საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 01:55 საათზე დაფიქსირდა.
“ბიძგები დედოფლისწყაროს რაიონიდან დაახლოებით 5-10 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით დაახლოებით 3,5 ბალი შეადგინა და შემდგომი ბიძგები არ დაფიქსირებულა”, - განაცხადა სეისმური მონიტორინგის სამსახურის ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა მანანა ძმანაშვილმა.
მისივე თქმით, მიწისძვრა საგრძნობი იყო, თუმცა, დაფიქსირებულ მცირე ბიძგებს ნგრევისა და დაზიანების გამოწვევა არ შეეძლო.