84 წლის ეთერ ცხადაია მინისტრ გორ–ოზიას ბიზნეს წილის მოთხოვნაში და ორჯერ გატაცებაში ადანაშაულებს

ავტორი ილია ჩაჩიბაია
20:00 24.10.2011
ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მიმტაცებლად მოიხსენიება. სამეფოს, მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ტერიტორია შეუერთდა. ოზიას ცხოვრებას ბიბლიაც აღწერს, სადაც ნათქვამია, რომ 116 წლის მეფე ღმერთმა დასაჯა და კეთრით დაავადა, ოზია სიცოცხლის ბოლომდე მომაკვდინებელი სენით იტანჯებოდა, სახელმწიფოს მართვა კი მისმა ძემ იონათამ ჩაიბარა.

გორ-ოზია კი სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი უბერნატორი და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრია, რომელიც რეგიონის მიწა-წყალის მიტაცებიდან მოხუცების გატაცებაზე გადავიდა. ზუგდიდში მცხოვრები 84 წლის ეთერ ცხადაია ყოფილ პრეზიდენტის რწმუნებულს მისთვის ბიზნეს წილის დაუფარავად მოთხოვნაში და ორჯერ გატაცებაში ადანაშაულებს.

"ჩვენ ვაცხადებთ იაფი სახელმწიფო კრედიტის ახალ პროგრამას. ვგეგმავთ ახალი ბანკის შექმნას, რომელსაც ერქმევა "იაფი კრედიტის ბანკი" და ის იქნება სახელმწიფოს და ბიზნესის პარტნიორობა. რა არის იაფი კრედიტი? – სახელმწიფო უახლოეს თვეებში გაცემს 300.000000 ლარს და უახლოეს წლებში 300 მილიარდამდე ლარს იმისთვის, რომ ყველა მსურველმა სახელმწიფოსგან აიღოს იაფი კრედიტი 5,10,25 წლით, 4 %-მდე განაკვეთით. ეს არის ბევრად უფრო იაფი ვიდე ნებისმიერი კრედიტი, რომელიც არის დღეს ბაზარზე" – ეს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბერში, მას შემდეგ გააჟღერა რაც თანამდებობა დატოვა და ქვეყნის სათავეში მოსასვლელად ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის რანგში შეუდგა. 2008 წელს კრედიტების გაცემა მართლაც დაიწყო.

ეთერ ცხადაიამ წინასაარჩევნოდ სამეწარმეო საქმიანობა სწორედ საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დახმარებით წამოიწყო. ქვეყნის პირველმა პირმა მაშინ მისი ბიზნეს-იდეა მოიწონა და "იაფი კრედიტის ბანკიდან" 180.000 ლარი გამოუყო.

"საარჩევნო პერიოდი იყო. 2008 წლის იანვარში მიხელ სააკაშვილს მივწერე წერილი. მაისის თვეში კი ის უკვე გაპრეზიდენტებული ზუგდიდში ჩამოვიდა. როგორც გაირკვა, რწმუნებულს და ეკონომიკის მინისტრს დაავალა 81 წლის ქალი საკმაოდ საინტერესო იდეას გვთავაზობს და ყურადღება მიაქციეთო. ამის შემდეგ პირადად დამიკავშირდა მინისტრი და რამდენიმე კვირაში ანგარიშზე თანხა ჩამირიცხეს" - იხსენებს ეთერ ცხადაია.

60-მდე ადამიანის დასასაქმებლად, მეფრინველეობის ფერმის მშენებლობა-ამუშავებას ცხადაიას გათვლებით 400.000 ლარი სჭირდებოდა. ეკონომიკის მინისტრის და სააკაშვილის დაპირებით თანხის დარჩენილი ნაწილის ის მალე მიიღებდა. მოხუცმა სოფელ რუხში მიწს ნაკვეთი შეიძინა და ფერმის მშენებლობა წამოიწყო. 180.000 ლარი სწრაფად დაიხარჯა. დაპირებული თანხის მეორე ნაწილი მას აღარ ჩაურიცხეს. ფერმამ ფუნქციონირების დაწყება ვერ შეძლო. ცხადაიას ხელში დაუმთავრებელი შენობა და საცხოვრებელი სახლის დაკარგვის საფრთხესთან ერთად სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი ვალი დარჩა...

ეთერ ცხადაია: ყველა უწყებაში შევაგზავნე წერილი. დახმარებას ვითხოვდი. ზაზა გორო-ზიამ ყოველ ჯერზე დამბლოკა. პირდაპირ ვამბობ ის არის კრიმინალი. როდესაც გორ-ოზიას შევხვდი ვთხოვე პრეზიდენტი ჩააყენე საქმის კურსში-მეთქი. მიპასუხა: ეხლა, რომ მოდიხარ, ფული რომ აიღე მაშინ რატომ არ მოხვედიო?!. ნორმალურ ქვეყანაში კანონი ჩინოვნიკებისთვის და მოხუცისთვის ერთნაირი უნდა იყოს.

2010 წლის 19 ნოემბერს, რწმუნებულის ბრძანებით გამიტაცეს. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი, ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე, ქალაქში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოების დასრულებას მთელ ქვეყანას ამცნობდა. მისთვის წერილის გადაცემას ვცდილობდი. ჩემთვის უცნობი პირები მომვარდნენ მანქანაში ჩამსვეს (თეთრი ნივა N316) და იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამომსვეს.

18 ოქტომბერს მეორედ გამიტაცეს. ანაკლიაში ჩასულ მიხელ სააკაშვილთან ვცადე შეხვედრა, კვლავ მინდოდა მისთვის ყველაფერი ამეხსნა და დახმარება მეთხოვა. გორ–ოზიას სადამსჯელო რაზმის წევრებმა ტერიტორიის დატოვება მიბრძანეს. "ძალა აღმართს ხნავსო", დავემორჩილე. შეხვედრის ადგილიდან კარგა მანძილის დაშორებით ქვის ლოდზე ჩამოვჯექი. დავინახე გორ-ოზია არაადამიანურად თვალებს როგორ აცეცებდა და თავის ბიჭებს ჩემზე რაღაცას ეუბნებოდა. რამდენიმე წუთში უბერნატორი მიგზავნის ბიჭებს და 84 წლის ქალი ხელის გადაგრეხვით შემტენეს მანქანაში (მერსედესი CBA 100). ხელი იმდენად ძლიერად გადამიტრიალეს, რომ ძვალი მომტეხეს, დღესაც ტკივილები მაწუხებს და არ ვარ გონზე მოსული.

ქალბატონო ეთერ, რატომ გებრძვით ზაზა გორ-ოზია?
–მას და მის ოჯახს მარტვილის რაიონში დიდი მიწები აქვთ მითვისებული და ფლობენ მეფრინველეობის ფერმასაც. ბუნებრივია სამეგრელოში კონკურენტი ფირმა არ სჭირდება. ალბათ პრობლემაც არ იქნებოდა წილის მიცემაზე რომ დავთანხმებოდი.

როგორც ვიცი გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ძალოვან უწყებებს მიმართეთ.
-დიახ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში საქმის კურსში ჩავაყენე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახალხო დამცველი და პროკურატურა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ერთხელ როლან ახალაიასაც შევხვდი. შემპირდა საქმეს გამოვიძიებთო. ჩემი განცხადება რაიონულ პოლიციას გადაუგზავნა, სამმართველოს უფროსმა რუსლან შამახიამ კი მომწერა ის სანომრე ნიშნები რომლიც თქვენ დაასახელეთ რეგისტრირებული არ არისო.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ ჩააყენეთ საქმის კურსში?
-მიხელ სააკაშვილს, მის მეუღლეს სანდრა რულოვსს, ვერა ქობალიას, პარლამენტარ გიორგი თარგამაძეს, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ თოდუას და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენ სახელმწიფო მოხელეს გავუგზავნე წერილი, სადაც ჩემს მიმართ განხორციელებულ კანონდარღვევებზე ვატყობინებდი და გორო-ზიას ვამხელდი, მაგრამ "არსაით ხმა არსაით ძახილი" – ჩემი გასაჭირით არავინ გაითავისა.

სახელმწიფოს მიერ გადმორიცხული თანხა რომ დამთავრდა, ყველაფერი რაც გამაჩნდა ფერმის მშენებლობას დავახარჯე. 18 თვის პენსია სესხად გამოვიტანე. დღეს ვკარგავ საცხოვრებელ სახლსაც და შრომა წვალებით აშენებულ ფერმას. ბიზნესის დაწყების მცდელობა კრახით სრულდება. როგორ დავუბრუნო სახელმწიფოს 180 000? ათობით ათასი ლარი პროცენტის სახით უკვე დამარიცხეს.

რას აპირებთ?
-მე მჯერა, რომ ხმას მივაწვდენ ჩვენს პრეზიდენტს და სამართალი აღსრულდება. არ დავნებდები, ამისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ვგეგმავ უახლოეს ხანებში საპროტესტო აქციის ორგანიზებას გუბერნიის შენობასთან. კიდევ ერთხელ ვამხელ უკვე მინისტრ გორო-ზიას. იმ შემთხვევაში თუ მე და ჩემს ახლობლებს რაიმე შეგვემთხვევა სრულ პასუხისმგებლობას ჯალათ გორო-ზიას ვაკისრებ...

მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო სოფლის მეურნეობის მინისტრს: ფიქრობთ, რადგან თანამდებობაზე ბრძანდებით ყველაფერი შეგიძლიათ? 83 წლის ქალბატონი გამიტაცეთ, რა ქვია ამას თუ არა ძალადობა?! არასდროს გაპატიებთ! თქვენ ცუდისკენ მიბიძგებთ. ვხედავ, მოქალაქეები ბუზებად გეჩვენებათ – თავად ხომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ბრძანდებით! რატომ ბლოკავთ ამ საქმეს? როგორ ახსნით? მე ძალიან ბევრი დამრჩა სათქმელი და თუ სურვილი გაქვთ დამიბარეთ და გეახლებით, მაგრამ თქვენ ალბათ ფიქრობთ რა უნდა ველაპარაკო ამ დედაბერსო?! მართალია მოხუცი ვარ, მაგრამ კარგის და ცუდის გარჩევა ვიცი. ნუთუ არ გასწავლეს როგორ უნდა მოექცეთ მოხუც ქალს? აბუჩად აგდებას არ შეგარჩენთ! მართალია მე არაფერი შემიძლია, მაგრამ იცოდეთ იესო ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე დავიბადე და ღმერთი თხოვნას ყოველთვის მისრულებს.

ჩემს გატაცებას არ გაპატიებთ!


P.S. ვხედავთ, ბატონო ზაზა, ღვთის რომ არ გეშინიათ, მაგრამ მეფე ოზიას მსგავსად სასჯელს ყველა ღორმუცელა რომ მიიღებს ეჭვი არ შეგეპაროთ. ნუთუ არ გიფიქრიათ რა შეიძლება მოხდეს ეს ამბავი საქართველოს პრეზიდენტის ყურამდე რომ მივიდეს. კეთრის რა მოგახსენოთ მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვირის აბანოში რომ ამოყობთ თავს ცხადზე-ცხადია. ასე რომ სანამ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, გონს მოეგეთ და ამ განადგურებულ ქალბატონს ყურადღება მიაქციეთ!


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...