მეტიც, უკრაინაში სრულიად სხვა მოცემულობა გვაქვს. ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობის უმრავლესობა პრორუსულადაა განწობილი და არც დასავლეთ უკრაინაშია ცალსახა მდგომარეობა. ამ ვითარებაში რუსეთი ყირიმს დაუყოვნებლივ და უომრად წაიღებს და აღმოსავლეთ უკრაინის მოწყვეტასაც დაიწყებს: იქ ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ქუჩებში შეხლა-შემოხლა იქნება და ამას დაეყრდნობა რუსეთიო. სენატორები და კონგრესმენები პასუხობდნენ, - ეს სიტყვები კი არის დამაფიქრებელი, მაგრამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გვეუბნება, რომ არაფერი მოხდება უკრაინაში, თითსაც არ გაატოკებენ რუსებიო და, არ ვენდოთო? ჰოდა, 28 თებერვალს გამოვემგზავრეთ ვაშინგტონიდან და ვიდრე გზაში ვიყავით, დავით თარხან-მოურავის ნათქვამიც ახდა. რუსეთმა თითიც გაატოკა, შავი ზღვის ფლოტიც და რეფერენდუმიც მოაწყო. საინტერესოა, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მართლა ვერ განჭვრიტა რუსების ქმედება, თუ თავი გაისულელა?
საერთოდ, რით უნდა ავხსნათ პრეზიდენტ ობამას სრული კრახი ეგვიპტეში, სადაც ხელისუფლებას ჯერ ფუნდამენტალისტები დაეუფლნენ და ახლა სამხედროები, უკვე შეეწირა ათასობით ადამიანი, ხოლო მშვიდობის მოპოვება ვერც ეგვიპტელებისთვის და ვერც მათი მეზობლებისთვის ვერ მოხერხდა?! ან რა შედეგები აქვს ობამას სირიაში? დიქტატორ და ბანდიტ ხელისუფლებას ტერორისტები ებრძვიან, ათეული ათასობით მსხვერპლია, უფრო მეტი ლტოლვილია და რუსეთი, რომელიც რეგიონში საერთოდ მოთამაშე აღარ იყო, დღეს მთავარი მოთამაშეა. ან ირანთან რა ხდება? ათეული წლები გვარწმუნებდნენ, რომ ირანი ატომურ ბომბს შექმნის და ახლა გავიგეთ, რომ თურმე, არაა პრობლემა, ვიმეგობროთ, არ შექმნიან ატომურ ბომბსო! აბა, ისრაელს ჰკითხეთ, როგორ უყურებს ამ პერსპექტივას? როგორ და მარტივად. ისრაელმა უთხრა ამერიკას, - ეს საუკუნის შეცდომაა და, თქვენი ჭირიმე, ასეთი იდეებით აქ ნუ ჩამოხვალთო. აღარ ვლაპარაკობ ვითარებაზე აფრიკის ქვეყნებში, ან ვენესუელაში. მოკლედ, გავიმეორებ ამერიკელი რესპუბლიკელების მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ ობამას მმართველობა მმართველობა კი არა, სტრატეგიული შეცდომების ჯაჭვია.
ჰოდა, რა გვაქვს უკრაინაში ამ პირობებში? რა გვაქვს და უბედურება უკრაინელი ხალხის და უკრაინული სახელმწიფოსთვის! აქეთ რუსეთის იმპერია, იქეთ დასავლეთი ხლეჩენ ამ ქვეყანას, - თითოეული ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოგლიჯოს. უკრაინელი ხალხი კი, ამ ვითარებაში იტანჯება, გული უსკდება, სული უკვდება, მაგრამ ეს ვინმეს აინტერესებს?!
ახლა ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. მთავარი, რაზეც საუბარი გვქონდა ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც, პარიზშიც და ბერლინშიც: თუ ნატოში შეგყავართ, შეგვიყვანეთ! თანაც, ჭკვიანურად შეგვიყვანეთ! იმაზე კი ნუ ლაპარაკობთ 24 საათი, რომ გვინდა ნატოში თქვენი შეყვანა, გვინდა, გვინდა, გვინდა და მერე მორიგ სამიტზე გვეტყვით: ახლა ვერ მიგიღებთ! არა, არ იდარდოთ, საერთოდ კი მიგიღებთ ნატოში, მაგრამ ჯერ არა! ჩვენი აზრით, ვითარება სრულიად საპირისპირო უნდა იყოს: თუ ნატოში ჩვენი შეყვანა გსურს, საერთოდ უნდა გავჩუმდეთ, არაფერზე უნდა ვილაპარაკოთ, მტრის ყურადღება უნდა მოვადუნოთ და მოულოდნელად უნდა მიგვიღოთ ნატოში, ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს გადარჩენის შანსი. თუ არა და, ახლა თქვენ რომ ილაპარაკებთ, ილაპარაკებთ და არსად არ მიგვიღებთ, მაგრამ MAP-ს (რომელიც სინამდვილეში არაფერი არაა) მოგვცემთ, ამით რუსეთს კიდევ უფრო გააბრაზებთ! და უკრაინის მოვლენებით ისედაც გაბრაზებული პუტინი კიდევ უფრო გაბრაზდება და გააღვივებს კონფლიქტს მაგალითად, ახალქალაქში. აკი, უკვე გვამცნობენ რუსული სტრატეგიული კვლევითი ცენტრების ექსპერტები, რომ ბაკურიანი, თურმე, თრიალეთის ოსეთია, რომელიც გაუგებარია როგორ, მაგრამ უნდა მიუერთდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს... რომ ახალქალაქი, რომელიც, თურმე, ჯავახეთის სომხეთია და უნდა მიუერთდეს სომხეთს. მოკლედ, გვემუქრება რუსეთი, რომ ყველა ამ რეგიონს წაიღებს.
ვფიქრობ, ხელისუფლება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმი მიიტაცა და მიიერთა!!! დასავლეთმა კი, რით უპასუხა? 27 თუ 37 კაცს აუკრძალა ევროპაში შესვლა! ბუნდესტაგში აზრი გაყოფილია! საფრანგეთის სახალხო ასამბლეაშიც! მოიკითხეთ, რას ფიქრობენ ბელგიელი მემარჯვენეები... ვფიქრობ, ჩვენ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, საუბარშიც და ქმედებებშიც, ამას ყველაზე გააფთრებული პროამერიკელებიც კი უნდა მიხვდნენ! ახლა „ქვების შეგრობის“ დროა და არა „ქვების სროლისა“, ახლა უნდა გავიხსენოთ, რომ: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“.
ამ წერილს გაგრძელება, ვფიქრობ, ექნება...