15:50 25.06.2013
“ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” მიმართ ამ ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, “ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო გრიფინგი გამართეს. ჰოლდინგის წარმომადგენელთა განმარტებით, მათ წინააღმდეგ კამპანიას ძველი პარტნიორი, ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე აწარმოებს, რომელმაც 2005 წელს, „ვარდების რევოლიციის“ შემდეგ, გარკვეულ წრეებთან კავშირებით მოახერხა და დააჭერინა „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ აქციების მფლობელი ბადრი წილოსანი და მაქინაციურიგზით, ხელში ჩაიგდო ქარხნის საკონტროლო პაკეტი.
„ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა მედიას დღეს ვრცელი დოკუმენტაცია გადასცეს და სთხოვეს იხელმძღვანელონ რეალური ინფორმაციით და არა საყვარელიძის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებებით.
ჟურნალისტებმა ისიც შეიტყვეს, რომ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ბადრი წილოსანს, ქარხნის კანონიერ მფლობელს, მისი ქონება ზეწოლის შედეგად, ციხეში გადააფორმებინეს. ეს ქონება, მოგვიანებით, ფორმალურ აუქციონზე გაიტანეს და პრეზიდენტის განკარგულებით საყვარელიძეს აჩუქეს.
„ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ წამომადგენელთა განცხადებით, ბიზნესმენმა ავთავდილ საყვარელიძემ, 2005 წელს „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის“ მენეჯმენტში მოსვლის დღიდან 3 წლის ვადაში მოახერხა, რომ მომგებიანი საწარმო 73 მილიონიანი ვალით გაკოტრების რეჟიმში გადაეყვანა. საყვარელიძემ რკინიგზიდან და ბანკებიდან აიღო და პრაქტიკულად მიითვისა 28 მილიონილარი. აღნიშნული თანხის დავალიანება ქარხნის მიმართ დადასტურებულია სასამართლოს მიერ და გადაცემულია აღსრულებაში.
„ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ქარხნის დამფუძნებლის ბადრი წილოსანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, იმდენად აბსურდული ბრალდებით, რომ არ არის გამორიცხული, ავთანდილ საყვარელიძეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შეცდომაში ჰყავდეს შეყვანილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა აღნიშნული საქმის დაწყება.
ნინო წილოსანი, რუსთავის „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: „ჩვენ ნამდვილად დარწმუნებული ვართ,რომ საყვარელიძეს დღეს არ გამოუვა ჩვეული სქემის განხორციელება და სამართალდამცავები აუცილებლად გაერკვევიან საქმის ჭეშმარიტ არსსა და მსვლელობაში. მედიის წამომადგენლებს ვთხოვთ: გაეცანით აღნიშნულ დოკუმენტაციას და იხელმძღვანელეთ ამ მასალებით. ჩვენი კომპანია ღიაა ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსებისთვისაც. მზად ვართ, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ხელისუფლებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.“
შეგახსენებთ, რომ „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ ცრუ საინფორმაციო კამპანიაზე ისაუბრეს.