18:03 01.08.2013
2013 წლის 11 აგვისტოს, კვირას, დღის 15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის",წინააღმდეგობის მოძრაობის და მედია-კავშირ "ობიექტივის" ორგანიზებით არჩილ კბილაშვილის და კონსტანტინე კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.
„სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილებამ საზოგადოების მოთმინების ფიალა აავსო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და აბუად აგდება, რასაც არ შევეგუებით. ჩვენ არ შეგვშინებია სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების და არ ვაპირებთ ამ სამარცხვინო მდგომარეობის მოთმენას, ახალ ხელისუფლებაში ჩვენი მრავალი მეგობრის ყოფნის მიუხედავად. მოვუწოდებთ მათ, გაიხსენონ, რისთვის ვიბრძოდით და რისთვის ვწირავდით თავს. სამოქალაქო საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, ამიტომაც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", წინააღმდეგობის მოძრაობა და მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2013 წლის 11 აგვისტოს, კვირას, დღის სამ საათზე ვმართავთ აქციას, არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ამასთან, ჩვენ მოვითხოვთ კოტე კუბლაშვილის სასწრაფო ჩამოშორებას სასამართლო სისტემიდან. მოვუწოდებთ საზოგადოებას, აქტიური მონაწილობა მიიღოს ამ აქციაში, რათა აღარავის მოუვიდეს აზრად მსგავსი სამარცხვინო მოქმედებების განხორციელება“, – განაცხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იოსებ მანჯავიძემ.