ავტორი ხათუნა კორთხონჯია
15:00 06.09.2013
დღეს, სტუდია „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „განათლების ლიგის“ და „საქართველოს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს.
განათლების მუშაკები საზოგადოებას მოუწოდებენ შეუერთდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და მედია–კავშირ „ობიექტივის“ მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც 11 აგვისტოს, კვირას, 15:00 საათზე, მთავარი პროკურატურის შენობის წინ გაიმართება.
აქციის მიზანია - პროკურატურა, უმოქმედო პროკურორისგან, ხოლო უზენაესი სასამართლო, დამნაშავე კუბლაშვილისგან გათავისუფლდეს.
მანანა ნიკოლეიშვილი, „განათლების ლიგის“ თავმჯდომარე: - „სააკაშვილის რეჟიმის დროს ათასზე მეტი სკოლა და 75 ბაგა-ბაღი დაიხურა, ერთ ლარად იქნა გასხვისებული სკოლის შენობები. ათასობით უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგიდან აღდგენილ იქნა მხოლოდ შვიდი მათგანი. მასწავლებლები გათავისუფლებულ იქნენ პოლიტიკური ნიშნით... მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოში დაუყოვნებლივ აღადგინოს სამართლიანობა“.
კვირას, მთავარ პროკურატურასთან დაგეგმილ აქციას „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია“, „საქართველოს განათლების ლიგა“ და „საქართველოს პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოც“ უერთდება.

გაუზიარე ეს სტატია შენს მეგობრებს და გაიგე რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე