15:25 25.06.2013
თბილისის „ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნისა“ და რუსთავის „ვაგონმშენებელთა კომპანიის“ წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
მათი განცხადებით, ჰოლდინგის წინააღმდეგ კონკრეტული პირები ცრუ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებენ და შეცდომაში შეჰყავთ მედია და საზოგადოება. ამ კამპანიაში ცალკეული პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ. მაგალითად, ჯონდი ბაღათურია და გიორგი ჯიბლაძე, რომლებმაც ცოტა ხნის წინ, კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. "ვაგონმშენებლთა ჰოლდინგის" წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის კანონიერი მფლობელი ბადრი წილოსანი 2004-2012 წლებში არაერთგზის იყო მოქცეული ზეწოლისა და ტერორის ქვეშ. ჯერ კიდევ 2004 წელს, „ვარდები რევოლუციის“ შემდეგ, ის დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ დაეთმო საკუთრება. წილოსანს ქარხნის წილი ციხეშივე აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის, სადაც ნოტარიუსი შეუგზავნეს. ბადრი წილოსანის კანონიერი საკუთრება, ცოტა ხანში, პირდაპირი მიყიდვის წესით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიზნესმენ ავთანდილ საყვარელიძეს გადასცა. ჰოლდინგის წარმომადგენელთა განმარტებით, წლების მანძილზე საყვარელიძემ საწარმო ხელოვნურად გააკოტრა, უზარმაზარი მოცულობის სესხები აიღო, ეს ვალდებულებები კი, არ შეასრულა. გაკოტრებული საწარმო საყვარელიძემ კვლავ წილოსანს მიჰყიდა, თუმცა, ამტკიცებს, რომ ეს წილი მას წაართვეს. "ვაგონმშენებელთა კომპანიის" ადვოკატისა და იურისტის დავით მახარაშვილის განცხადებით, მათ ყველა დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელთ აქვთ, რაც ადასტურებს, რომ წილოსანმა საკუთრება, შესყიდვის გზით, დაიბრუნა და არავისთვის არაფერი წაურთმევია. ჰოლდინგის იურისტებს ბიზნესმენ ავთანდილ საყვარელიძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი აქვთ შეტანილი და საქმის გამოძიებას ითხოვენ. ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭომ მედიის წარმომადგენლებს „ღია კარის“ დღის ორგანიზება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები საქართველოში ერთ-ერთ ტრადიციულ საწარმოს და მის უნიკალურ პროდუქციას - ვაგონებს დაათვალიერებენ, ასევე, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, კომპანიის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ სქემებზე, რაც კომპანიის იმიჯს სერიოზულად აზარალებს.
"ავთანდილ საყვარელიძის პირადი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, კომპანიის მფლობელ ბადრი წილოსანს თავის დროზე დაათმობინეს კომპანიის წილი და მიჰყიდეს საყვარელიძეს. ამ ადამიანმა მთლიანად გააკოტრა კომპანია, დააგროვა ვალი 73 მილიონი ლარი და მოგვიანებით, საყვარელიძემ წილოსანს გაკოტრებული კომპანიის აქციები მიჰყიდა 3 მილიონ ლარად. კომპანიის მენეჯმენტმა ყველაფერი გააკეთა გაკოტრებული კომპანიის წარმატებისთვის. დღეს კომპანია არის ერთ-ერთი უმსხვილესია ამიერკავკასიის მასშტაბით. ბატონი საყვარელიძე ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად და ხელში ჩაიგდოს ქარხანა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავები შეყვანილი არიან შეცდომაში და ვითხოვთ ამ ყველაფრის ობიექტურ გამოძიებას", -აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები და დასძენენ, რომ კომპანიას მიღებული აქვს "საქართველოს რკინიგზიდან" 68 მილიონი დოლარის მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც სრულდება შეთანხმებულ ვადებსა და პირობებში. მათივე განცხადებით, მიმდინარე უმნიშვნელო პრობლემების გამო, "ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის" საქმიანობა ფერხდება.

მედია-კავშირი "ობიექტივი"
http://www.obieqtivi.net/