15:20 04.07.2012
ზუგდიდში ირაკლი ალასანიას შეხვედრა ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან ხმაურით მიმდინარეობდა. უცნობი პირების უცენზურო შეძახილებით ადგილობრივები გაღიზიანდნენ. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებმა აგრესიულ ახალგაზრდებს შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი სააგენტო Smsportal.ge Youtube-ზე ავრცელებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ინციდენტის ინიციატორები ზუგდიდის საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად ახლომდებარე ქუჩაზე შეიკრიბნენ, თუმცა ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახა ქირიამ საკუთარი ავტომანქანა სანომრე ნიშნით QKM-777 ადგილზე დატოვა, თავად კი მიიმალა. მასთან ერთად ჟურნალისტების გამოჩენისთანავე გაუჩინარდნენ საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გელა თოლორია და საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია - იუწყება Smsportal.ge.
