ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:59 31.07.2013
საყდრისის უძველესი ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნაში კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება - ამგვარი ვარაუდის საფუძველს ის დოკუმენტები მაძლევს, რომელზე დაყდრნობითაც წინამდებარე სტატია მოვამზადე.
საყდრისის უძველესი ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნაზე ზრუნვა 2013 წლის 26 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 5 ივლისს დასრულდა. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტებით ამ პროცესში მონაწილეობდნენ: ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მიხეილ სააკაშვილი, კულტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები: ალექსანდრე თვალჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, გურამ მირცხულავა, ლალი ახალაია, გურამ ყიფიანი, გურამ გრიგოლია, ვახტანგ ლიჩელი, თემურ ჩიხრაძე.
საყდრისის უძველესი ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნით, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ოქროს საბადო ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, რაც ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტებით დასტურდება. ისე, ყურში ვინ ვის რა უჩურჩულა და რა ტიპის განკარგულება გასცა, ჩემთვის უცნობია. ჯერჯერობით, არც ის ვიცი ვინ დგას კომპანია RMG-ის უკან.
2013 წლის 10 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება N563 - “კულტურული ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ“. ამ ბრძანებულებით სააკაშვილმა ანულირება გაუკეთა 2007 წლის 7 ნოემბრით დათარიღებულ მისსავე ბრძანებულებას, რომლითაც ბეჭედი დაუსვა საყდრისის უძველესი ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას. საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით ბატონმა სააკაშვილმა შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინა, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც თავის სასახლეში აქვს გამოკეტილი და საქართველოს მთავრობას ცოცხალი თავით არ უბრუნებს;
2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გამოსცა ბრძანება N03/108 - “საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე“. 5 ივლისის ბრძანებით გურამ ოდიშარიამ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი მოძრავად გადააქცია;
სპეციალურმა კომისიამ კულტურის მინისტრს შვიდგვერდიანი დასკვნა წარუდგინა, რაზე დაყრდნობითაც გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველესი ოქროს საბადო - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი გადააქცია კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლად (სპეციალური კომისიის დასკვნა დაუთარიღებელია);
2013 წლის 28 მაისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება N03/82, “ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“. ესაა 11 ადამიანისგან შემდგარი კომისია, შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე თვალჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, ვახტანგ ლიჩელი, გურამ მირცხულავა, ბესიკ მაცაბერიძე, თემურ ჩიხრაძე, ლალი ახალაია, პაატა გაფრინდაშვილი, გურამ ყიფიანი, გურამ გრიგოლია.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების საფუძველზე მიმაჩნია, რომ სახეზეა “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 259 ( 1) მუხლის პირველი ნაწილით (“უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება“) და 259 (2) მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (“კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ამ განადგურება) გათვალისწინებული დანაშაული. პირველ შემთხვევაში დამნაშევ ორ წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო მეორე შემთხვევაში ორიდან ოთხ წლამდე.
საყდრისის უძველესი ოქროს საბადოსთან მიმართებაში დაირღვა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლი - “პასუხისმგებლობა ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისათვის“. ამ მუხლის მიხედვით, ძეგლზე განზრახ იმგვარი ზემოქმედების მოხდენა, რის გამოც მას ემუქრება გამოუსწორებელი დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით!
ყველაფერი ასე დაიწყო:
2013 წლის 26 აპრილს ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ქუთელიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გვერდნახევრიანი, ამგვარი შინაარსის წერილით მიმართა - 2006 წელს საყდრისის საბადოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებით იგნორირება გაუკეთეს იმ ფაქტს, რომ ეს ობიექტი უკვე ლიცენზირებულ საბადოზე მდებარეობდა. ძეგლისთვის მინიჭებული სტატუსი სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის ინტერესს. ინჟინერ-ექსპერტთა აზრით, საყდრისის ოქროს საბადოში სამთო გამონამუშევრების პირვანდელი სახით შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც არაერთხელაა აღნიშნული თვით ეროვნული მუზეუმის ანგარიშებში. ჩვენი კომპანიის მიზნებიც რომ განვახორციელოთ და ძეგლიც, რომ შევინარჩუნოთ, ოპტიმალურ გზას გთავაზობთ - ძეგლი გადავიტანოთ ანალოგიურ და უსაფრთხო გარემოში, მისი შემდგომი რესკონტრუქციითო.
საინტერესოა, რომელი ჭკუათმყოფელის თავში დაიბადა პირვანდელი სახის შენარჩუნებით საბადოს ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის იდეა და იმის მტკიცება, რომ “უძრავი ძეგლი მისი გადაადგილების შემდეგაც ინარჩუნებს ძეგლის სტატუსს“?! ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში აღნიშნულია - “კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს თავისი სახსრებით განახორციელოს ძეგლის გადატანა იმგვარად, რომ არ დაკნინდეს მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს დასაშვებია მოქმედი კანონმდებლობით, რის მიხედვითაც უძრავი ძეგლი მისი გადაადგილების შემდეგაც ინარჩუნებს ძეგლის სტატუსს“.
