ავტორი სოფო კაჭარავა | პირWელი
13:38 27.12.2013
როგორც ჟურნალისტმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, თუ ეკონომიკის სამინისტრო კეთილ ნებას არ გამოიჩენს, "ობიექტივის" თანამშრომლები უვადო შიმშილობას დაიწყებენ.
"დიდი მოლოდინით ველოდით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას. თინა ხიდაშელის კომისიამ კომპეტენტურად იმუშავა და სერიოზული დასკვა დადეს. დასკვნაში აღნიშნულია როგორ წაართვეს “ობიექტივს” ტელეარხი. თინა ხიდაშელს მომზადებული აქვს დასკვნა, მაგრამ ის პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს, საქმე აღიძრას და გამოძიება დაიწყოს. თუმცა ეს დროში გაიწელება, ამიტომ ჩვენ დეკემბრის დასაწყისში მარეგულირებელ კომისიას და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, პარლამენტის კომისიის დასკვნით იხელმძღვანელონ, სადაც დადასტურებულია, რომ ობიექტივს სიხშირე წაართვეს. ვიდრე დაიწყება გამოძიება და დამნაშავეები დაისჯებიან, მარეგულირებელმა კომისიამ ალტერნატიული, თავისუფალი სიხშირე გამოგვიყოს. თუმცა პრობლემას ქმნის ეკონომიკის სამინისტრო, სადაც განგვიცხადეს, რომ 2015 წლის ივლისამდე, ვიდრე სახელმწიფო ციფრულ მაუწყებლობაზე არ გადავა, თავისუფალი სიხშირეების სარგებლობაში გაცემა აკრძალულია. ამიტომ მარეგულირებელ კომისიას არ შეუძლია თავისუფალი სიხშირე მოგვცეს. ახლა ეკონომიკის სამინისტროს, მარეგულირებელ კომისიას და "ობიექტივს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, ეკონომიკის სამინიტროს კეთილ ნებას გამოიჩინეს და მარეგულირებელ კომისიას მისცემს უფლებას თავისუფალი სიხშირე დაგვითმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვადო შიმშილობას დავიწყებთ", - განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ობიექტივს" 35-ე დეციმეტრულ სიხშირეზე მაუწყებლობის უფლება 2005 წელს შეუჩერდა. ახლა 35-ე დეციმეტრული სიხშირით ტელეკომპანია "TV3" სარგებლობს.