ამგვარი მარგალიტებით სავსე კომპანია RMG-ის გვერდნახევრიანი წერილი, არც მეტი, არც ნაკლები პრემიერ-მინისტრის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილის სახელზე უთვალავი წერილი, თხოვნა და განცხადება შედის, მაგრამ გასაგები მიზეზების, თუნდაც მათი სიმრავლის გამო, პრემიერ-მინისტრამდე ყველა ვერ მიდის. 26 აპრილით დათარიღებული კომპანია RMG-ის გვერდნახევრიანი წერილი პრემიერ-მინისტრთან 1 მაისს მოხვდა, რასაც ადასტურებს ერთბწკარიანი მიმართვა გურამ ოდიშარიასადმი - “გთხოვთ განიხილოთ და უზრუნველყოთ შემდგომი რეაგირება“.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მეტად ორიგინალური რეაგირება მოახდინა - თავის ბრძანებაში კომპანია RMG-თვის სასურველი მიმართულება გამოკვეთა. კერძოდ, 2013 წლის 28 მაისს გამოსცა ბრძანება N03/82 - “ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“.
ჩემი აზრით, კულტურის მინისტრმა წინასწარვე მოახდინა ზემოქმედება კომისიის წევრებზე, შემდეგი ფრაზით - “ვბრძანებ: 1)ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლისა და მისი გადატანისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნას კომისია...“
რადგან ბრძანებაში მინისტრი პირდაპირ წერს - “მისი გადატანისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნას კომისია“, ნიშნავს იმას, რომ მინისტრს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ბედი!
სპეციალური კომისიის სრული შემადგენლობა ასეთია: ალექსანდრე თვალჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, ვახტანგ ლიჩელი, გურამ მირცხულავა, ბესიკ მაცაბერიძე, თემურ ჩიხრაძე, ლალი ახალაია, პაატა გაფრინდაშვილი, გურამ ყიფიანი, გურამ გრიგოლია. 11 ადამიანისგან შემდგარი კომისიიდან დასკვნას ხელი არ მოაწერა ორმა წევრმა - ბესიკ მაცაბერიძემ და პაატა გაფრინდაშვილმა. პირველი კულტურის სამინისტროში მუშაობს და მეორე ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში. მათ წერილობით, დიპლომატიური ფორმით ახსნეს დოკუმენტზე ხელმოუწერლობა.
კომისიის კიდევ ერთი წევრი გურამ მირცხულავა ორიგინალურად მოიქცა - ხელი მოაწერა, მაგრამ შენიშვნაში ჩაწერა, “საყდრისის საბადოზე ოქროს მოპოვების შესახებ გეოლოგების უარყოფითი დასკვნის გაზიარებისგან თავს ვიკავებ, ჩემთვის საკმარისი არგუმენტაციის არარსებობის გამო და გერმანიის მხარის საპასუხო არგუმენტების მოსმენის გარეშე. რაც შეეხება თავად საყდრისის ძეგლს, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს, იქ აღმოჩენილი მაღაროსა და არტეფაქტების გათვალისწინებით...“
საყდრისის უძველეს ოქროს საბადოსთან მიმართებაში დაირღვა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მე-17-ე მუხლი, რომლის თანახმად, ძეგლისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი განადგურდა ან ისე დაზიანდა, რომ დაკარგა ისტორიული ან კულტურული ღირებულება, რომლის აღდგენა შეუძლებელია, ან, მეცნიერული (მეთოდოლოგიური) კრიტერიუმებით, დაკარგა ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის გამოც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი.
აქ ჩამოთვლილი არც ერთი კრიტერიუმი არ ესადაგება სპეციალური კომისიის დასკვნას - საყდრისის უძველესი ოქროს საბადო, არც განადგურებულა, არც დაზიანებულა, არც ისტორიული, ან კულტურული ღირებულება დაუკარგავს, არც მეცნიერული კრიტერიუმებით გათვალისწინებული ის ძირითადი მახასიათებლები დაუკარგავს, რის გამოც მას 2006 წლის 30 მარტს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის გოკა გაბაშვილის მიერ გამოცემული N3/133 ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
თავის დროზე, ანუ 2006-ში “ობიექტს ეწოდა ოქროს უძველესი და უნიკალური მაღარო, კანონმდებლობის უხეში დარღვევით“, - აღნიშნულია სპეციალური კომისიის დასკვნაში. საინტერესოა, სად იყვნენ ზემოხსენებული კომისიის პატივცემული წევრები 2006-ში, თუ კანონი დაირღვა და ქვეყანა დაიქცა?! რაღაც არ მახსოვს რომელიმე მათგანს ხმა ამოეღოს და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ეცნობებინოს.
“არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიშების არსებობა ვერ დასტურდება“-ო, - მიუთითებენ დასკვნაში და ამითაც ცდილობენ იმის დასაბუთებას, რომ საყდრისის ოქროს საბადოს უძრავი ძეგლის სტატუსი კანონდარღვევით მიენიჭა. ვეკითხები კომისიის წევრებს - ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს მუზეუმებში დაცულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თანხმლები დოკუმენტაცია წესრიგში, რომ არ აქვს და რაც აქვს ისიც, რომ მოუწესრიგებელი და ნახევრად შევსებულია, რა ვქნათ, ავდგეთ და მოვითხოვოთ ძეგლის სტატუსის მოხსნა? რომ შემდეგ, ცნობილი და სახელგანთქმული ხელოვნებათმცოდნის რჩევით, სააკაშვილის მსგავსად, სტატუსმოხსნილი ძეგლები კაბინეტებში დაიკიდონ?!
ექსპერტიზა არ ჩატარებულა, სპეციალური კომისიის დოკუმენტურად გაფორმებული რეკომენდაცია არ არისო, - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში. კიდევ გეკითხებით, კომისიის პატივცემულო წევრებო - კულტურის სამინისტროში ყველაფერი თავდაყირა, რომ იყო და ჯერჯერობით კვლავ თავდაყირა, რომ რჩება, ეს საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია (შეგიძლიათ დეტალები აუდიტისს სახელმწიფო დასკვნაშიც ამოიკითხოთ) და აქამდე სად იყავით, რატომ არაფერი თქვით, ინტერვიუ რატომ არ მოგვეცით, ტელევიზიით რატომ არ გამოხვედით და ისაუბრეთ?!
არქეოლოგიური დაცვის ზონები დადგენილი არ არისო, - წერთ დასკვნაში, მაგრამ ცდებით! არქეოლოგიური დაცვის ზონები დადგენილია, კულტურისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით!
მეტალურგები და სამთო საქმის სპეციალისტები კომისიის დასკვნას არაკომპეტენტურად აფასებენ, რის მიზეზადაც კომისიის წევრებს შორის მეტალურგებისა და სამთო საქმის სპეციალისტების არყოფნას ასახელებენ. კულტურის მინისტრის სახელზე სამინისტროს კანცელარიაში საყდრისის უძველესი ოქროს საბადოს სამეცნიერო, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ სპეციალისტებმა დასკვნები წარადგინეს, მაგრამ ამას საყდრისის უძველესი ოქროს საბადოსთვის უძრავი კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია:
2013 წლის 6 ივნისს კულტურის მინისტრს მიმართა გერმანიის ევრაზიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა, სვენდ ჰანსენმა; 8 ივლისს ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი თავაძემ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ჯუმბერ ხანთაძემ და დირექტორის მოადგილე დავით სახვაძემ კულტურის მინისტრს წარუდგინეს მოსაზრებები დასკვნის სახით; 10 ივლისს კულტურის მინისტრს გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ წარუდგინა სამთო ინსტიტუტის მეცნიერთა დასკვნა, საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით; 15 ივლისს სამთო ინსტიტუტის დირექტორმა დამატებითი კვლევის შედეგები ჩააბარა, კულტურის სამინისტროს კანცელარიას.
“საყდრისის გამონამუშევრები თითქმის ნახევარი ათასწლეულით უსწრებს წინ ეგვიპტის აღმოსავლეთ უდაბნოდან ცნობილ უძველეს ოქროს მაღაროებს. იგი უძველესი ძეგლია, სადაც პრესტიჟული ლითონის - ოქროს სამთო წესით მოპოვების დეტალების შესწავლაა შესაძლებელი“, - ასე თვლიან მეცნიერები,ს ხვადასხვა დარგის სპეციალისტები, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებმაც ზემო ხსენებული დოკუმენტები და სხვა საინტერესო მასალები მომაწოდეს. აქ მათ გვარებს არ ჩამოვთვლი, არა იმიტომ რომ ვმალავ, არამედ იმიტომ რომ უახლოეს დღეებში სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ, საყდრისის უძველესი ოქროს საბადოს გადასარჩენად; ისინი თავად გააკეთებენ საჯარო განცხადებებს, მას შემდეგ, რაც იურიდიულ ნიუანსებზე შეთანხმდებიან და იმათ ვინაობას დააზუსტებენ, ვინც საყდრისის საბადოს პირვანდელი სახით შენარჩუნებისთვის სამართლებრივად ბოლომდე იბრძოლებს.